ავტომატური რეცხვა, დროისა და ძალისხმევის დაზოგვის საუეთესო საშუალება

როგორც იცით, ჭურჭლის სარეცხი მანქანა შექმნილია ჭურჭლისა და დანა-ჩანგლის ავტომატური რეცხვისთვის. გარდა იმისა, რომ ხელები მუდმივად წყალში აღარ გექნებათ, ჭურჭლის სარეცხი მანქანა უფრო ეფექტურად და ჰიგიენურად გაასუფთავებს ჭურჭელს. მისი გამოყენებით, დაზოგავთ თქვენს დროსა და ძალისხმებას.

დიდი ოჯახებისთვის ან ოფისისთვის, როცა დღის მანძილზე უამრავი ნივთის გამოყენება ხდება, შეიძლება ითქვას, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა სავალდებულოა.

თუმცა, მწარმოებლებს არც მცირერიცხოვანი ოჯახების ინტერესები დავიწყებიათ და მათთვის შექმნეს ჭურჭლის სარეცხი მანქანის ორმაგ უჯრიანი მოდელი, რომელიც მცირე რაოდენობის ჭურჭლის გასარეცხად გამოიყენება.

ავტომატური რეცხვა,  დროისა და ძალისხმევის დაზოგვის საუეთესო საშუალება

შეიძლება, ძნელად დადაჯერებელია, მაგრამ თანამედროვე ჭურჭლის სარეცხი მანქანები რეალურად უფრო ეფექტურია, ვიდრე ჭურჭლის ხელით რეცხვა.

როგორც ექსპერტები გვეუბნებიან, ხელით რეცხვის დროს, წყლის გასათბობად დამატებითი ენერგიაა საჭირო, ჭურჭლის სარეცხ მანქანებს კი შიგნით აქვთ გამათბობლები და გაცილებით ეფექტურად ათბობენ წყალს. ჩვეულებრივ, 45-დან 75 გრადუსამდე ტემპერატურაზე ხდება ჭურჭლის რეცხვა სარეცხ მანქანაში, თუმცა, დელიკატური ნივთებისთვის უფრო დაბალი ტემპერატურის შერჩევა უნდა მოხდეს.

უშუალოდ რეცხვის პროცესს წინ უძღვის ჭურჭლის წინასწარი გამორეცხვა ნარჩენებისგან. ამას მოსდევს მთავარი რეცხვა, სუფთა წყლითა და სარეცხი საშუალებით. რეცხვის შემდეგ, როდესაც წყალი დაიწურება, იწყება უფრო მეტი ცხელი წყლის მიწოდება და გავლების ციკლი. დასრულების შემდეგ, წყალი კვლავ დაიწრიტება და ჭურჭელი იწყებს შრობას რამდენიმე მეთოდით.

ავტომატური რეცხვა,  დროისა და ძალისხმევის დაზოგვის საუეთესო საშუალება

აგრეთვე, როგორც აღმოჩნდა,  ჭურჭლის სარეცხი მანქანები რეცხვის პროცესში, გაცილებით ნაკლებ წყალს მოიხმარენ, ვიდრე ჩვენ ამას ვაკეთებთ ნიჟარაში რეცხვის დროს.

საშუალო სტატისტიკით, ჭურჭლით სავსე ნიჟარის გასარეცხად 100-110 ლიტრი წყალია საჭირო, ხოლო თანამედროვე ჭურჭლის სარეცხის მანქანები, თურმე,  10-11 ლიტრი წლის გამოყენებით აღწევენ იგივე შედეგს.

რეკომედაციებში აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ არის შემთხვევები, როდესაც ხელით რეცხვას უპირატესობა ენიჭება ჭურჭლის სარეცხით რეცხვასთან შედარებით. მაგალითად, ისეთი ნივთები, რომლებიც ხის ან/და თუჯისაა,  საჭიროებენ შედარებით მსუბუქ წმენდას და მათი ჭურჭლის სარეცხი მანქანით რეცხვა რეკომენდირებული არაა.

ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანების უპირატესობები ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ, დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.

პოპულარული მოდელები

ჭურჭლის სარეცხი მანქანა 15 კომპლექტი BEKO DEN48520XAD bPRO 500
ჭურჭლის სარეცხი მანქანა 15 კომპლექტი BEKO DEN48520XAD bPRO 500
1,399 ლარი / თვეში 75 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 4 წელი
ჭურჭლის სარეცხი მანქანა 13 კომპლექტი GALANZ W13D1A401K-A კლასი A++
ჭურჭლის სარეცხი მანქანა 13 კომპლექტი GALANZ W13D1A401K-A კლასი A++
869 ლარი / თვეში 47 ლარი 1,300 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ჭურჭლის სარეცხი მანქანა 6 კომპლექტი Midea MCFD55S460Si
ჭურჭლის სარეცხი მანქანა 6 კომპლექტი Midea MCFD55S460Si
699 ლარი / თვეში 38 ლარი 999 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
ჭურჭლის სარეცხი მანქანა 9 კომპლექტი GALANZ W45A1A401M კლასი A++
ჭურჭლის სარეცხი მანქანა 9 კომპლექტი GALANZ W45A1A401M კლასი A++
749 ლარი / თვეში 41 ლარი 1,100 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი