აშშ-ში ცოცხალ ნაძვის ხეებზე მოთხოვნა იზრდება
მიუხედავად გარემოსდამცველი ორგანიზაციების პროტესტისა, აშშ-ში ცოცხალ ნაძვის ხეებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება და ბოლო რეპორტების მიხედვით, პიკს გასულ ახალ წელს მიაღწია.
შესაბამისად, სულ უფრო და მეტი კომპანია ახორციელებს სპეციალური საშობაო ნაძვის ხეების გაშენების პროექტს, რომელთაც დაჩქარებული წესით ზრდიან და დარგვიდან რამდენიმე წელიწადში ყიდიან.
საქართველოსთან შედარების კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთან საახალწლო ნაძვის ხეები ჯერჯერობით ხელოვნური მოდელების სახით გაცილებით მეტი იყიდება და ამას თუნდაც isurve.ge-ს ბოლო რამდენიმე წლის გამოცდილება ადასტურებს.
ეს პროდუქტი, როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ონლაინ მაღაზიებში ძალიან პოპულარულია და ყოველწლიურად იზრდება მწარმოებლების, მოდელებისა და ფერების არჩევანიც.
გასულ წელს, ონლაინ გაყიდვების გიგანტმა, ამაზონმა პრაიმ მომხმარებლებს ცოცხალი ნაძვების სპეციალურ ფასად შეძენა შესთავაზა და რამდენიმე საათში 25 მილიონიანი მოგება მიიღო.
ოფიციალური სააგენტოების მიერ წარმოდგენილი უკანასკნელი მიმოხილვების თანახმად, ამერიკაში:
- 2019 წლის შობისთვის სულ 30 მილიონი ერთეული ცოცხალი ნაძვის ხე გაიყიდა,
- ფერმერების მიერ სპეციალურად მოწყობილ ადგილებში ამჟამად 350 მილიონამდე ძირი იზრდება;
- ხელოვნური ნაძვების 80% მთელ მსოფლიოში ჩინეთიდან იყიდება;
- ჩრდილო ამერიკული ჯიშის ეს ხეები ამერიკის 50-ივე შტატსა და კანადაში იზრდება;
- ცოცხალი ნაძვები, რომლებიც სპეციალურად საახალწლოდ იჭრება განახლებად და ექსპლუატაციის გასვლის შემდგომ ადვილად <გადაგდებად>, სხვა ინდუსტრიებში გამოყენებად პროდუქტად მიიჩნევა, მაშინ როცა მისი ხელოვნური შემცვლელები ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ;
- სტატისტიკურად, ყოველ მოჭრილ 1 ნაძვზე შემდგომ გაზაფხულზე 3 ახალი ირგვება;
- სულ ამ ტიპის 15000-მდე ფერმა მოქმედებს, სადაც 120000 ადამიანია დასაქმებული;
- საშუალო ზრდის დრო 7 წელია. პატარა მოდელებზე ეს პერიოდი 4, ხოლო განსაკუთრებულად დიდ ნაძვებზე 15 წელს შეადგენს;
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...