არის თუ არა გრანიტის ქვაბები უსაფრთხო?
გრანიტი არის ისეთი ნივთიერება, რომელიც სხადასხვა შენადნობისგან წარმოიქნება. ძველი გრანიტი მზადდებოდა კალის და რკინის კომბინაციისგან. მათი შუშის საფარი უფრო სქელი იყო და ამიტომ უფრო მძიმეც თანამედროვე სამზარეულოს ნივთებთან შედარებით.
გრანიტის ჭურჭელმა და განსაკუთრებით ქვაბების ნაკრებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა მისი ზედაპირის და ლითონის სიძლიერის გამო. პრიალა ფაიფურის ზედაპირი უფრო ადვილად ნარჩუნდება ვიდრე დაჟანგვისკენ მიდრეკილი თუჯის ნაწარმი.
მასალას რომლითაც უშუალოდ გრანიტის ქვაბებია დამზადებული PTFE-ს ეძახიან. ამ მასალის უფრო ცნობილი სახელია ტეფლონი. ცნობილი ფაქტია, რომ 260° C-ზე ზემოთ ტეფლონი იწყებს ტოქსიკური აირების გამოყოფას, რაც არ არის კარგი თქვენი ჯამრთელობისთვის.
მოკლედ რომ ვთქვათ, არანაირი აზრი არ აქვს ნონსთიქის და გრანიტის პროდუქციის ერთმანეთთან შედარებას. მიუხედავად იმისა რომ ეს ორივე პროდუქცია ერთნაირი მასალისგანაა დამზადებული მათი სახე სრულიად განსხვავეულია ერთმანეთისგან. გრანიტის ქვაბების გამოყენება შეიძლება, მაგრამ არა ხშირი გამოყენებისთვის.
საბოლოოდ მოკლე პასუხი კითხვაზე - არის თუ არა გრანიტის ნაწარმი უსაფრთხო - არა.
არსებობს თუ არა გამოსავალი?
მიუხედავად ყველაფრისა არსებობს საკმაოდ კარგი ალტერნატივა. დღესდღეობით თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით შეიქმნა ისეთი პროდუქცია, რომელიც საკმაოდ ჰგავს გრანიტს, მაგრამ მათ შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ნაწარმი თითქმის ერთნაირია და მათი ვიზუალური შეხედულება საერთოდაც არ განსხვავდება ერთმანეთისგან, არსებობს მნიშვნელოვანი სხვაობა. სწორედ ეს სხვაობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მას უსაფრთხო ვუწოდოთ.
როგორც აღვნიშნეთ გრანიტარულ ჭურჭელს არაფერი აქვს საერთო ნამდვილ გრანიტთან გარდა ვიზუალური მხარისა. დღევანდელი გრანიტარული ჭურჭლის ზედაპირი უფრო თხელია და მსუბუქი ვიდრე ძველის იყო.
თანამედროვე გრანიტარი დამზადებულია თხელი ნახშირბადის ფოლადისაგან, რომელიც დაფარულია ფაიფურის მინანქრის ფენით. ეს არანაირ კავშირში არ შედის რაიმე სახის საკვებთან, ასევე არ უცვლის ფერს და გემოს საკვებს.
გრანიტის ქვაბების უსაფრთხოება
სამზარეულოს თანამედროვე ჭურჭელი და ქვაბების ნაკრები უსაფრთხოა ნებისმიერი საკვების შესანახადაც, მათ შორის მჟავე კერძებისთვისაც. მიუხედავად ყველაფრისა გრანიტარულ ჭურჭელსაც სჭირდება სათანადო მოვლა თუ გინდათ, რომ შეინარჩუნოს თავდაპირველი ეფექტი.
განსაკუთრებით უნდა მიექცეს ყურადღება მის გაწმენდას. თუ დაზიანდა მისი ზედაპირი უნდა შეწყვიტოთ მისი გამოყენება. ნუ შეგეშინდებათ, ეს ასე ადვილიც არ არის, რადგან მისი ზედაპირი საკმაოდ გამძლე და სქელი შრისგან შედგება, ეს შრე კი ნამდვილად მნიშვნელოვანია და თუ შეატყობთ, რომ ის დაზიანდა, თავი უნდა დაანებოთ მის გამოყენებას.
ადამიანების ჯამრთელობა ყოველთვის პირველ ადგილზე დგას და სწორედ ამიტომ გირჩევთ, რომ უპირატესობა მიანიჭოთ ისეთ პროდუქციას, რომლის სანდოობაშიც დარწმუნებული ხართ.
მსგავსი თემები საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ზოგი იაფასიანი პროდუქცია ისეთი მასალისგანაა დამზადებული, რომელიც არაფრით არ შეიძლება ჩვენი ჯამრთელობისთვის.
თუ პროდუქციის შეძენამდე კარგად და საფუძვლიანად შეისწავლით მის მახასათბლებს, მაშინ არ გაგიჭირდებათ ქვაბების ნაკრების ჭურჭლის მაღაზიაში ყიდვისას სწორი არჩევნის გაკეთება. იმედია გამოგადგებათ ჩვენი რჩევები, რათა უფრო ადვილად აირჩიოთ საუკეთესო.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას