2020  წლის ყველაზე გაყიდვადი ლაზერები და ნიველირები

ლაზერული თარაზოები  ჩვეულებრივი თარაზოების თანამედროვე ალტერნატივაა, რომლებსაც უფრო ფართო ფუნქციონირება აქვთ. გარდა ამისა, მათი გამოყენება უფრო პრაქტიკულია, ხოლო ხარისხი შესამჩნევად მაღალია.

დღეს ლაზერებისა და ნიველირების ყიდვა  შეგიძლიათ არა მხოლოდ პროფესიონალ ოსტატებს, არამედ ჩვეულებრივ ხელოსნებსაც. ამდენად, ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე წარმოდგენილია სხვადასხვა საფასო კატეგორიის ლაზერული თარაზოები, რომლებიც თქვენი საჭიროებებიდან და ფინანსებიდან გამომდინარე შეგიძლიათ შეიძინოთ.

Condtrol Unix 360 Set

ეს არის უახლესი დონის ნიველირი,  რომელიც  გათვალისწინებულია პროფესიონალური გამოყენებისათვის. მოწყობილობის მთავარი მახასიათებელია წრიული, ჰორიზონტალური სიბრტყის პროექცია 360°-ზე.

მაღალი სიზუსტე უზრუნველყოფს შესაძლო შეცდომის მინიმალურ დონეს, ხოლო სუპერ კაშკაშა ლაზერს შეუძლია 80 მ-მდე მანძილის დაჭერა.

2020  წლის ყველაზე გაყიდვადი ლაზერები და ნიველირები

დადებითი:

  • უმაღლესი ხარისხი;
  • ფუნქციური;
  • საინტერესო დიზაინი;
  • გაზომვის კარგი დიაპაზონი;
  • შეცდომის დაბალი მაჩვენებელი.

ADA Ultraliner 360 2V

პოპულარული ლაზერული თარაზო, რომელიც გამოიყენება პროფესიონალურ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებში. ამასთან, შეუძლია 360° წრიულ ჰორიზონტალურ სიბრტყეზე მუშაობა.

მოწყობილობა აღჭურვილია თითქმის ყველა ძირითადი ფუნქციით და შესაფერისია ნებისმიერი სამუშაოსთვის. ლაზერული ხაზი ნათელი და თხელია, რომელიც 70 მეტრ მანძილზე ჩანს. მოწყობილობის მექანიზმი მაქსიმალურად სტაბილურია, რომელიც გამოიყენება მძიმე სამუშაო პირობებში.

2020  წლის ყველაზე გაყიდვადი ლაზერები და ნიველირები

უპირატესობები:

  • ლაზერის სხივი ძალიან ნათელია;
  • მოქმედების გრძელი დიაპაზონი;
  • ფართო ფუნქციონირება;
  • მიმზიდველი დიზაინი;
  • აერთიანებს წერტილოვან, სწორხაზოვან და მბრუნავ შესაძლებლობებს.

უარყოფითი:

  • ღირებულება.

Bosch Gll 3-50 Professional

მოდელს ერთდროულად შეუძლია ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების პროექტირება, ხოლო მისი გამოყენება შესაძლებელია ჭერისა და კედლისთვის, რომელიც სრულად ასწორებს ნებისმიერ ზედა, ქვედა, გვერდით ზედაპირს.

გაზომვის დიაპაზონი არ არის ძალიან შთამბეჭდავი და ეს მაჩვენებელი მხოლოდ 50 მეტრია, თუმცა, შესანიშნავია მცირე სივრცეებში გამოსაყენებლად.

2020  წლის ყველაზე გაყიდვადი ლაზერები და ნიველირები

უპირატესობები:

  • ძალიან მაღალი ხარისხის მოწყობილობა;
  • კომპლექტში შედის შტატივი;
  • უნივერსალური მოდელი.

უარყოფითი:

  • მსგავსი ღირებულებით შედარებით მცირე ფუნქციონირება  აქვს.

DeWALT DW 079 PKH

დიაპაზონის პარამეტრების სკანირება ხორციელდება ხელის რეჟიმში. შესაძლო შეცდომის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მცირეა, ხოლო მუშაობის დიაპაზონი 300 მეტრია.

2020  წლის ყველაზე გაყიდვადი ლაზერები და ნიველირები

დადებითი:

  • ფუნქციონალური შტატივი;
  • მაღალი ხარისხის ბატარეა;
  • ხელით რეგულირების შესაძლებლობა.

უარყოფითი მხარეები:

  • დისტანციური მართვის შესაძლებლობა არ არსებობს.

Bosch GRL 300 HV

საუკეთესო სამრეწველო Bosch ლაზერი,  რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ზედაპირის გასაზომად. კონკურენტი მოდელებისგან გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით, შეცდომის დაბალი პროცენტული მაჩვენებლითა და გამოყენების სიმარტივით.

არსებობს როგორც ხელით, ასევე ავტომატური გასწორების ფუნქციები. ფასი კი სრულად აკმაყოფილებს ხარისხს.

უპირატესობები:

  • მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ვერტიკალურად, ისე - ჰორიზონტალურად;
  • კომპლექტში შედის შტატივი;
  • დაცვის ფუნქცია;
  • რადიუსის დიაპაზონია 300 მ.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი.

საქართველოს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ლაზერები და ნიველირების მიმოხილვა, იხილეთ ჩვენს წინა ბლოგში.

პოპულარული მოდელები

ლაზერული ნიველირი შტატივთან ერთად BOSCH GLL 2-20 G+BT 150 Tripod (0601065001)
ლაზერული ნიველირი შტატივთან ერთად BOSCH GLL 2-20 G+BT 150 Tripod (0601065001)
Regular price 669 ლარი / თვეში 36 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ლაზერული ნიველირი BOSCH GLL 2-20 G
ლაზერული ნიველირი BOSCH GLL 2-20 G
Regular price 609 ლარი / თვეში 33 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ოპტიკური ნიველირი Bosch GOL 26 D
ოპტიკური ნიველირი Bosch GOL 26 D
Regular price 849.00 ლარი 699 ლარი / თვეში 38 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
თვითსწორებადი ლაზერული ნიველირი Total TLL255245
თვითსწორებადი ლაზერული ნიველირი Total TLL255245
Regular price 1,214 ლარი / თვეში 65 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი