2020 წლის სახლის საუკეთესო საკერავი მანქანები

ბევრ ადამიანს შესაძლოა ამ დრომდე ჰქონდეს ძველი მოდელის საკერავი მანქანები,  მაგრამ ბოლო წლებში  მოწყობილობების განვითარების ტექნოლოგიამ მნიშვნელოვნად წაიწია წინ.

დღევანდელ ბლოგში გვსურს წარმოგიდგინოთ მარტივი დიზაინისა და შესაძლებლობების მქონე საკერავი მანქანები, რომლებიც კონკრეტულად სახლის პირობებში სამუშაოდ იდეალური ვარიანტია.

Singer 8280 P

Singer  თანამედროვე მწარმოებლებიდან ერთ-ერთი საუკეთესო  და ბიუჯეტური ბრენდია, რომელიც შესაფერისია დამწყებთათვის ან მცირე ზომის სამკერვალოებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ მოდელს ფუნქციების მცირე რაოდენობა აქვს,  მნიშვნელოვანი პლუსია ის, რომ ინსტრუქციები წარმოდგენილია ძალიან მარტივად. თავად საკერავი  მანქანა ძალიან კომპაქტურია, რომელიც მუშაობის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ მოათავსოთ კარადაშიც.

2020 წლის სახლის საუკეთესო საკერავი მანქანები

აპარატის შენარჩუნება და მოვლაც ასევე მარტივია. საკმარისია თვეში ერთხელ რამდენიმე მილილიტრი ზეთით დამუშავება. ცუდია ის ფაქტი, რომ მანქანის კომპლექტს საკმარისი რაოდენობის ნემსები არ მოყვება და შეიძლება მათი შეძენა დაგჭირდეთ.

მახასიათებლები:

  • ელექტრომექანიკური მართვა;
  • 8 ფუნქცია;
  • ნახევრად ავტომატური ღილაკი;
  • ელასტიური ნაკერი;
  • ნაკერის სიგანე 4 მმ-მდე, ხოლო სიგრძე - 5 მმ-მდე.

დადებითი:

  • მარტივი ოპერაცია

უარყოფითი:

  • არ არის შესაფერისი რთული ამოცანების შესასრულებლად.

Janome Exact Quilt 18A

სხვადასხვა ვარიანტის, ნაკერებისა და ფუნქციების შესარჩევად, განყოფილების მხარეს სამი მბრუნავი გადამრთველია. ძაფი უპრობლემოდ შედის ნემსის თავში, ხოლო კორპუსის ბოლოში განთავსებულია ნივთების შესანახი მცირე სათავსო, რომელიც ძალიან კომფორტული გამოსაყენებელია. საკერავ მანქანას 19 ოპერაციის შესრულება შეუძლია -  დაწყებული კერვიდან, დასრულებული დეკორატიულ ნაქარგებამდე.

2020 წლის სახლის საუკეთესო საკერავი მანქანები

საკერავი მანქანა Janome  ძირითადად  დამზადებულია  პლასტმასისგან, რაც დადებითად მოქმედებს წონაზე. მოწყობილობის წონა დაახლოებით ხუთი კილოგრამია, მაგრამ ზოგიერთი ხელოსანი მიიჩნევს, რომ მასალა მაინც არასანდოა. ამიტომ, თუ აპირებთ ბევრი უხეში ქსოვილის ერთიანად დამუშავებას, იგივე სქელი ჯინსის შეკერვას, მაშინ ეს ვარიანტი არ გამოდგებათ.

მახასიათებლები:

  • ელექტრომექანიკური მართვა;
  • ჰორიზონტალური შატლი;
  • 19 ოპერაცია;
  • ნახევრად ავტომატური ღილაკი;
  • ოვერლოკის ნაკერი;
  • ელასტიური ნაკერი;
  • ნაკერის სიგანე 5 მმ-მდე, ხოლო სიგრძე - 4 მმ-მდე;
  • ხელის პლატფორმა.

დადებითი:

  • მსუბუქი წონა.

Bernina B 380

ერთ-ერთი საუკეთესო საკერავი მანქანა, რომელიც განკუთვნილია არა მხოლოდ სახლის პირობებში სამუშაოდ, არამედ - ატელიებში პროფესიონალებისთვისაც. მოწყობილობას აქვს გვერდითი მაგიდა, რათა სამუშაო ზედაპირი კიდევ უფრო გადიდდეს.

2020 წლის სახლის საუკეთესო საკერავი მანქანები

მოწყობილობა აღწურვილია 200-ზე მეტი სახის სხვადასხვა ნაკერით. გარდა ამისა, შესაძლებელია მეხსიერებაში ჩატვირთოთ საკუთარი 30 სტილის ნაკერი. დანადგარი მთელს სისქეზე თავად არეგულირებს წნევას. რაც შეეხება წონას, მოწყობილობა მძიმეა და იწონის 12 კგ-ს, რის გამოც საკმაოდ სტაბილურია.

მახასიათებლები:

  • ელექტრონული მართვა;
  • 115 რეჟიმი;
  • ქსოვილზე რეგულირებადი ფეხის წნევა;
  • ავტომატური ღილაკი;
  • ელასტიური ნაკერი;
  • გათვალისწინებულია ეკრანის არსებობა;
  • ნაკერის სიგანე 5,5 მმ-მდეა, ხოლო სიგრძე - 5 მმ-მდე.

დადებითი:

  • მდიდარი ფუნქციონირება.

საუკეთესო საქარგავი მანქანების მიმოხილვა იხილეთ ჩვენს წინა ბლოგში.

პოპულარული მოდელები

ელექტრო მინი საკერავი მანქანა Luatuer
ელექტრო მინი საკერავი მანქანა Luatuer
Regular price 80.00 ლარი 29 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
საკერავი მანქანა JANOME ARTSTYLE 4045
საკერავი მანქანა JANOME ARTSTYLE 4045
Regular price 509 ლარი / თვეში 28 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ოვერლოკის საკერავი მანქანა Janome HomeDecor 1300D
ოვერლოკის საკერავი მანქანა Janome HomeDecor 1300D
Regular price 949 ლარი / თვეში 51 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
საკერავი მანქანა JANOME MX 77
საკერავი მანქანა JANOME MX 77
Regular price 549 ლარი / თვეში 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი