2020 წლის საუკეთესო სმარტფონები

2020 წელს საუკეთესო სმარტფონების ყიდვა ადვილი არ არის, რადგან ბაზარზე ძალიან დიდი არჩევანია წარმოდგენილი. დღევანდელ აღწერაში განვიხილავთ სხვადასხვა ცნობილი ბრენდის თანამედროვე მოდელებს, რომლებიც განსაკუთრებით გამოგადგებათ თამაშებისთვის, სამუშაოდ და  ხარისხიანი სურათების გადასაღებად.

დღევანდელი დღის საუკეთესო სმარტფონები

ალბათ, ყველა ვთანხმდებით იმ აზრს, რომ სმარტფონები  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი „იარაღია“, რომელიც ზოგიერთისთვის შესაძლოა, განუყოფელი ნაწილიც კი იყოს.

ამდენად, ჩვენს ჩამონათვალში მოცემული მობილური ტელეფონები  პრაქტიკულად გამოვცადეთ  ამიტომ,  თამამად შეგვიძლია გირჩიოთ ისინი სხადასხვა დანიშნულებისთვის.

აღწერაში მოცემულია მხოლოდ  და მხოლოდ ყველაზე გაყიდვადი მოდელები, რომლებიც წარმოდგენილია არა მხოლოდ ჩვენი პირადი შეხედულებისამებრ,  არამედ ფასის გათვალისწინებითა და  მომხმარებელთა მაღალი მოთხოვნების შესაბამისად. ასე რომ, ვფიქრობთ, საუკეთესო სმარტფონების  შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი აუცილებლად გაგიმარტივდებათ.

Apple iPhone 11

IPhone 11 არის ერთ-ერთი საუკეთესო სმარტფონი,  რომელიც ამჟამად Apple-ს საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად აქვს შემოთავაზებული.  ბრენდის სპეციფიკიდან და ტელეფონების მახასიათებლებიდან  გამომდინარე, აღვნიშნავთ, ამ ტელეფონის ღირებულება არც იმდენად საგანგაშოდ მაღალია, რომ საკუთარი სურვილის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადოთ.

თუ  ფინანსების სრულად მობილიზება  გიშლით ხელს, შეგიძლიათ ჩვენი ონლაინ მაღაზიის გვერდზე ტელეფონები განვადებით  შეიძინოთ, ხოლო  ბარათით გადახდის შემთხვევაში, გარკვეული ფასდაკლებებითაც ისარგებლებთ.

2020 წლის საუკეთესო სმარტფონები

მიზეზები რატომ ღირს Apple iPhone 11 ყიდვა:

  • აქვს შესანიშნავი კამერა ორმაგი ობიექტივით;
  • მაღალი დონის შესრულება;
  • ბატარეის ხანგრძლივობა;
  • შესანიშნავი დიზაინი და მაღალხარისხიანი აგებულება;
  • შთამბეჭდავი ხმა.

თუ თქვენ Apple-ის გულშემატკივარი ხართ, მაგრამ  ფინანსურად ვერ წვდებით  3 კამერიან ტელეფონს, (როგორც, მაგალითად, iPhone 11 Pro-შია),  მაშინ 11-იც შესანიშნავი ალტერნატივაა.  ძალისა და ფასის ბალანსი  კი ამ ტელეფონს 2020 წლის საუკეთესო მოდელად ნამდვილად აქცევს.

iPhone 11  წარმოდგენილია რამდენიმე მიმზიდველი ფერებით და გამოირჩევა მაღალხარისხიანი 6.1 დიუმიანი HDR Liquid Retina ეკრანით.  ჩამონტაჟებული აქვს  ახალი Apple A13 Bionic პროცესორი, 3 გბ ოპერატიული მეხსიერება,  3110 mAh ბატარეა და 64 გბ შიდა მეხსიერება.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კარგად აღჭურვილი ტელეფონი,  რომელიც იდეალურად ჯდება ხელში. Apple-მა iPhone 11 სერიით ნამდვილად გაუსწრო თავის კონკურენტებს, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ Apple ტელეფონები მაინც საკმაოდ ძვირია.

Samsung Galaxy S20 Ultra

მოდელის ერთადერთი მნიშვნელოვანი ნაკლი  მხოლოდ ფასია. თუ თქვენ ახალი თაობის მობილურები გიზიდავთ,  საკმარისად  ღრმა ჯიბეებიც გაქვთ და არც ფინანსებს არ უჩივით,  მაშინ  Samsung  S20 Ultra  ნამდვილად თქვენთვისაა.

მიზეზები რატომ ღირს Apple Samsung Galaxy S20 Ultra ყიდვა

2020 წლის საუკეთესო სმარტფონები

მოკლედ,  არც კი ვიცით საიდან უნდა დავიწყოთ Galaxy S20 Ultra-ის ქება, რადგან სამსუნგმა შესძლო და ბევრად გააუმჯობესა თავისი ახალი მოდელები. დაწყებული უკანა-წინა კამერების  ციფრული მასშტაბირებით,  დამთავრებული უზარმაზარი AMOLED ეკრანებით.

დიახ, ალბათ, გასაკვირი არც ის არის, რომ მოდელი S20-ის სერიაში ყველაზე ძვირადღირებულია.

თუკი ადგილზევე იხილავთ ამ ტელეფონს, ნახავთ, რომ უკანა მხარეს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაგარი და ძვირადღირებული კამერა, რომელიც იდეალურ, სუფთა, მაღალხარისხიან ფოტოებს იღებს. 5000 mAh-იანი დიდი ელემენტი კი უზრუნველყოფს თქვენი ტელეფონის შეუზღუდავ მუშაობას, თუნდაც დატვირთვის ქვეშ.

Sony Xperia 1 II

საუკეთესო ტელეფონი ფოტოების გადასაღებად და ფილმების საყურებლად.

Sony Xperia 1 II-ის სპეციფიკური დიზაინი და მოგრძო ეკრანი შეიძლება ყველას არ მოეწონოს,  მაგრამ გემოვნებაზე არ დაობენო - ნათქვამია. ტელეფონის ღირებულება საკმაოდ მაღალია,  მაგრამ ის ნამდვილად იმსახურებს საუკეთესოს წოდებას.

2020 წლის საუკეთესო სმარტფონები

მიზეზები რატომ ღირს Apple Sony Xperia 1 II ყიდვა

  • აქვს საკმაოდ ძლიერი კომპონენტები;
  • უზარმაზარი ეკრანი;
  • შესანიშნავი კამერა.

თავისი მშვენიერი 6.5 დიუმიანი ეკრანით, მოდელი განკუთვნილია ფილმებისა და სერიალების საყურებლად. ამიტომ, ამ ტელეფონს მინი TV-ის სახელითაც კი მოიხსენიებენ.

აპარატის კამერა ასევე შთამბეჭდავია, რომელიც  ფოტოგრაფიის მოყვარულებს, ნებისმიერი ფოტოსესიის წარმართვაში დაგეხმარებათ. თუმცა, Sony Xperia 1 II გამოდგებათ არა მხოლოდ ფოტოების გადასაღებად, არამედ საკუთარი ფილმების და ვიდეოების შესაქმნელად.

საუკეთესო სმარტფონების ამ მწარმოებლებს არ ჩამორჩა არც, ელექტრო ტექნიკის მწარმოებელი ჩინური კომპანია Xiaomi, რომლის საუკეთესო ბიუჯეტურ მოდელებს ჩვენ ცალკე ბლოგი მივუძღვენით.

პოპულარული მოდელები

მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A24
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A24
559 ლარი / თვეში 31 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A34 - 5G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A34 - 5G
679 ლარი / თვეში 37 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A04s
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A04s
319 ლარი / თვეში 18 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A04e
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A04e
289 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი