2019 წლის საუკეთესო გამწოვების სამეული

დღესდღეობით, სამზარეულო ღუმელის გარეშე უკვე წარმოუდგენელია. მოგინდებათ ნამცხვრის გამოცხობა თუ გოჭის მომზადება, მარტივად შეძლებთ გაუმკვლავდეთ სირთულეებს, კარგი ღუმელის საშუალებით.

გამწოვი

თუმცა მზადების პროცესში წარმოქმნილ კვამლსა და სითბოს განეიტრალება სჭირდება და ამისთვის გამოგადგებათ კარგი სამზარეულოს გამწოვი.

ეს მოწყობილობა არა მარტო კვამლისა და სუნის გაწოვას უწყობს ხელს, არამედ ცხიმის ნაწილაკებსაც ებრძვის, რათა არ დარჩეს სამზარეულოს სხვა მოწყობილობებზე, რაც საკმაოდ არაკომფორტულ სიტუაციას ქმნის, საერთო ჯამში.

სამზარეულოს გამწოვს მრავალი მწარმოებელი გამოუჩნდა და თითოეულ მათგანს კი სხვადსხვა მოდელი აქვთ თავისი განსხვავებული ფუნქციებითა და შესაძლებლობებით.

ამიტომ შეიძლება ცოტა დამაბნეველი იყოს შერჩევის პროცესი.

ამ ბლოგში მოგიმზადეთ 2019 წლის ყველაზე პოპულარული გაწოვის სამეული. 

გადახედეთ და შეიტყვეთ მეტი, ისევ და ისევ, თქვენი სწორი არჩევანისთვის.

Broan 413004

Broan 413004

კომპანია Broan არის ერთ-ერთი ყველაზე სანდო სახელი, როდესაც საქმე ეხება სამზარეულოს ტექნიკას.

ისინი ყოველთვის ცდილობენ უზრუნველყონ ხარისხი და გამძლეობა. Broan 413004 არის მოწყობილობა, რომელიც შთანთქავს არასასურველ სუნსა და კვამლს თქვენი სამზარეულოს სივრციდან.

ადვილია ამ მოდელის, როგორც გაწმენდა, ისე შენარჩუნება.

ამ პროდუქტის დიზაინი ელეგანტურია და თქვენი სამზარეულოს ინტერიერს შესძენს თანამედროვე და კლასიკურ სტილს.

Broan-ის გამწოვში ჩამონტაჟებულია განათება, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ კარგად აკონტროლოთ საჭმლის მზადების პროცესი.

მისი მაღალი გამწოვუნარიანობა საშუალებას გვაძლევს სამზარეულოში თავი კომფორტულად ვიგრძნოთ, ზედმეტი ორთქლისა და სუნის გარეშე.

AKDY Wall Mount

AKDY Wall Mount

AKDY სამზარეულოს ტექნიკის სანდო ბრენდების სიაში არის კიდევ ერთი სახელი, რომელიც ყოველთვის ასრულებს თავის დაპირებებს.

ხარისხი არის ის ფაქტორი, რაც ამ პროდუქტს გამოარჩევს. AKDY AZ675S-ის შეძენისას თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ არ გიღალატებთ არც ერთ სიტუაციაში.

მისი კონსტრუქცია და ნაწილები შექმნილია საუკეთესო მასალებითა და გთავაზობთ დიდ გამძლეობას.

ამ გამწოვს გააჩნია კარგი ფილტრაციის სისტემა და მოსახერხებელია სხვადასხვა სახის სამზარეულოსთვის.

Perfetto 30-inch

Perfetto 30-inch

Perfetto-ს ბრენდის გამწოვი შექმნილია თქვენი სამზარეულოს გარემოს, ზედმეტი სუნის, კვამლისა და ცხიმის ნაწილაკებისგან გასანთავისუფლებლად.

ამ მოდელს აქვს განსაცვიფრებელი ევროპულ-იტალიური დიზაინი, რომელიც თქვენს სამზარეულოს ან აბაზანას თანამედროვე სახეს აძლევს.

Perfetto-ს 30 დიუმიანი გამწოვი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, რომელიც ძალიან გამძლეა და ჰაერის ფილტრაციის გარანტიას გაძლევთ წლების განმავლობაში.

არ გაგიჭირდებათ მისი დაყენება წვრილმან ნაკრებთან ერთად. ასევე, ადვილია მისი გაწმენდა და ფილტრების გასუფთავება სარეცხი საშუალებებით.

პოპულარული მოდელები