წყლის პომპის დანიშნულება და აუცილებლობა
წყლის პომპა ბოლო წლების განმავლობაში შემოვიდა აქტიურ ხმარებაში, და მას უკვე ყველა ოჯახში ნახავთ. იგი ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს. ის განსაკუთრებით გამოსაყენებელია წყლის აუზებში.
პომპა, იგივე ფილტრია. იგი წმენდს დაბინძურებულ წყალს. დაბინძრებული წყალი მოხვედბა ფილტრში და სრულად გაწმენდს მას, შედეგად მუდამ გექნება სუფთა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო წყალი.
როგორ მუშაობს პომპა?
პომპაში მოთავსებული წყლის ფილტრის გავლით, ყველა მინარევი რჩება ავზის შიგნით, საიდანაც უკვე სუფთა წყალი ბრუნდება აუზში. რაც უფრო ბინძური ხდება ფილტრი, მით მეტი ძალისხმევა სჭირდება წყლის გამოდევნას და უნდა მოხდეს პერიოდულად ფილტრის გამოცვლა.
წნევის დასადგენად და კონტროლისთვის, მოწყობილობა აღჭურვილია მანომეტრით. იმ მომენტში, როდესაც მოწყობილობა აჩვენებს ყველაზე მაღალ წნევას, საჭირო ხდება ფილტრის გაწმენდა ან შეცვლა.
წყლის პომპას მახასაითებლები
აქ არის ჩამოთვლილი, თუ რას უნდა მიქციოთ ყურადღება, როდესაც გსურთ წყლის პომპის შეძენა:
- სიმძლავრე - ნაკადის სიჩქარისა და სიმძლავრის ჩათვლით.
- მასალა - წვიმისგან დამცავი და გამძლე მასალისგან შექმნილი პომპა, რომლებიც საჭიროა დაცული მუშაობისთვის.
- ძრავის ტიპი/საწვავის ტიპი- რაზე მუშაობს პომპა. არის ელექტრო თუ, მუშაობს გაზზე ან დიზელზე.
გაზზე მომუშავე წყლის პომპა
ამ ტიპის პომპა იყენებს წყლის ამოტუმბვის ხელოვნური ამწევის მეთოდს. ხელოვნური ამწევის მეთოდი ხდება გამომავალ მილში გაზის ბუშტების, წყლის ორთქლის ან შეკუმშული ჰაერის შეყვანით.
ხელოვნური ამწევის ტექნიკაში, შეკუმშული ჰაერის ან გაზის მოლეკულები გამოიყენება სითხის ამოსაღებად. შეკუმშული ჰაერის ან გაზის მოლეკულები ამცირებს ჰიდროსტატიკურ წნევას გამოსასვლელში და სითხე ან წყალი გადადის ტუმბოს საშუალებით.
გაზზე მომუშავე წყლის ტუმბოები გამოიყენება ღრმა ჭაბურღილებიდან წყლის ამოტუმბვისთვის. ეს ტუმბოები გამოიყენება წყლის ამოსაღებად გათხრების პროცესში და წყალქვეშა არქეოლოგიური კვლევის დროს. ისინი ასევე ხელს უწყობენ წყლის მიმოქცევას აკვარიუმებში და ამოაქვთ წყალი მაღაროებიდან.
პოპულარული მოდელები