ჯამპერი-ბავშვის გასართობი და ენერგიის დასაცლელი იდეალური საშუალება
ჯამპერი, ბავშვის გასართობი და ენერგიის დასაცლელი იდეალური საშუალებაა.
ჯამპერი ნამდვილად საჭირო ნივთია მათ სახლში, ვისაც პატარა ეზრდებათ, რადგან გარდა იმისა, რომ ჯამპერი ბავშვს ეხმარება თავისი დიდი ენერგია დახარჯოს და ამით მშობელსაც შეუმსუბუქებს შრომას, ამას გარდა ჯამპერები ბავშვებს სიარულის დაწყებაში ეხმარებათ.
ჯამპერები ერთმანეთისგან ძირითადად დიზაინით, სამონტაჟო მახასიათებლებით, დამატებითი ფუნქციებითა და გასართობი საშუალებებით განსხვავდება.
ბავშვის ჯამპერის სამი გავრცელებული ტიპია:
- ბავშვის ჯამპერი სლინგის ტიპის სავარძლით, რომელიც დამაგრებულია კარის ჩარჩოზე რეზინის აღკაზმულობით.
- ბავშვის ჯამპერი სადგამზე ჩამოკიდებული სავარძლზე ზამბარებით. სავარძელს აკრავს სათამაშო მოედანი.
- სათამაშო მოედანი, რომელიც სავარძლის ირგვლივ დგას, ხოლო სავარძლის ქვეშ მოთავსებული ზამბარები, რომლებიც იჭერს ჯამპერს.
სტაციონარული ჩარჩოებით მხტუნავები შედარებით უსაფრთხოა, ვიდრე ის ტიპები, რომლებიც მიმაგრებულია კარის ჩარჩოზე, რომელშიც ბავშვს შეუძლია რხევა და შეიძლება მოხვდეს კარის ჩარჩოზე.
საქანელა(ჯამპერი) Hauck Jump Hearts 645093:
დიზაინი საიმედოდ არის დამაგრებული კარის შესასვლელში ან ჭერზე, რომლის ელემენტები სრულად შეესაბამება სტანდარტის ხარისხსა და უსაფრთხოებას. ის პატარას ნამდვილად კარგ განწყობას მოუტანს და უსაფრთხოდ შესძლებს თავისუფალ გადაადგილებასაც.
შესანიშნავია ჯამპერი, რომლის მოხმარებაც შეუძლიათ 6 თვიდან ბავშვებს. მისი დამაგრება ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ, ასევე აქვს სიმაღლის რეგულირების საშალებას და რაც მშობლებისთვის მნიშვნელოვანია, მისი დასვრის შემთხვევაში, რაც გასაკვირი არაა, რადგან საქმე პატარა ბავშვთან გავაქვს, მარტივია მისი გაწმენდა და გასუფთავება.