ჭოჭინის გამოყენების მიზეზები და მისი შერჩევის პარამეტრები

ჭოჭინა ახალშობილთა ოჯახში, სადაც ბავშვი უკვე რამდენიმე თვისაა და ნელ-ნელა იწყებს ფეხის ადგმას მნიშვნელოვანი ნივთია

მთელ მსოფლიოში ამ ინვენტარს რამდენიმე მიზეზის გამო იყენებენ: 1. მშობლებს სჯერათ, რომ ბავშვი ასე უფრო მალე აიდგამს ფეხს; 2. ბავშვი დაცულია და იმ სათამაშოების წყალობით, რაც ჭოჭინაზეა დამაგრებული, გონებრივად უკეთესად ვითარდება; 3. მშობლებს არ უხდებათ ბავშვის მუდმივად ხელში აყვანა და ჭოჭინას გამოყენების შემთხვევაში მეტი თავისუფალი დრო რჩებათ სხვა საქმის გასაკეთებლად.

ჭოჭინის გამოყენების მიზეზები და მისი შერჩევის პარამეტრები

როდიდან შეუძლია ბავშვს ჭოჭინის გამოყენება?

ჭოჭინას მოხმარების წესებით დადგენილია, რომ მისი გამოყენება 6 თვიდან შეიძლება, თუმცა უკეთესი იქნება, მშობლებმა მხოლოდ 9 თვის შემდეგ ჩასვან ბავშვები. ეს კიდევ უფრო  დაიცავს ბავშვს ზედმეტი რისკებიდან.

თუ ბავშვს ჯანმრთელობა ხელს უწყობს, ჭოჭინა შესაძლებელია იყოს გამოყენებული როგორც დამხმარე საშუალება, მით უფრო ახალი ჭოჭინები, რომლებსაც საჭმლის დასადგმელი და უამრავი სათამაშო აქვს დამაგრებული და ეს ბავშვის გონებრივ განვითარებასაც უწყობს ხელს.

როგორ უნდა შეარჩიოთ სასურველი ჭოჭინა?

პარამეტრები:
  • ჭოჭინების უმეტესობა განკუთვნილია ბავშვების იმ კატეგორიისთვის, რომელთა წონა 13-15 კგ-ს, სიმაღლე კი 80 სმ-ს არ აღემატება.
  • თუ თქვენი პატარას პარამეტრები სცდება მითითებულ ნორმებს, თავი შეიკავეთ ჭოჭინის გამოყენებისგან, რადგან მან შეიძლება წონას ვერ გაუძლოს და ჩასაჯდომი ჩავარდეს, გაიხეს, გადატრიალდეს და სხვა.

 სიმაღლე და ზომა:

  • ჭოჭინის სიმაღლე ბავშვის სიმაღლის შესაბამისად უნდა რეგულირდებოდეს
  • ჭოჭინა უნდა იყოს ისეთი ზომის, რომ ბავშვი მასში არ იყოს ჩამოკიდებული, არ იდგეს თითის წვერებზე (მთლიანად უნდა დგამდეს ტერფს), ან პირიქით, არ ჰქონდეს მოხრილი ფეხები პატარა სივრცის გამო
ჭოჭინის გამოყენების მიზეზები და მისი შერჩევის პარამეტრები

     ბორბლები:

    • ადვილად უნდა ტრიალებდეს ნებისმიერი მიმართულებით
    • უმჯობესია, დამზადებული იყოს სილიკონისგან (არ იწვევს ხმაურს და არ აზიანებს იატაკის საფარს)
    • ოპტიმალური რაოდენობა უნდა იყოს 6 -10 (რაც მეტი ბორბალი აქვს ჭოჭინას, მით უფრო მყარია)

     ჭოჭინის მაგიდა:

    • უნდა იყოს მყარი და განიერი, ბავშვის წონამ გადახრისას რომ არ გადასძლიოს და არ გადააყირაოს. (პატარა ხელებით ვერ უნდა წვდებოდეს მაგიდის სიგანეს)
    • ოთხკუთხედი მაგიდები უფრო მყარია და დაცული ვარდნისგან, ვიდრე მრგვალი

    შეძენამდე აუცილებლად გაარკვიეთ, რა მასალითაა დამზადებული ჭოჭინა, რა საღებავებითაა შეღებილი მაგიდა და სათამაშოები. დარწმუნდით, რომ ფერი არ გადასდის და ბავშვისთვის სრულიად უსაფრთხოა.

    სანამ ბავშვის ჭოჭინაში ჩასმის გადაწყვეტილებას მიიღებთ, უმჯობესია, რჩევა ორთოპედს ჰკითხოთ.

    პოპულარული მოდელები

    საბავშვო საწოლის თაღი HAPE E0023
    საბავშვო საწოლის თაღი HAPE E0023
    Regular price 99 ლარი / თვეში 6 ლარი
    უფასო მიწოდება
    warranty ხარისხის გარანტია
    საბავშვო საწოლის მუსიკალური სათამაშო HAPE E0619
    საბავშვო საწოლის მუსიკალური სათამაშო HAPE E0619
    Regular price 90.00 ლარი 79 ლარი
    უფასო მიწოდება
    warranty ხარისხის გარანტია