უთანამედროვესი რობოტული შედუღების აპარატი

მიუხედავად იმისა, რომ რობოტული შედუღება ოდესღაც პერსპექტიულ გადაწყვეტას ჰგავდა,  ქარხნის იატაკზე რობოტული რკალის შედუღება ძალიან არაპროგნოზირებადი და ძალიან სარისკო ხდება, დღევანდელი რობოტებისთვის და მათი ხედვის სისტემებისთვის. 

ლაზერული შედუღება და ლაზერული ჭრა, მთლიანად ცვლის წარმოების ტექნოლოგიას

უთანამედროვესი რობოტული შედუღების აპარატი

შედუღების პროცესში, ე.წ. მკაცრი ნაკერი და ჭრა, უფრო მარტივად მისაღწევია მანქანა-დანადგარის საშუალებით, ვიდრე სხვა მოძველებული მეთოდებით.

წარმოების პროცესში წარმოქმნილი მინიმალური გამონაბოლქვი და მტვრის მინიმალური გაფრქვევა ნიშნავს, რომ მანქანა-დანადგარების მუშაობა არის ეფექტური და რომ, რობოტული ტექნიკა ქმნის ოპტიმალურ გარემოს. 

რობოტული ლაზერული შედუღებისა (RLW) და რობოტული ლაზერული ჭრის (RLC) ტექნოლოგიამ განვითარების ისეთ ეტაპს მიაღწია, რომ მზადაა გაზარდოს შედუღების და ჭრის ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტურობა, ხოლო ამის პარალელურად ხარჯები და დრო კიდევ უფრო შეამციროს. 

თუმცა, უნდა გავიაზროთ, რომ თუ RLW და RLC სისტემებს არ ექნებათ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მათ გააკონტროლებს, ჩვენს მიერ ჩამოთვლილი სიკეთეები და შედუღების აპარატის მომხიბვლელი პოტენციალი, ვერასოდეს განხორციელდება. საჭიროა, ჭკვიანი რობოტული ხედვის შესაძლებლობების პრაქტიკაში გამოცდა და პროფესიულ საქმიანობაში მისი დანერგვა.  ამ დრომდე არსებული, რობოტიკის კონტროლის პროგრამული უზრუნველყოფა, ხშირად უბრალოდ არ არის შესაბამისი.

უთანამედროვესი რობოტული შედუღების აპარატი

საუკეთესო გადაწყვეტად მიიჩნევა  Energid's Actin SDK, ადაპტირებული რობოტული კონტროლის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც  იძლევა რეალურ დროში შედუღების და მისი შეწყვეტის გზების ადაპტაციას RLW და RLC– თვის.

თავდაპირველად, ის შეიქმნა ისეთი კლიენტებისთვის, როგორებიც არიან : NASA, Areva, Mitsubishi და აშშ ეროვნული სამეცნიერო ფონდი.  მისი შექმნის მიზანი ძლიერი და რთული ოპერაციების რეალურ დროში შესრულება იყო.

თუმცა,  ადაპტირებული რობოტული კონტროლის ეს პროგრამული უზრუნველყოფა, ასევე ინტუიციურად პროგრამირებადია, მარტივად გადასაადგილებელი ინტერფეისით.

მისი მძლავრი რობოტული მახასიათებლები მოიცავს დინამიურ მასალებთან და სამუშაო ადგილებთან ადაპტაციას, შეჯახების თავიდან აცილებისა და მოხერხებული მანიპულირების უნარს, საგნების სიჩქარისა და ორიენტაციისადმი მგრძნობელობას, რეალურ დროში სამუშაო სივრცის სიმულაციასა და სიზუსტის ოპტიმიზაციას. 

პოპულარული მოდელები

შედუღების აპარატი DINGQI JM14200
შედუღების აპარატი DINGQI JM14200
219.00 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ლითონის შესადუღებელი აპარატი PARTNER MMA-250
ლითონის შესადუღებელი აპარატი PARTNER MMA-250
219.00 ლარი / თვეში 12 ლარი 0.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მინი ინვერტორული შედუღების აპარატი 120A HOTECHE P813120
მინი ინვერტორული შედუღების აპარატი 120A HOTECHE P813120
229.00 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
შემადუღებელი აპარატი FIXMAN Y2500
შემადუღებელი აპარატი FIXMAN Y2500
229.00 ლარი / თვეში 13 ლარი 0.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი