რა შესაძლებლობები გააჩნია ელექტრო ფრეზის აპარატს
ფრეზირება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დამუშავების მეთოდია. შესრულების, პრაქტიკული თვალსაზრისით ფრეზირება თითქმის არც ერთ დამუშავების მეთოდს არ უთმობს საკუთარ აქტუალურ ადგილს.
ელექტრო ფრეზი - ხის ან მეტალის ან ორივე მასალის მჭრელი ინსტრუმენტი, რომელსაც აქვს ერთი ან რამოდენიმე კბილი.
ფრეზის კონსტრუქციის და მისი პირის სიბასრის მიხედვით, მას იყენებენ მეტალის, პლასტმასის და ხის დასამუშავებლად. ინსტრუმენტი განკუთვნილ აპარატში თავსდება და მის სწრაფ ბრუნვას უწყობს ხელს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია დამუშავებისათვის.
იმის გამო, რომ ფრეზს შეუძლია მრავალი ოპერაციის შესრულება - ჩამოყალიბდა ფრეზის განსხვავებული ტიპები, ფორმები და ზომები.
მეტალის ფრეზი გამოიყენება ფოლადის, თუჯის, ალუმინის და მსგავსი მეტალების დასამუშავებლად. ინსტრუმენტის პირი კეთდება სწრაფად მჭრელი ფოლადით.
იმისათვის, რომ ფრემა კარგად იმუშაოს, პირველ რიგში აუცილებელია მისი სწორად და ზუსტად ჩამაგრება აპარატში. თუ ეს ასე არ ხდება, სწრაფი ბრუნვისას შესაძლებელია მჭრელი ზედაპირი გაშორდეს, რაც მას გამოუყენებელს გახდის.
ამის შესაკავებლად ასევე აუცილებელია არა მხოლოდ მისი საიმედოდ დამაგრება, არამედ მუშაობისას პერიოდული გაჩერებაც. ხშირად უნდა გადამოწმდეს მისი ზუსტი ფიქსაცია, ვინაიდან ინსტრუმენტი შეიძლება მომენტებში დასუსტდეს.
ფრეზის აპარატის შესაძლებლობები:
- მაღალი ენერგიის ელექტრო ფრეზები დაგეხმარებათ სამუშაოს ხარისხიანად შესრულებაში;
- ხელსაწყოს სიჩქარის შეცვლა უნდა ხდებოდეს ავტომატურად;
- დარწმუნდით, რომ საჭრელს საკმაოდ ღრმად ჭრის უნარი აქვს;
- საჭრელი თავის , ე.წ მყვინთავის სიღრმის პარამეტრი ზუსტად უნდა აკმაყოფილებდეს თქვენს მოთხოვნებს;
- აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი ტიპის სახელური;
- შეამოწმეთ, აქვს თუ არა დამატებით დამხმარე საშუალებები. მაგალითად, მტვრის მოსაშორებელი საქშენები და LED განათება;
- შეამოწმეთ, რამდენად ხელმისაწვდომია დამხმარე ელემენტების შეცვლა თქვენს მიერ არჩეულ მოდელზე;
- შეამოწმეთ, რამდენად ხმაურიანი მოწყობილობა ან როგორია ვიბრაციის დონე.
პოპულარული მოდელები