როგორ ავარჩიოთ ტექნიკური ფენი? მიმოხილვები და გზამკვლევი

სრულყოფილ ტექნიკურ ფენს უნდა ჰქონდეს მთელი რიგი მახასიათებლების სწორი ნაზავი, მათ შორის უსაფრთხოების, საუკეთესო ხარისხისა და მსუბუქი დიზაინის კუთხით.

ამ ბლოგის გაცნობის შემდეგ, გეცოდინებათ, როგორ აირჩიოთ შესაბამისი ტექნიკური ფენი თქვენი სამუშაო მოთხოვნიდან გამომდინარე და უსაფრთხოების ყველა მახასიათებლის გათვალისწინებით)

ტექნიკური ფენის გამოყენების სპექტრი ძალიან  ფართოა. ხუროთმოძღვრება და ხელოვნებიდან დაწყებული, ხელსაქმითა და ელექტრონიკით დამთავრებული. ცხელ ჰაერს, რომსაც გამოიმუშავებს ტექნიკური ფენი, შეუძლია დაადნოს საღებავები და გაყინული მილები, ეტიკეტები და პლასტმასი, და კიდევ სხვა მრავალი სასარგებლო საქმისთვის გამოიყენება.

ტექნიკური ფენის მოქმედება, საკმაოდ ჰგავს თმის საშრობის მოქმედებას, მაგრამ იგი გამოიმუშავებს გაცილებით უფრო ცხელ ჰაერს, მაღალი ტემპერატურის დიაპაზონში

სანამ ტექნიკური ფენის ყიდვას გადაწყვეტთ , ჩვენ გირჩევთ, გაითვალისწინოთ ეს ძირითადი ფაქტორები: 

ტემპერატურის დიაპაზონი - კონკრეტული ტემპერატურის დიაპაზონი გატყობინებთ, რა ტიპის სამუშაოსთვის შეგიძლიათ ტექნიკური ფენის გამოყენება. მაგალითად, მძიმე სამუშაოებისთვის, როგორიცაა სანტექნიკა და საღებავის მოხსნა, საჭიროა ტექნიკური ფენი 120 °-1100 ° ფარენჰეიტის ტემპერატურაზე მუშაობდეს.

საყოფაცხოვრებო პროექტების განსახორციელებლად დაგჭირდებათ ტექნიკური ფენის ტემპერატურამ  392 ° - 752 ° ფარენჰეიტს მიაღწიოს. ასე რომ, ყიდვის წინ შეამოწმეთ ტემპერატურის დიაპაზონი

ტემპერატურის დაყენების რეჟიმი - სხვადასხვა მასალასთან მუშაობისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტემპერატურის რეგულირება. ძირითად მოდელებს აქვთ ერთი ტემპერატურის პარამეტრი, მაგრამ თანამედროვე მოდელები გვთავაზობენ 2-3 განსხვავებულ ტემპერატურულ პარამეტრს, რაც საშუალებას გაძლევთ დააყენოთ ან აკონტროლოთ ტემპერატურის დიაპაზონი ან ვენტილატორის სიჩქარე თქვენი სამუშაო მოთხოვნიდან გამომდინარე.

აქვე, გადახედეთ გასული წლის საუკეთესო ფენების ჩამონათვალს .

პოპულარული მოდელები