რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი ქვაბების ნაკრების შერჩევისას?

სამზარეულოში საქმიანობა სასიამოვნოა, როცა ჭურჭელი კომფორტულია და ხარისხიანი.

ბაზარზე მრავალი სახის ქვაბების ნაკრებია თავიანთი მწარმოებლებისა და მასალების თვალსაზრისით.

გასათვალისწინებელია ერთი რთული ჭეშმარიტება. არასასურველი ნაწარმის პროდუქტებს აქვთ სიცოცხლის მოკლე ხანგრძლივობა, რომლის შეცვლაც ხშირად გიწევთ. 

ქვაბების ნაკრების შეძენა პრაქტიკული გამოსავალია დროისა და ენერგიის დაზოგვის თვალსაზრისით.

ეს იმიტომ, რომ აღარ გიწევთ საჭირო მოწყობილობების სათითაოდ შერჩევა.

თუ გადაწყვიტეთ განაახლოთ სამზარეულოს აღჭურვილობა ხარისხიანი და კოფორტული ნივთებით, მაშინ კარგი იქნება გაეცნოთ იმ ფაქტორებს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, სანამ შეიძენთ პროდუქტს.

გამოყენებული მასალის გამძლეობა

ქვაბებისა და ტაფების უპირატესობის ერთ-ერთი განმაპირობებელია თუ რა მასალისგანაა დამზადებული ისინი.

უჟანგავი ფოლადის მოწყობილობები პრაქტიკულია მათი თვისებების ხარჯზე.

ალუმინის მასალა არ უნდა იყოს გამოყენებული ქვაბის ზედაპირზე, რადგან ეს გამოიწვევს საჭმლის არათანაბრად გაცხელებასა და შესაბამისად ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს.

მყარი ანოდირებული ალუმინი უფრო გამძლეა და ადვილია მისი მოვლა-გასუფთავებაც. ამ მასალისგან დამზადებული ტაფები შეგიძლიათ გამოიყენოთ ღუმელშიც, მაღალ ტემპერატურაზე.

საფარი

ნაკრების შემადგენელი მოწყობილობების ზედაპირი აუცილებელია შედგებოდეს სამი ფენისგან. თუ პანელის ზედაპირი უხეშია, მას ალბათ მხოლოდ ერთი ან ორი ფენა აქვს.

გლუვი ზედაპირი არის ფენების უფრო მეტი რაოდენობის მითითება. მოწყობილობა, რომელიც იყენებს სამი ფენის ფორმულას, უფრო ძვირიცაა შესაბამისად.

ასევე, დარწმუნდით, რომ თქვენს ქვაბსა თუ ტაფას აქვს მქრქალი ზედაპირი, რადგან უფრო კარგი გამოსაყენებელი იყოს და გასიამოვნოთ.

სახელურების ტიპები

შეამოწმეთ, რომ ქვაბს ჰქონდეს მყარად დამაგრებული სახელურები. ლითონის სახელურები კარგია, როცა ქვაბები გაზქურაზე ან ღუმელში გსურთ გამოიყენოთ.

სხვა სახის სახელურები ძირიადად დნება ღუმელში. ზოგ მოწყობილობას აქვს რეზინის ან პლასტიკური დამცავი, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ღუმელშიც.

უნდა გახსოვდეთ, რომ ლითონის სახელურები სითბოს ადვილად ატარებენ და დაფარული უნდა იყოს სპეციალური მასალით.

დაბალი ხარისხის ქვაბები ნაკრები არ არის ორიენტირებული სახელურების ხარისხზე, რომ შეამციროს ღირებულება.

ამიტომ უმჯობესი იქნება თუ შეამოწმებთ სახელურების მასალასა და გამძლეობას, რათა შემდეგში არ შეგექმნათ პრობლემები.

გარანტია

სამზარეულოს ქვაბების ნაკრები შეზღუდულია სიცოცხლის გარანტიით, მაგრამ ნებისმიერი გარანტიის მოქმედების შემთხვევაში, თქვენ უნდა დაიცვათ მწარმოებლის მითითებები.

ნუ გააკრიტიკებთ მწარმოებელს ქვაბის გარანტიის ვადაში დაზიანების შემთხვევაში თუ მოწყობილობას არ უვლით შესაბამისად.

აირჩიეთ მხოლოდ ის მასალა, რომელიც რეალურად გჭირდებათ. მაგალითად, გაეცანით კერამიკის ქვაბების უპირატესობებს.

სასურველია, რომ ქვაბებსა და ტაფებზე არ გამოიყენოთ ისეთი მასალა,რომელზეც არ არის გათვლილი, რადგან ასეთ შემთხვევაში წყალში ჩაგეყრებათ შრომა და მოწყობილობაც გადასაგდები გახდება.

პოპულარული მოდელები