მათთვის, ვისაც აინტერესებს ULTRA HD/4K სტანდარტების მნიშვნელობა და ტელევიზორებში გამოყენება
September 26, 2019დავიწყოთ მცირე ისტორიული ექსკურსიით. თავდაპირველად HD ფორმატში იგულისხმებოდა სიგნალი 1280x720 გაფართოებით. სტანდარტული სიმკვეთრის (720х480/576) ვიდეოებთან შედარებით HD ვიდეოები შთამბეჭდაობით გამოირჩევა.
ამის მიუხედავად დიდი ზომის ეკრენებზე HD ფორმატიც კარგავდა სიმკვეთრეს. ინდუსტრიაში მალე გამოჩნდა Full HD ფორმატი, რომელიც გამოსახულებას 1920х1080 გაფართოებით აჩვენებდა. ასეთი გამოსახულება 2 მილიონზე მეტ პიქსელს შეიცავს.
თავის დროზე Full HD ფორმატი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ნაბიჯი იყო.
თანამედროვეობა Full HD-ს გარეშე წარმოუდგენელია. ფილმები, ვიდეოები, თამაშები - ყოველ მათგანს გააჩნია Full HD ფორმატი.
ერთი შეხედვით Full HD ფორმატი ყველაზე პრეტენზიული და მომთხოვნი მომხმარებლის მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებდა, მაგრამ… ტელევიზორის დიაგონალის ზომები შეუჩერებლად იზრდება. თუ კი რამდენიმე წლის წინ 40 ინჩიანი ტელევიზორი უზარმაზარად ითვლებოდა, დღეს ამ დიაგონალის ტელევიზორებს მხოლოდ მცირე ზომის ოთახებში თუ დგამენ.
დიდი დიაგონალის ტელევიზორებისთვის 1920х1080 გაფართოება საკმარისი არ არის. ტელევიზორთან ახლოს დაჯდომის შემთხვევაში პიქსელური სტრუქტურაც კი შეიძლება გაარჩიოთ. დღეს Full HD გაფართოება სმარტფონებსაც კი აქვთ.
მათი ზომები კი თანამედროვე ტელევიზორებთან შედარებით მართლაც რომ მიკროსკოპულია. უკვე ძალიან თვალსაჩინო გახდა, რომ დიდი ზომის ეკრანებისთვის სხვა სტანდარტია საჭირო.
Ultra HD და 4K ტელევიზორები
ახალი სტანდარტია Ultra HD (იგივე UHD და UHDTV). HDTV (720p და 1080p) ფორმატის მსგავსად Ultra HD ორ ფორმატს განეკუთვნება. პირველ მათგანს 3840х2160 გაფართოება გააჩნია და მისი სახელწოდება Quad HD, 4K Ultra HD-ია. მეორე 8K Ultra HD კი 7680х4320 გაფართოებისაა.
მომხმარებლების დასაბნევად 8К Ultra HD-ის იაპონიაში Super Hi-Vision-ს უწოდებენ, კინოსტუდიაში კი 2K, 4К და 8К ტერმინები დამკვიდრებულია Digital Cinema Initiatives ასოციაციის მიერ, რომლებიც კამერების გაფართოების შესაძლებლობებს აჩვენებს და ასევე, ტრადიციული კინოფირის სკანირების სტანდარტის ამსახველია.
8К პრაქტიკულად არ არის გავრცელებული და მწარმოებლები მომხმარებლებს 4К ტელევიზორებსა და ამ ფორმატის მქონე სხვა პროდუქციას სთავაზობენ. სწორედ ამ გაფართოებით იღებენ ყველა თანამედროვე ფილმებს და სერიალებს. 4К Ultra HD ტელევიზორები კი მომხმარებლებს მაქსიმალურად საუკეთესო ხარისხის გამოსახულებას სთავაზობენ.
4К Ultra HD-ის გაფართოების ხარისხი 4-ჯერ აღემატება Full HD-ის.
ულტრამაღალი სიმკვეთრის ვიდეო უზრუნველყოფს არა მხოლოდ მაღალ დეტალიზაციას, არამედ ფერთა ფართო დიაპაზონის გადაცემასაც 10/12 bit-იანი ფერთა სიღრმავის წყალობით.
აღსანიშნავია, რომ Ultra HD-ის კადრების სტანდარტიზირებული სიხშირე წამში 120-მდე გაიზარდა. ეს კონტენტი ჯერ არ გამოიყენება, მაგრამ მომავალში აუცილებლად წაადგება აქტიურ 3D-ს. ასევე, ამ ფორმატს 24-მდე აუდიო არხის მხარდაჭერა გააჩნია.
Ultra HD ოთხჯერ გაზრდილი გაფართოებისთვის არასაკმარისია მონაცემთა რაოდენობა. სტანდარტულისთვის სამრეწველო ფორმატი AVC/H.264 Ultra HD-სთვის ნაკლებად ეფექტურია და საჭირო გახდა ახალი სტანდარტის HEVC-ის (High Efficiency Video Codec) H.265 კოდეკით შექმნა.
Ultra HD-ის სირთულეები
როგორც ხედავთ, Ultra HD-ს მნიშვნელოვანი უპირატესობები გააჩნია, თუმცა მათი შეფასება რეალურ მასალაზე უკეთესი იქნებოდა. Ultra HD-ის გავრცელება ზოგიერთ სირთულეს უკავშირდება.
Ultra HD-ს მქონე მოდელების სიმცირე - ბაზარზე ამ ფორმატის მხარდაჭერის მქონე კომპიუტერული მონიტორების რაოდენობა მცირეა. აღსანიშნავია რომ მათი ფასები ძალიან მაღალია. სავარაუდოდ ფასები მალე მნიშვნელოვნად დაიწევს, როგორც ეს Full HD-ს შემთხვევაში იყო.
4К სიგნალის გადამცემი ციფრული ინტერფეისის განუვითარებლობა - 4К-ს გაფართოების 60 Hz-იანი სიხშირის სრულფასოვანი მხარდაჭერა მხოლოდ კომპიუტერულ ვიდეოდაფებს გააჩნიათ, რომელთაც DisplayPort ვიდეოშემავალი გააჩნიათ.
სწორედ ეს სიხშირე ესაჭიროებათ გეიმერებს გამოსახულების სწრაფი გადასვლისთვის. 3D-ს მისაღებად საუკეთესო შემთხვევაში 120 Hz-ია საჭირო. ტელევიზორების შემთხვევაში კი 1.4b ვერსიის HDMI შემავალით 4K Ultra HD-ის გადაცემა 24-30 კადრი/წმ სიხშირითაა შესაძლებელი, რაც მხოლოდ 2D ფილმებისთვისაა საკმარისი.
აქტიური 3D-სთვის ეს მაჩვენებლები საკმარისი არ არის. 50/60 Hz 4К-სთვის რეალიზებულია HDMI 2.0 ვერსია. ბაზარზე არსებული 4К ტელევიზორებიდან ამ ტიპის შემავალით აღჭურვილი არ არის.
ზოგიერთი მწარმოებელი, როგორიცაა, Sony HDMI 2.0-ის დანერგვას ტელევიზორის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებით გვპირდებიან. სხვა კომპანიები კი ამაზე ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ.
4К კონტენტის სიმცირე - დღეს არსებული 4К კონტენტი გავრცლებულია მხოლოდ დემონსტრაციული ვიდეო რგოლების სახით, რადგან მათი დამტკიცებული ფიზიკური მატარებელი არ არსებობს. Blu-Ray Disc Association-ი ამ ეტაპზე განიხილავს 4K მხარდაჭერის Blu-Ray დისკების შექმნის შესაძლებლობას.
მათი წარმოების დაწყების შემთხვევაში ისინი ერთ წელიწადზე ადრე ვერ შემოვა. ზოგიერთმა მწარმოებლებმა BD პლეერების 4K Ready მოდელი გამოუშვეს, რომელიც სტანდარტული Full HD სიგნალის მასშტაბირებას Ultra HD-მდე ახდენს.
ამ საკითხში მოწინავე კომპანია Sony-ა, რომელიც საკუთარ კინოსტუდიას ფლობს. კომპანიამ თავისი 4К ტელევიზორების თანმხლები მედიაპლეერი FMP-X1 გამოუშვა. ეს მოწყობილობა, რომლის ფასი 700$-ია მხოლოდ ამერიკის ბაზრისთვისაა ხელმისაწვდომი.
ფილმების ბიბლიოთეკა თავის თავში მხოლოდ ასიოდე დასახელების Sony/Columbia და მის მონათესავე სატელევიზო შოუების რელიზებით შემოიფარგლება. უკვე არსებული კინოფონდის ციფრული ვარიანტები ისედაც 4К ფორმატშია და Blu-Ray და HDTV ტრანსლაციისთვის გამოიყენება.
4К კონტენტის გავრცელებას რეალურად ხელს უშლის დამტკიცებული სტანდარტებისა და მატარებლების არარსებობა. ამის მიუხედავად ამ სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს.
4K პოპულარიზაციის დიდი იმედები სათამაშო კონსოლებზეა დამყარებული, კერძოდ კი PlayStation 4-სა და Xbox One-ზე. Microsoft-მა ბუნდოვნად განაცხადა, რომ 4К გაფართოებამდე გრაფიკის დამუშავებას ხელს არაფერი უშლის, PS4 კი თამაშების დარენდერების გაგრძელებას Full HD აპირებს და ამ სიგნალის Ultra HD-მდე მასშტაბირებას გეგმავს.
კომპიუტერული გეიმერები
კომპიუტერული გეიმერების საქმე გაცილებით უფრო მარტივადაა. თანამედროვე ვიდეოდაფებს უკვე აქვთ 4К თამაშების სარენდერო სიმძლავრე. ისღა დაგვრჩენია 4K DisplayPort 60 Hz ტელევიზორების მასობრივ გავრცელებას დაველოდოთ.
ციფრულ დისტრიბუციაში Ultra HD-ს სწრაფი გავრცელების იმედიცაა. მაგალითად YouTube-ს უკვე რამდენიმე წელია აქვს 4К ვიდეოს მხარდაჭერა. მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია კამერები და სმარტფონები, რომლებიც Ultra HD ფორმატის გადაღება შეუძლიათ.
თანამედროვე ფოტოაპარატების ფოტოებმა კი ბევრად გადააჭარბეს 4К გაფართოებას. ამის მიუხედავად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახლო მომავალში 4K კონტენტი მრავალმხრივ არ განვითარდება.
Ultra HD ეკრანებზე დემონსტრირებული ვიდეო იქნება მასშტაბირებული Full HD. ეს ტექნოლოგია ძალიან მარტივია. 1080р გამოსახულება მასშტაბირდება Ultra HD-მდე პიქსელების მარტივი დუბლირებით. რის შედეგად, ორიგინალური გამოსახულების ერთი პიქსელი ეკრანზე 4 პიქსელს დაიკავებს (ან 9-ს 720р სიგნალის შემთხვევაში).
რჩევები: როგორ შევარჩიოთ ტელევიზორები?
სწორედ ამ ტექნოლოგიას მიმართავენ მწარმოებლები. გამოხმაურებებით თუ ვიმსჯელებთ Ultra HD ეკრანებზე მასშტაბირებული გამოსახულება მეტი სიმკვეთრით, მდიდარი ფერებითა და მაღალი ხარისხის გამოსახულებით გამოირჩევა.
პოპულარული მოდელები