ესპრესოს  ყავის აპარატები - მოდელების მიმოხილვა

 თუკი ყავა განსაკუთრებულად გიყვართ, მაშინ დღევანდელი ბლოგის განხილვა აუცილებლად  გაგახარებთ, რადგან აღწერაში წარმოგიდგენთ როგორც საუკეთესო მოდელის ესპრესოს  ყავის აპარატებს, ასევე  გაგიზიარებთ მათი შერჩევის რამდენიმე სასარგებლო რეკომენდაციას.

პირველ რიგში, გავითვალისწინოთ, რომ ესპრესოს აპარატი  არ არის შექმნილი ინტენსიური გამოყენებისთვის , მაგრამ საშუალებას გაძლევთ მოამზადოთ უგემრიელესი კლასიკური ყავა  საკმაოდ კარგი გემოთი.

De'Longhi EC 850

De'Longhi ყავის   აპარატი  მუშაობს დაფქვილი  ყავის მეშვეობით, რომელსაც აქვს მეტალის კორპუსი, ორმაგი გადინების თერმობლოკი წყლისა და რძისთვის, წყლის ფილტრი და მოსახსნელი უჯრა 12 სმ-მდე სიმაღლის ჭურჭლისთვის.

მოწყობილობის დამსახურებით,  შეგიძლიათ მოამზადოთ ესპრესო, კაპუჩინო, ლატე და ლატე მაკიატო. ამასთან, შესაძლებელია ერთდროულად ორი ჭიქის შევსება.

მართვა ხორციელდება მექანიკური ღილაკების გამოყენებით. დიდი ხნის განმავლობაში, როდესაც მოწყობილობა უფუნქციოდაა, იგი ავტომატურად ითიშება.  არსებობს თასების გათბობის, წყლის დონის მითითებისა და ჩართვის ფუნქცია.

ძირითადი მახასიათებლები:

  • ენერგიის მოხმარება - 1450 W;
  • მაქსიმალური წნევა - 15 ბარი;
  • წყლის მოცულობა - 1 ლიტრი;
  • ზომები - 28x31x32 სმ

დადებითი მახასიათებლები:

  • ელეგანტური დიზაინი;
  • კომპაქტური ზომა;
  • შერჩეული სასმელის ავტომატური მომზადება ერთი ღილაკის დაჭერით;
  • წყლის კონტეინერის მოსახერხებელი ადგილმდებარეობა;
  • სითხის რეგულირებადი ტემპერატურა;
  • კარგი ტექნიკა;
  • მშვიდი მუშაობა;
  • მარტივი მომსახურება

მინუსები:

  • წყლის მცირე მარაგი;
  • ცუდად შემუშავებული ოპერაციული ინსტრუქციები

De'Longhi ECP 33.21

მოდელი შეიძლება წარმოდგენილი იყოს თეთრში,  წითელში ან შავ ფერში. პლასტიკური კორპუსი, რომელიც დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, გაწყობილია  დეკორატიული ელემენტებით.  ყავის  აპარატი  გამიზნულია ესპრესოს ან კაპუჩინოს ხელით მოსამზადებლად , ხოლო სითხის გასათბობად  გამოიყენება თერმობლოკი.

ნაკრებში შედის დოზირების კოვზი და 3 ფილტრი.  მოსახსნელი უჯრა კი საშუალებას გაძლევთ 13 სმ-იანი სიმაღლის ჭიქები  გამოიყენოთ. აპარატში შესაძლებელია  სასურველი ტემპერატურის მითითებაც.

ძირითადი მახასიათებლები:

  • ენერგიის მოხმარება - 1100 W;
  • მაქსიმალური წნევა -  15 ბარი;
  • წყლის მოცულობა - 1 ლიტრი;
  • ზომები - 19x31x24 სმ.

დადებითი მახასიათებლები:

  • ლამაზი დიზაინი;
  • კომპაქტური ზომები;
  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • სწრაფი გათბობა;
  • მარტივი კონტროლი

მინუსები:

  • პლასტიკური კორპუსი;
  • ცოტა გაუგებარი ინსტრუქციები

De'Longhi Dedica EC 685

ლითონის ვიწრო კორპუსის წყალობით,  ეს ყავის აპარატი ადვილად დაიმკვიდრებს  ადგილს თქვენს სამზარეულოში. De'Longhi  საშუალებას გაძლევთ სწრაფად მოამზადოთ ესპრესო, კაპუჩინო, ლატე და ლატე მაკიტო.

მოწყობილობას აქვს მძლავრი თერმობლოკი და მოსახსნელი უჯრა 13 სმ-მდე ჭიქებისთვის. გარდა ამისა, გათვალისწინებულია 1 ან 2 ჭიქის ერთდროულად შევსება. მოყვება 3 ტიპის ფილტრი და საზომი კოვზი.

ძირითადი მახასიათებლები:

  • ენერგიის მოხმარება - 1300 ვტ;
  • მაქსიმალური წნევა - 15 ბარი;
  • წყლის მოცულობა - 1.1 ლ;
  • ზომები 15x30x33 სმ.

დადებითი მახასიათებლები:

  • დახვეწილი დიზაინი;
  • გამძლე კორპუსი;
  • მარტივი კონტროლი;
  • სწრაფი გათბობა;
  • ტემპერატურისა და მოცულობის მითითების შესაძლებლობა;
  • უმოქმედობის შემდეგ, ავტომატურად გათიშვის ფუნქცია

მინუსები:

  • არ არის გათვალისწინებული აქსესუარების სათავსო

Gaggia Gran Style

ამ ყავის აპარატის კორპუსი დამზადებულია  შავი ან თეთრი მდგრადი პლასტმასისგან, რომლის შიგნით განთავსებულია ქვაბი და სუფთა წყლის  მოსახსნელი  ავზი. შესაძლებელია ჩართვისა და სითხის დონის მითითება, ხოლო მართვა ხდება მექანიკური ღილაკებითა და მბრუნავი სახელურით. სასმელის მომზადება შესაძლებელია ახლად დაფქვილი ყავითაც.

მოწყობილობა ავტომატურად ითიშება გამოყენებიდან 30 წუთის შემდეგ.

ძირითადი მახასიათებლები:

  • ენერგიის მოხმარება  - 1050 ვტ;
  • მაქსიმალური წნევა - 15 ბარი;
  • წყლის მოცულობაა - 1.25 ლ;
  • ზომები 20x30x27 სმ.

დადებითი მახასიათებლები:

  • ლამაზი  დიზაინი;
  • მარტივი მართვა;
  • ხარისხიანი მასალები;
  • მწარმოებლის გარანტია - 2 წელი.

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას ყავის აპარატების საუკეთესო მოდელებზე.

პოპულარული მოდელები