All in one კომპიუტერი Lenovo IdeaCentre AIO 3 F0G100WXRK
All in one კომპიუტერი Lenovo IdeaCentre AIO 3 F0G100WXRK
Regular price 2,049 ლარი / თვეში 110 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
Smart 4K ტელევიზორი Samsung UE65DU7100UXRU 65 inch (165 სმ)
Smart 4K ტელევიზორი Samsung UE65DU7100UXRU 65 inch (165 სმ)
Regular price 2,299.00 ლარი 2,049 ლარი / თვეში 110 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
გაზონის საკრეჭი HYUNDAI HCB.HYM530SP-SLC
გაზონის საკრეჭი HYUNDAI HCB.HYM530SP-SLC
Regular price 2,030 ლარი / თვეში 109 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მაცივარი Vestel RN480 BB კლასი A+
მაცივარი Vestel RN480 BB კლასი A+
Regular price 2,028 ლარი / თვეში 109 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 5 წელი
მობილური ტელეფონი Nothing Phone 2
მობილური ტელეფონი Nothing Phone 2
1,849 ლარი / თვეში 99 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი

Bester

Bester-ის ელექტრო გამათბობლები. ბიუჯეტური და ამავე დროს ხარისხიანი არჩევანი თქვენი სახლისთვის.

ბესტერი ჩინური ბრენდია, რომელიც რამდენიმე წელია რაც მსოფლიო ბაზრებზე გამოჩნდა და მისი პროდუქცია საქართველოშიც პოპულარულია.

Bester

შეიძინეთ განვადებით, ადგილზე გადახდით ან ბარათით და მიიღეთ ნივთი მისამართზე უფასოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

Bester  ჩინური ელექტრო გამათბობლები  მწარმოებელი ბრენდია, რომელიც  მაღალხარისხიან პროდუქციას წლებია აწარმოებს.  პროდუქცია, საქართველოში ახლა შემოდის და ნელ-ნელა ემატება ფართო ასორტიმენტიც.

თუკი Bester  ელექტრო გამათბობლის ყიდვა  დაგაინტერესებთ, გეტყვით, რომ მათი შეძენა ჩვენი ონლაინ მაღაზიის გვერდზეც არის შესაძლებელი. აქვე იპოვით არა მხოლო Bester ბრენდს, არამედ სხვა ცნობილ ბრენდებსაც, რომლებიც ფასთა დიაპაზონით, მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

იმისათვის, რათა უკეთ გავერკვეთ Bester  ელექტრო გამათბობლებმახასიათებლებში, სასურველია განვიხილოთ რამდენიმე კონკრეტული და ზოგადი მაგალითი.

BESTER QT-07 მოდელის მახასიათებლები შემდეგნაირად გამოიყურება: მოწყობილობა ელექტრონულია, რომლის გამაცხელებელი ელემენტის ტიპი  კვარცისაა. მაქსიმალური სიმძლავრე 800 W-ია, ხოლო გასათბობი ფართი 10 მ²-მდეა.  დაყენება შესაძლებელია მხოლოდ იატაკზე, რომლის მართვის ტიპი  მექანიკურია.

ფიზიკური პარამეტრებია: 220–240 V ძაბვა და 50/60 Hz სიხშირე.

ისურვეს საიტზე წარმოდგენილია ელექტრო გამათბობლის მეორე მოდელი - Bester QT-52, რომლის სიმძლავრეა 2000W. გასათბობი ფართია 15-20 მ². დაყენება ხდება იატაკზე, ხოლო მოძრაობისთვის საჭირო გორგოლაჭების გამოყენება. კვების ელემეტის ტიპი დაფარულია/

გამათბობლის დამატებით მახასიათებლებია: თერმოსტატი, 2 გამაცხელებელი,  რეჟიმების რეგულირება და  მექანიკური  მართვა.

Bester

ფიზიკური პარამეტრებია: 220–240 V ძაბვა, 50/60 Hz სიხშირე და 2.4 კგ წონა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საიტზე წარმოდგენილი გვაქვს როგორც Bester -ის  ელექტრო გამათბობლები, ისე სხვადასხვა ბრენდის გამათბობლები. მეტი თვალსაჩინოებისთვის, წარმოგიდგენთ რამდენიმე მოდელს, რომელიც დაგეხმარებათ მახასიათებლების შედარებაში.

პირველი ასეთია ელექტრო ინფრაწითელი გამათბობელი Kumtel EX 25 (Infrared Heater), რომელიც არათუ იატაკის, არამედ კედლის ტიპისაა.

მართვის ტიპი მექანიკურია და სიმძლავრე 2500 w-ია. გამაცხელებელი ელემენტის რაოდენობა მხოლოდ 1-ია. რეკომენდირებული გასათბობი ფართია 20-25 მ². შესაძლებელია ტემპერატურის რეგულირებაც (თერმოსტატის საშუალებით). აქვს მეტალის კორპუსი, რომელიც შესანიშნავად უძლებს მაღალ ტემპერატურას.

Bester

ზოგადად, ელექტრო ინფრაწითელი გამათბობელი - ყველაზე სრულყოფილი და ეკონომიური გამათბობელია, რომელიც არათუ   ჰაერს, არამედ ახლომდგომ საგნებს ათბობს.

ნებისმიერი გამათბობლის შერჩევისას,  ყურადღება მიაქციეთ მის სიმძლავრეს. რაც უფრო მეტია სიმძლავრე, მით უფრო დიდ ფართობს გაათბობს იგი. ბუნებრივი აირის გამათბობლის სიმძლავრე ძირითადად 5 კილოვატამდეა, ხოლო ელექტრო გამათბობლის - 3 კილოვატამდე.

საშუალოდ, სტანდარტულ პირობებში 0,7-1 კვტ. სიმძლავრის გამათბობელი საკმარისია 10 მ2-თვის. ფართობის გასათბობად (ჭერის სიმაღლე-2,5-2,7 მ). გასათვალისწინებელია ასევე სხვადასხვა პირობები, მაგალითად: დიდი, ნაკლებად ჰერმეტული ფანჯრების შემთხვევაში, უნდა შეარჩიოთ უფრო მეტი სიმძლავრის გამათბობელი.

ზოგადად, თანამედროვე გამათბობელს გააჩნია სიმძლავრის რეგულატორი, რომლის საშუალებითაც შეიძლება სასურველი რეჟიმის შერჩევა.

ელექტრო გამათბობელი  LUXEL  LX-2860S გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და გამძლეობით. გააჩნია გაცხელების 3 რეჟიმი ორმხრივი გათბობის სისტემით. გათბობის მილები დამზადებულია მაღალი ხარისხის კვარცისაგან, რაც ხელს უწყობს შეინარჩუნოს სიმხურვალე და ზრდის უსაფრთხოებას.

ვოლტაჟი 220-240 V-ია, სიმძლავრე 2000 W, სიხშირე კი 50-60 Hz. გათვალისწინებულია გადახურებისგან დამცავი მექანიზმი და წაქცევისგან დაცვის მექანიზმი. წონა 2.8კგ-ია, ზომა კი  54.3სმ X 17.5სმ X 31.3სმ. მწარმოებელი ქვეყანა თურქეთია.

და ბოლოს, წარმოგიდგენთ კიდევ ერთ ცნობილ მოდელს DELTA D-018-ს, რომელიც გაყიდვების მაჩვენებლით საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ ბაზარზე.

DELTA გამათბობლები  შედარებით იაფიანი ვარიანტია, მაგრამ საკმაოდ ძლიერი და ეფექტური მოდელია, რომელიც აღჭურვილია მეტალისა და პლასტმასის კორპუსისგან.

კომფორტული მიკროკლიმატის შესაქმნელად, აქვს დამატებითი შესაძლებლობების მთელი ნაკრები, რომელიც  ემსახურება 4-დან 20 ²-მდე ფართობს, რაც  რეალურია, ვიდრე ზოგიერთი მწარმოებლის ფანტაზია.

Bester

აქვს გათბობისნათურა, იგივე  ელემენტები. ასევე 4 ოპერაციული რეჟიმი და დენის 2 დონე  - (2000 ან 1000 ვტ). არ არსებობს წინააღმდეგობა, რადგან დიზაინი ითვალისწინებს გულშემატკივართა და დამატენიანებლის ფუნქციებს.

გარდა ამისა, ასევე არსებობს თერმოსტატი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ სტაბილური ტემპერატურა მოწყობილობის უწყვეტი გამოყენების პირობებში.

ძირითადი უპირატესობებია გადახურებისგან დამცავი სენსორი, ავტომატური გამორთვა გადახურების შემთხვევაში და ტენიანობის სატანკოში წყლის დონის მითითება.