ბენზოხერხი Ouligen YD-78
ბენზოხერხი Ouligen YD-78
Regular price 379 ლარი ყველა გაყიდულია / თვეში 21 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი

Ouligen

მძლავრი ბენზოხერხები Ouligen-სგან სუპერ ფასად, განვადებით და გარანტიით. უფასო საკურიერო სერვისი მთელ საქართველოში.

Zhejiang Ouligen Tools მდებარეობს ქალაქ Yongkang-ში, რომელიც დაარსდა 2001 წელს. მისი საწარმო განთავსებულია 20 000 კვადრატულ მეტრზე, სადაც 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

Ouligen

Ouligen აწარმოებს ბენზინზე მომუშავე ბაღის ინსტრუმენტებს, რომლის მთავარ პროდუქტებს ასევე მიეკუთვნება ბენზო ხერხები,  სეკატორები, ყინულის საჭრელები, მრავალფუნქციური ხელსაწყოების ნაკრები და ა.შ.

Ouligen-ს აქვს შემდეგი სახის სერთიფიკატები: CE, EMC, GS,  EU-II და ა.შ. პროდუქცია ძალიან პოპულარულია ევროპაში, რუსეთში, უკრაინაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ავსტრალიაში, სამხრეთ ამერიკაში და ა.შ. გარდა ამისა, Ouligen-ის შვილობილი კომპანიებია OULIGEN, DLISEN, SITIOU, LINGYING, DONGLIN, WEIBANG და RUISHI.

ბრენდის პროდუქტების ხარისხის კონტროლი მკაცრი წესების დაცვით მიმდინარეობს. Ouligen-ის  ყველა  პროდუქტი მოწმდება მინიმუმ 4 ჯერ შემდეგი პრინციპით: 100%-იანი შემოწმება საქონლის მიღებამდე, 100%-იანი შემოწმება წარმოებამდე,  100%-იანი შემოწმება  შეფუთვამდე და 5%-იანი შემოწმება გადაზიდვამდე.

კომპანიას ასევე აქვს  ლითონის სპეციალური სახელოსნო, საამქრო  და ა.შ., ამრიგად,  შეუძლიათ აწარმოონ მნიშვნელოვანი ნაწილების უმეტესობა და ხარისხიც თავად აკონტროლონ.

გარდა ამისა, Ouligen  ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას პროდუქციის ინოვაციაზე  და ტექნიკური მხარის დახვეწაზე. რამოდენიმე წლის წინ, ბრენდს მიენიჭა JINHUA მაღალტექნოლოგიური საწარმოს ტიტულიც.

ბრენდის მიმოხილვის შემდეგ, საინტერესოა კონკრეტულად პროდუქციის განხილვა, რათა მახასიათებლები უფრო თვალსაჩინო გახდეს.

ნებისმიერი ხერხის ძირითადი სტრუქტურული ელემენტებია: ძრავა, ჯაჭვი, საწვავის ავზი და სახელური. მუშაობის სტრუქტურის მიხედვით, ჯაჭვის ბრუნვისთვის გამოიყენება ძრავა, რომელიც მუშაობს ბენზინის ან ზეთის დახმარებით. დანიშნულებისა და დატვირთვის მიხედვით, ხერხი იყოფა შემდეგ კატეგორიებად: საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის, ნახევრად პროფესიონალ და პროფესიონალ მოდელებად.

ძრავის ზომებიდან გამომდინარე, ხელსაწყოს შეუძლია იმუშაოს 2-დან 16 საათამდე. მოდელების უმეტესობა აღჭურვილია  ჯაჭვის სამუხრუჭე სისტემით, რომელიც მუშაობას წყვეტს იმ შემთხვევაში,  თუკი რაიმე წინააღმდეგობა შეხვდება.

პირველი მოდელი, რომელიც უნდა განვიხილოთ, ბენზოხერხი Ouligen YD-78-ია, რომელსაც 3 მაყუჩი აქვს. HORSE POWER STRONG ტექნოლოგიის დამსახურებით, ძრავის სიმძლავრეა 3 კვ, ბრუნვის სიხშირე წუთში კი 6500-ია. შინის სიგრძე 57 სმ-ია, ხოლო კბილანების რაოდენობა ჯაჭვზე 32-ია. ბენზოხერხის წონაა 9.5 კილოგრამი, რომელიც დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან.

Ouligen

ზოგადად, საყოფაცხოვრებო  დანიშნულების ბენზო ხერხები  ძრავის დაბალი სიმძლავრითა  და მოკლე ჯაჭვებით გამოირჩევა (25-35 სმ), რომელიც გამოიყენება ზედმეტი ხეების მოსაჭრელად და მცირე მასშტაბის სამშენებლო სამუშაოებისთვის.

პროფესიონალური ტიპის ხერხებს უფრო  მაღალი - 6 კვტ სიმძლავრე აქვთ და ჯაჭვის სიგრძეც 60 სმ-ია. აქტიურ რეჟიმში მუშაობს 8 საათამდე, ხოლო მოკლე შესვენებებით, 16 საათის განმავლობაში შეუძლია ფუნქციონირება. მსგავსი მოდელი იდეალურია ტყეებში სამუშაოდ.

და ბოლოს, უნდა წარმოგიდგინოთ  Ouligen  ბენზოხერხის  მეორე მოდელი - Ouligen GS3800, რომლის ძრავის ტიპი ასევე  ერთ ცილინდრიანია და აქვს ჰაერის გაგრილების ფუნქციაც. სიმძლავრე 8000rpm-ია,  ძრავის წონა კი 5.3 კგ. მთლიანი წონა 6.3 კგ-ია, ხოლო შეფუთვის ზომაა 460x260x460 მმ.

Ouligen-ის ბენზოხერხის შეძენით თქვენ ნამდვილად მაღალი ხარისხის ხელსაწყოს ყიდულობთ, ხოლო ყველაზე იაფად და სახლში უფასოდ მიტანით კი მხოლოდ ისურვეზე შეგიძლიათ ნახოთ!