სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


ჩასაშენებელი ტექნიკა

ჩასაშენებელი ტექნიკა ონლაინ განვადებით, ყველაზე იაფად საქართველოში, უფასო მიტანა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

თანამედროვე სამზარეულოების უმეტესობა ითვალისწინებს ჩასაშენებელი ტექნიკის არსებობას, რომელსაც სტანდართულ მოდელებთან შედარებით, განსხვავებული დიზაინი აქვს.

ჩასაშენებელი ტექნიკა იაფად ისურვეში შეგიძლიათ შეიძინოთ, მისაღებ ფასად და თქვენზე მორგებული პირობებით

ჩასაშენებელი ტექნიკა

აღწერაში წარმოგიდგენთ სხვადასხვა ტიპის ჩასაშენებელ ტექნიკას, რომელიც თითოეული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. პირველი დავიწყოთ ელექტრი ღუმელებით და გაზქურით.

იმის გასარკვევად, თუ რომელი ღუმელია უკეთესი, კარგი იქნება მათ მახასიათებლებსა და ტიპებში გარკვევა. ყიდვისას, პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა:

  • ძალა და კავშირი;
  • მუშაობა;
  • შესაძლებლობები ფუნქციების თვალსაზრისით;
  • მართვის სიმარტივე;
  • კამერის ზომები და მოცულობა;
  • უსაფრთხოება;
  • ენერგიის ხარჯები;
  • კარი.

ჩასაშენებელი ტექნიკა თანამედროვე ინტერიერის დიზაინის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ჩვენ საუკეთესო მოდელებს გთავაზობთ

არჩევანის გასამარტივებლად ჩვენ ასევე წარმოგიდგენთ ჩასაშენებელი ტექნიკის რამდენიმე მოდელს, რომლებიც ანალოგებისგან ხარისხითა და პრაქტიკულობით გამოირჩევიან. დავიწყოთ გაზქურებით:

ჩასაშენებელი გაზქურები ერთმანეთისგან კონტროლის ტიპის მიხედვით განსხვავდება. ზოგიერთი მექანიკურ რეჟიმზე მუშაობს, რომლებიც აღჭურვილია რეგულატორებით, ხოლო ზოგიერთი სენსორული ღილაკებით კონტროლდება.

პირველი ვარიანტი არ არის ისეთი მოსახერხებელი, როგორც მეორეს ტემპერატურის უახლოეს ხარისხზე დაყენება ცოტა რთულია. სამაგიეროდ, მექანიკის შეკეთება უფრო ადვილია.

ზოგიერთი ჩასაშენებელი ღუმელი აღჭურვილია დისპლეით, რომელთა ღირებულებაც უფრო მეტია. გარდა ამისა, ეკრანი აჩვენებს შერჩეულ პროგრამას, მაგალითად, კონვექციის ან გრილის რეჟიმს, რაც საბოლოო ჯამში ძალიან მოსახერხებელი ფუნქციაა.

ჩასაშენებელი ქურა Electrolux EGD-6576NOK წარმოდგენილია ჩვენს საიტზეც, რომელსაც ძალიან დახვეწილი დიზაინი აქვს. მართვის ტიპი კომბინირებულია, რომელიც იმართება როგორც სენსორულასდ, ასევე - მექანიკურად. ჩასაშენებელი ადგილის ზომა 560 x 490 მმ-ია.

  • გაზის სიმძლავრე 4600 w-ია, ხოლო ელექტრო ქურის - 5800 w-ი.
  • წინა მარცხენა კომფორი: 2300/3300 ვტ / 210 მმ;
  • უკანა მარცეხენა კომფორი: 1400/2500 ვტ / 140 მმ;
  • წინა მარჯვენა კომფორი: 1900 ვტ / 70 მმ;
  • უკანა მარჯვენა კომფორი: 2700 ვტ / 100 მმ

ქურას 2 ინდუქციური და 2 გაზის კომფორი აქვს. საწმენდად მარტივია, აღჭურვილია დარჩენილი სითბოს ინდიკაციით და PowerBoost ფუნქციით. ხდება მართვის პანელის ბლოკირება, რომელიც ბავშვებისაგან დაცვის ფუნქციასაც ითვალისწინებს. აქვს ინდივიადუალური ტაიმერი, ავტომატური გათიშვის ფუნქცია და უხმო რეჟიმი.

შემდეგი ჩასაშენებელი ტექნიკა, რომელიც უნდა წარმოგიდგინოთ მაცივარია, რომლის არჩევისას დიდი სიფრთხილე გვმართებს, ვინაიდან, ტექნიკის ბაზარი მოდელების ფართო სპექტრს გვთავაზობს დღეს.

პირველ რიგში, რასაც არსებითი ყურადღება უნდა მიაქციოთ, მახასიათებლები და დამატებითი ფუნქციების შესრულებაა, რომელიც აუცილებლად გესაჭიროებათ.

რაზეა დამოკიდებული ენერგიის მოხმარება? მაცივრის ენერგიის მოხმარებაზე გავლენას ახდენს:

  • ელექტროენერგიის მოხმარების კლასი;
  • 1/2 კომპრესორების არსებობა;
  • მოცულობა;
  • გარე ტემპერატურა;
  • გამოყენებული ტექნოლოგიები.

ჩასაშენებელი მაცივარი Samsung BRB260187WW/WT კლასი A++ წარმოდგენილია ჩვენს საიტზე და სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ. ორკამერიანი მაცივრის მართვის ტიპი ელექტრონულია, რომლის საერთო მოცულობა 263 ლიტრია. კამერის მოცულობა 191 ლიტრია, საყინულე კამერის(ქვედა)მოცულობა კი 72 ლ.

ჩასაშენებელი ტექნიკა

აქვს გალღვობის No Frost სისტემა, WiFi ადაპტერის მხარდაჭერა, ინვერტორული კომპრესორი, ყველა მხრიდან გაციების - Twin Cooling plus სისტემა, ასევე Metal Cooling სისტემა და ღია კარის სიგნალი.

გარდა ამისა, მაცივარი აღჭურვილია ბავშვებისაგან ბლოკირების სისტემით და დისპლეით. წელიწადში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობაა 239 kW·h/წელში, ხოლო ენერგოეფექტურობის კლასი A++ აქვს. ხმაურის დონე 38 დბ-ია.

რაც შეეხება დამატებით მახასიათებლებს განთავსებულია 4 ცალი თარო, 5 ცალი კარის კალათა, Metal Cooling Plate, რძის პროდუქტის სათავსო, Hot Stamping, ღვინის თარო, კვერცხის კონტეინერი. ასევე გათვალისწინებულია შიდა LED განათება, 2 ცალი ბოსტნეულის და ხილის განყოფლება, დაცვა წყლის დადგომისაგან და სწრაფი გაციების სისტემა.

საყინულის დამატებითი მახასიათებლებია ის, რომ 24 საათში 9 კგ ყინულს აწარმოებს. აქვს 1 ცალი თარო, 1 ცალი EasySlide თარო, 2 ცალი უჯრა, ყინულის დამზადება, სუპერგაყინვის რეჟიმი და Flex Zone განყოფილება(ტემპერატურის კონტროლირებით).

მაცივრის საერთო წონაა 65 კგ, ხოლო ზომა(სიმაღლეxსიგანეxსიღრმე) 177,5x54x55.

და ბოლოს, ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელი Hansa AMM20BEXH უნდა გაგაცნოთ. ეს არის ელექტრონული მოწყობილობა, რომლის სიმძლავრე 1250 ვატია. მიკროტალღურის სიმძლავრე 800 ვატია, რომლის მოცულობა 20 ლიტრია.

ჩასაშენებელი ტექნიკა

მბრუნავი სადგამის დიამეტრია 245 მმ, რომელსაც სიმძლავრის 5 რეჟიმი აქვს. გარდა ამისა, ავტომატური მომზადების 8 პროგრამა.

ფუნქციური მახასიათებლები მოიცავს 95 წუთიან ტაიმერს, გალღვობას, სწრაფ სტარტს, LED დისპლეის, შიდა განათებას და ბავშვებისაგან ბლოკირებას.

საოჯახო ტექნიკის საყიდლად ისურვე საუკეთესო საიტია, ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ყველაზე დიდი არჩევანი და ყველაზე დაბალი ფასებია, განვადების მოქნილი სისტემით და უფასო საკურიერო სერვისით.