საუკეთესო თმის უთო არის ბრტყელთავიანი!
ჩვენს ბლოგში მოგიყვებით თმის უთოების იმ მოდელზე, რომელიც 2021 წლის ოსკარის გამარჯვებულებისა და გრემის ნომინანტებზე გამოიყენეს.
როგორც სტილისტები ამტკიცებენ, მონაწილის ვიზუალის შეფასებისას, კოსტიუმთან ერთად, კრიტიკოსების ყველაზე დიდ ყურადღებას სწორედ ვარცხნილობა იმსახურებს.
ამიტომაც, სტილისტები უდიდესი გამოწვევის წინაშე დგებიან. მათ უნდა აღმოაჩინონ წლის საუკეთესო თმის უთო, რომელსაც სასწაულის მოხდენა შეუძლია.
თმის უთოები, რომელსაც ვარსკვლავებისთვის ვარცხნილობების შესაქმნელად იყენებენ, შესაძლებლობების გარდა, ფასითაც გამორჩეულები არიან.
ვინაიდან, სტილისტები არჩევანის გაკეთებისას ფოკუსირდებიან მის მრავალფუნქციურობასა და პრაქტიკულობაზე და ბიუჯეტის დაზოგვაზე ორიენტირებულები არ არიან.
ჩვენი რეკომენდაციაა შეიძინოთ ბრტყელ თავიანი უთო, რომელიც გამოგადგებათ როგორც თმის გასაშრობად და გასასწორებლად, ასევე, ტალღოვანი და დახვეული თმის ეფექტის მისაღწევადაც. მნიშვნელოვანია, ამ მრავალფუნქციურ თმის უთოსთან, სწორი ტექნიკით მუშაობა, რათა შედეგი მიღწეული იყოს თმის დაზიანების გარეშე. მისი დახმარებით, თქვენ შეძლებთ, სახლის პირობებში შექმნათ თქვენს თმაზე სასურველი ვარცხნილობები.
ბრტყელ თავიანი თმის უთოს გამოყენება ნიშნავს იმას, რომ მოგზაურობისას შეგიძლიათ დაზოგოთ ფული და სივრცე. ბრტყელ თავიანი უთოები კარგი გამოსავალია დაზიანებული და დამწვარი თმის „მოსარჯულებლად“.
ლონდონში მცხოვრები თმის ვარცხნილობის სპეციალისტის, სტეფან ბენეტის თქმით, იონიზაციის სისტემის წყალობით იგი თმის სტრუქტურის განაზებას უწყობს ხელს და დაზიანებულ თმას უბრუნებს ბზინვარებას. ამასთან, მან აღნიშნა, რომ არ არსებობს ამის მეცნიერული მტკიცებულება, მაგრამ შეგრძნებების დონეზე და ვიზუალურად არსებობს უდიდესი განსხვავება.
ბრტყელ თავიანი უთოები ადვილად ხელმისაწვდომია ონლაინ შოპინგის მოყვარული მომხმარებლებისთვის. ონლაინ მაღაზიების უმეტესობას უკვე წარმოდგენილი აქვს ბრტყელ თავიანი თმის უთოების ფართო ასორტიმენტი.
რაც შეეხება ჩვენს მიერ რეკომენდირებული, თმის უთოების ამ სახეობის მინიმალურ და მაქსიმალურ ღირებულებას შორის, სხვაობა უზარმაზარია.
მაგალითისთვის, ყველაზე გავრცელებული იაფიანი მოდელის შეძენა თქვენ შეგიაძლიათ 65 ლარად, მაშინ როდესაც, ამ კატეგორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოდელის შეძენა 1700 ლარამდე დაგიჯდებათ.
უნდა იცოდეთ, რომ ფასებს შორის უზარმაზარი სხვაობა და მიღებულ შედეგებს შორის განსხვავება, პირდაპირპროპორციული ნამდვილად არ არის!
პოპულარული მოდელები