ესეების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია!

გაცნობებთ, რომ დასრულდა, საქართველოში ყველაზე მსხვილი ონლაინ მაღაზია ისურვეს მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის, თემაზე „ონლაინ კომერციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“.

კონკურსში მონაწილეობდა 50 - მდე საგანმანათლებლო დაწესებულების 200 - მდე სტუდენტი. მივიღეთ ბევრი საინტერესო ნაშრომი, რის გამოც მადლობა თითოეულ მონაწილეს, შრომისა და მონდომებისათვის. ისურვე მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტების მხარდაჭერას.

გამარჯვებული ესეს ავტორია სულხან - საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სტუდენტი თინათინ ფეიქრიშვილი.

ესეების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია!

ისურვეს გუნდი ვულოცავთ თინათინს კონკურსში გამარჯვებას. კონკურსის პირობების მიხედვით მას ისურვე სწავლის საფასურს დაუფინანსებს 2250 ლარის ოდენობით.

გთავაზობთ გამარჯვებულ ნაშრომს!

ელექტრონული კომერციის პერსპექტივები საქართველოში