ელექტრო სეკატორი და მისი უპირატესობები
სეკატორი შეუცვლელი ბაღის ხელსაწყოა, რომელიც აუცილებელია ბაღის მოწესრიგებისთვის. სეკატორი არის მარტივი ხელის ხელსაწყოები, რომელიც გამოიყენება გასხვლისთვის, მკვდარი ფოთლების მოშორებისთვის, ასევე ხილის, ბოსტნეულის მოწყვეტისთვის.
გარდა ამისა, მომხმარებლებს, რომელთაც აქვთ ყვავილების ბაღი, აუცილებლად დასჭირდება სეკატორი, რადგან მისით მარტივად ხდება ყვავილების მოვლა.
დღესდღეისობით, ტექნიკის განვითარებამ გამოიწვია ის, რომ შეიქმნა ელექტრო სეკატორი, რომელიც ჩვეულებრივ, მექანიკურ სეკატორზე უფრო სწრაფად და მარტივად მუშაობს და მუშას კიდევ უფრო უადვილებს ამ პროცესს.
ელექტრო სეკატორი
ელექტრო სეკატორი მარტივად მოსახმარი ხელსაწყოა. მისი ხმარება ვაზის გასხვლის დროს დაგიზოგავთ დიდ ენერიგასა და დროს. ეს კი ამ პროცესს სასიამოვნოს გახდის.
მას აქვს პატარა დიამეტრი, არის სასიამოვნო გამოსაყენებელი და ძალიან მსუბუქია. ეს არის ზუსტი და პრაქტიკული ხელსაწყო.
საქართველოში აქტიურად იყიდება, Borstain SF8A601 მოდელი. არის ფოლადისგან დამზადებული. მისი ჭრის დიამეტრი 30 მმ-ია. ხელსაწყოს აქვს გაგრილების ფუნქცია. მისი გადაბმულად მუშაობა შეგიძლიათ დაახლოებით 8 საათი. სრულ დატენვას სჭირდება 5 საათი. ხელსაწყოს წონა 1.8 კილოგრამია.
არსებობს რამდენიმე რამ, რაც გასათვალისწინებელია სასხლეტის შეძენისას.
მიზანი:
უპირველეს ყოვლისა, იფიქრეთ იმაზე, თუ რას მოჭრით. Მაგალითად, იქნება ეს ყვავილები, ვაზი თუ ტოტები?
მას შემდეგ რაც შეიტყობთ სეკატორის ძირითად დანიშნულებას, შეგიძლიათ აირჩიოთ სეკატორის ტიპი, რომელიც საუკეთესოდ შეეფერება თქვენს მიზნებს.
კომფორტი:
სეკატორი არის ინსტრუმენტი, რომელსაც გამოიყენებთ მრავალჯერ.შეძენამდე, სცადეთ სეკატორი ხელში დაიჭიროთ. თუ თქვენ გაქვთ ძალის ან მოძრაობის პრობლემები, იფიქრეთ მის წონასა და დიზაინზე და დააკვირდით, რომ მას მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირი ქონდეს.
პოპულარული მოდელები