სასარგებლო ინფორმაცია მშობლებისთვის!
თქვენ, როგორც მშობელს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია გაკისრიათ ბავშვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მშობელმა არ უნდა მიიჩნიოს მეორეხარისხოვნად, ან უმნიშვნელოდ, როგორ გადაადგილდება მისი შვილი ავტომანქანით.
მინიმუმ, იმაზე ხომ მაინც ყველანი ვთანხმდებით, რომ ბავშვი კალთაში არ უნდა იჯდეს?
ძალიან სამწუხარო სტატისტიკები ქვეყნდება ყოველწლიურად, რამდენი ათასი მცირეწლოვანი ბავშვი შავდება და/ან მსხვერპლად ეწირება მანქანების ავარიებს.
მწარმოებლები, ქარსითის ძალიან ფართო არჩევანს სთავაზობენ დაინტერესებულ ადამიანს. თუ არ გვექნება ინფორმაცია, ჩვენ რა გვჭირდება და რის მიხედვით გავაკეთოთ არჩევანი, ასორტიმენტის მრავალფეროვნება პირიქით - დაბნეულობის მიზეზი შეიძლება გახდეს.
თქვენი შვილისთვის შესაფერისი მანქანის სავარძლის შერჩევისას, გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი, სიმაღლე და განვითარების ეტაპი.
ამერიკის პედიატრიის აკადემია (AAP) ყოველწლიურად ცვლის და ხვეწავს რეკომენდაციებს, ბავშვების მანქანებით უსაფრთხოდ გადაადგილების შესახებ.
მშობლის ვალდებულებაა, მუდმივად ეცნობოდეს სიახლეებს და ამის მიხედვით იღებდეს გადაწყვეტილებებს შვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რადგან საქმე ხომ მისთვის ყველაზე ღირებულს ეხება!
- ჩვილები - საბავშვო სავარძელი უნდა დამაგრდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე იმგვარად, რომ ბავშვი იყურებოდეს სახით უკანა შუშისკენ. სავარძლების უმეტესობას აქვს შეზღუდვები ბავშვების მაქსიმალურ ასაკს, წონასა და სიმაღლესთან დაკავშირებით.
- სკოლამდელი ასაკის ბავშვები - ბავშვები, რომლებმაც უკვე გადააბიჯეს ჩვილების წონასა და სიმაღლის ზღვარს, ამ ასაკის ბავშვებისთვის ნებადართულია, მანქანის სავარძლის იმგვარი პოზიციონირება, როდესაც სახით წინა შუშას უყურებენ.
- სკოლის ასაკის ბავშვები - ამ ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ უსაფრთხო სავარძლის მექანიზმი იცვლება და ეწოდება ბუსტერი (BOOSTER). მისი გამოიყენება ხდება მანამ, სანამ ავტომობილის უსაფრთხოების ღვედი სწორად ვერ ჩაჯდება და ვერ მოხერხდება მისი ჩაკეტვა.
- მოზრდილი ბავშვები - როდესაც ბავშვების ასაკობრივი და ფიზიკური განვითარება იძლევა საშუალებას, რომ მათ სწორად მოირგონ ავტომობილის უსაფრთხოების ღვედი, ზემოთ ჩამოთვლილი დამატებითი აქსესუარების გამოყენების საჭიროება აღარ არის. თუმცა, სავალდებულოა, რომ 13 წელზე ნაკლები ასაკის ყველა ბავშვი იჯდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე.
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...