სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 3 გვერდი

Sencor

Sencor-ის წვრილი საოჯახო ტექნიკა ყველაზე იაფად. გარანტია, ონლაინ განვადება და უფასო მიტანის სერვისი მთელ საქართველოში.

Sencor ელექტრონიკის კომპანიაა, რომელიც დაარსდა 1960-იანი წლების ბოლოს იაპონიაში. 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც Sencor უკვე ევროპული ბრენდი გახდა, კომპანიის პროდუქციის დიაპაზონი მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

SENCOR არის ბრენდი, რომელიც უახლესი ტენდენციებით,  იაპონურ ტრადიციულ ტექნოლოგიებს თანამედროვე კომფორტულ ცხოვრებასთან აკავშირებს. კომპანია ცნობილია პროდუქციის ფართო ასორტიმენტით, დიზაინითა და ინოვაციებით.

კომპანიის ფილოსოფია ყოველთვის  ფოკუსირებული იყო  ადამიანებზე, თანამედროვე და  მეგობრული პროდუქტების შექმნაზე.

1970-იან წლებში განვითარდა, გაფართოება აზიასა და ევროპაში, ხოლო SENCOR ფირის ჩამწერები წარმატებული გახდა დიდ ბრიტანეთში. მალევე დაიწყო ახალი პროდუქციის წარმოება - კასეტიანი მაგნიტოფონები მანქანებისთვის, რითიც გახდა წამყვანი კომპანია მანქანის ხმის სისტემების წარმოებაში.

90-იანი წლების დასაწყისში კომპანია ავითარებს წარმოებას ევროპაში და ცვლის ლოგოს 2000-იან წლებში. 2010-იან წლებში SENCOR -ის პროდუქციის მრავალფეროვნება სწრაფად იზრდებოდა სამომხმარებლო ელექტრონიკის  სპექტრში.

უფრო და უფრო მეტი აქცენტი გაკეთდა დიზაინზე, ფერების არჩევანზე, შეფუთვის დახვეწაზე და მუდმივ სიახლეებზე.

დღეს კომპანია SENCOR აწვდის 1000-ზე მეტი სახის საქონელს მსოფლიოს 25-ზე მეტ ქვეყანას.

ერთ-ერთი ასეთი დახვეწილი მოდელია ხელის ბლენდერი SENCOR SHB 5603VT, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 1000 w-ია. ჭიქის მოცულობაა 0,8 ლიტრი,  ხოლო დასაბლენდერებლის 250 გრამი. სიჩქარის 2 რაოდენობა აქვს, ფუნქციური მახასიათებლები კი აერთიანებს  დაბალი ხმაურის დონეს, სიჩქარის რეგულირება, ერგონომიულ სახელურს და უჟანგავი ფოლადის საცმებს, რომლის გამოიყენება შესაძლებელია ცხელ პროდუქტებზეც.

კომპლექტში შედის 0,8 ლიტრიანი ჭიქა, 250 გრამიანი დასაქუცმაცებელი და უჟანგავი ფოლადის სადღვები თავსაცმი. მოწყობილობის ფიზიკური პარამეტრებია 1.9 კგ წონა, 43.3 x 21.5 x 14.5 სმ ზომა და 1,2 მ სადენი.

SENCOR  ისტორია, რომელიც 1969 წელს დაიწყო, დღესაც გრძელდება. და ეს გრძელდება შესანიშნავად!

მრავალფეროვნება და ინოვაცია

დღეს SENCOR ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე ტენდენციაზე, რაც ამ კომპანიას უნიკალურს ხდის გლობალურ ბაზარზე. უპირველეს ყოვლისა, ეს არის მისი პროდუქციის ფართო სპექტრი.

SENCOR პასუხობს ყველა მიმდინარე საჭიროებას და მუდმივად აფართოებს პროდუქციის ასორტიმენტს, რომელიც დღეისათვის მას  ათასზე მეტი ერთეულის  კატეგორიაში აქვს (მსხვილი, წვრილი საოჯახო ტექნიკა , პლანშეტები და ტელეფონები , საოფისე მოწყობილობები, სამზარეულოს ტექნიკა, ჯანმრთელობა და სილამაზე).

პლიუს, ყოველთვიურად კომპანია აწარმოებს უფრო და უფრო მეტ განსხვავებულ პროდუქტებს. ამრიგად, სანამ სხვა კომპანიები საუბრობენ ინოვაციაზე, SENCOR მუდმივად ქმნის ინოვაციურ მოწყობილობებს.

სწორედ ამის დასტურია წვეთოვანი სისტემის ყავის აპარატი SENCOR SCE 2000BK, რომლის სიმძლავრეა 350 w, ხოლო წყლის კონტეინერის მოცულობა 300 გრამია. აპარატის ძირითადი ფუნქციური მახასიათებებია ყავის მარცვლების მოხმარება, ჩაის დამზადების შესაძლებლობა, მოხსნადი ფილტრის წყლით გარეცხვის შესაძლებლობა, გადახურებისაგან დაცვა, მოცურების საწინააღმდეგო ფეხები და 2 პორციის ერთდროულად მომზადების შესაძლებლობა. კომპლექტში შედის  2 ფაიფურის ჭიქა და საზომი კოვზი.

და ბოლო მტვერსასრუტი SENCOR SVC 45RD-EUE3 უნდა წარმიგიდგინოთ, რომლის მაქსიმალური  სიმძლავრე - 850 w-ია. მტვრის ტომრის მოცულობა 1,5 ლიტრია.

ენერგოეფექტურობის კლასი B-ია, რაც ეკონომიურ მოდელად რთულია განვიხილოთ. ხმაურის დონე 79 დბ-ია, ხოლო მუშაობის რადიუსი 7,5 მ-ია.

 ტექნიკური მახასიათებლებია პლასტმასის მილი, თერმოსტატი, რომელიც იცავს ძრავს გადახურებისაგან, 5 საფეხურიანი ფილტრაციის სისტემა, ბორბლები რეზინის ზედაპირით, სადენის ავტომატური დახვევა, მტვრის ტომრის გავსების ინდიკაცია და საცმების სათავსო კორპუსში.

აქსესუარები და საცმები მოიცავს კომბინირებულ თავსაცმს და დამატებით თავსაცმს რთულად მისადგომი ადგილებისათვის.

მტვერსასრუტის ფიზიკური მახასიათებლებია 345 x 255 x 210 მმ ზომა, 3,6 კგ წონა და 5 მეტრიანი სადენი.

ისურვე.ჯი-ზე დედამიწის წამყვანი ბრენდებია წარმოდგენილი და მათი ნაწარმი ყველაზე დაბალ ფასში იყიდება, ჩვენთან ყოველთვისაა შესაძლებელი ფასდაკლების მიღება, ხოლო საკურიერო სერვისი მთელი ქვეყნის მაშტაბით უფასოა!