როგორ შევარჩიოთ და ვიყიდოთ სვარკის აპარატი განვადებით?
November 06, 2018ტერმინი სვარკის აპარატები ხშირად გამოიყენება ხმარებაში და ელექტრო შედუღების აპარატების რუსულენოვანი კალკია.
ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიაა ჩვენს ხელსაწყოების ინტერნეტ მაღაზიაში. მათ შორის გამორჩეულად პოპულარულია გერმანული წარმოების დანადგარები, და მოთხოვნაც განვადებაზე საკმაოდ დიდია. ამიტომ გადავწყვიტეთ დღევანდელი პოსტის მთავარი თემა სწორედ ეს ყოფილიყო.
ყიდვისთვის დააჭირეთ შესაბამის ლინკს:
შედუღების აპარატები კემპის აპარატები
მთავარი ფაქტორები, რომლებიც შედუღების აპარატების შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ
- ინვერტორულია შედუღების აპარატი თუ არა, დამატებით ინვერტორული შედუღების აპარატების შესახებ ჩვენს შესაბამის კატეგორიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ;
- რა ზომის ელექტროდზე მუშაობს;
- ცვლადი დენისაა თუ მუდმივი დენის;
- რომელი და სადაური ბრენდია და რამდენ ხნიანი გარანტია აქვს;
- როგორია ფასი (საშუალოდ 300-დან 500 ლარამდე ფასი სრულიად მისაღებია);
- განვადების პირობები;
- რა საჩუქრები ან დამატებითი საჩუქრები მოყვება შეთავაზებაში და როგორია ამ უკანასკნელების ფასები ანუ ხომ არ არის აქცია ხელოვნურად გაძვირებული.
სვარკის აპარატი განვადებით - ბრენდებისა და ფასების მიმოხილვა
მომხმარებელთა შეფასებები, გაყიდვების სტატისტიკა და ყველა სხვა მაჩვენებელი გვაძლევს საშუალებას თამამად განვაცხადოთ, რომ Isurve.ge საუკეთესო ადგილია, თუ სვარკის აპარატი განვადებით გსურთ შეიძინოთ .
პირველი სწორედ ჩვენი ინტერნეტ მაღაზია გახლდათ, რომელმაც ეს აპარატები ონლაინ გახადა ხელმისაწვდომი და როგორც გარანტიის, ისე ადგილზე მიტანისა და განვადების კუთხით საუკეთესო პირობები შესთავაზა მომხმარებლებს.
პირველი ბრენდი, რომელიც გამოჩენისთანავე თრენდული და მოთხოვნადი გახდა, გერმანული Schpindel-ია - 200 ან 250 ამპერიანი , ძალიან გამძლე და რეკორდულად ხარისხიანი პროდუქტი, საჩუქრებთან ერთად.
ზოგადად, გერმანული სვარკის აპარატები ძალიან პოპულარულია და გარდა Schpindel-ისა, სულ მალე გადავწყვიტეთ მეორე ბრენდი, Shmehel-იც წარგვედგინა საზოგადოებისთვის, რომელიც 250 ამპერიანი სიმძლავრით გამოირჩევა და განსაკუთრებულია იმით, რომ შეთავაზებაში ყველა საჭირო აქსესუართან ერთად, ე.წ <ქამელეონი სათვალეც> მოყვება.
გერმანულის გარდა, საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და გირჩევთ, არ დაგრჩეთ ყურადღების გარეშე რუსული სვარკის აპარატები და განსაკუთრებით მათი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი - Baltika, რომელიც, წინამორბედების მსგავსად, თანამედროვე IGBT ტექნოლოგიით გახლავთ აღჭურვილი.
ხოლო რაც შეეხება არაინვერტორულ, ანუ შედარებით მძიმე, სპილენძის ხვიებიან აპარატს, აქ ფასისა და ხარისხის შეფარდებით უკონკურენტო შვეიცარიული Crown გახლავთ, რომელიც 5-იან ელექტროდზეც მუშაობს და სტანდარტული 1 წლიანი ქარხნული გარანტია აქვს.
სტანდარტულად, 200 ამპერიანი ინვერტორული სვარკები შემდეგი მონაცემებით გამოირჩევა:
- შიდა გაგრილების სპეციალური, თანამედროვე სისტემა
- მაქსიმალურად მსხვილი კაბელის შესაერთებელი ხვრელები, გადახურება/დადნობის თავიდან ასაცილებლად
- ამპერაჟის ცვალებადობის ღილაკი
- F იზოლირების დონე
- 60%-იანი მუშაობის ეფექტურობა
- 4-დან 5.5 კგ-მდე სრული წონა
- მიახლოებითი მოცულობა (ცვალებადია მოდელების მიხედვით): 300-100-190 მმ
სამწუხაროდ, ამ მოდელებს არ აქვთ ე.წ <კემპის> ფუნქცია, რაც უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მოთხოვნადია და ვეცდებით, უახლოეს მომავალში ჩვენს მომხმარებლებს ეს სიახლეც შევთავაზოთ. რაც შეეხება ელექტროდების ტიპებს, ისინი ყველანაირ ელექტროდზე მუშაობენ, ბრენდის კუთხით კი ჩვენ უპირატესობას გეკას ვანიჭებთ.
აღსანიშნავია, რომ სვარკის აპარატის განვადებით და თან ფასდაკლებით ყიდვისთვის სულაც არ არის აუცილებელი სპეციალურ აქციას დაელოდოთ, რომელიც დაანონსებულ რამდენიმე პროცენტიან ფასდაკლებას ითვალისწინებს. ისურვეს მუდმივად აქვს შეთავაზება, რომლის მეშვეობითაც შედუღების აპარატს და ელექტრო ხელსაწყოებს (დრელსა და ბალგარკას ერთად ან მხოლოდ ხელსაწყოების ნაკრებს (<გალოვკების>)- თქვენი სურვილისამებრ) ერთად შეიძენთ და თუ ფასებს გადახედავთ, მიხვდებით, რომ რეალურად თითქმის 40%-ით იაფ შეთავაზებას ღებულობთ.
ჯერჯერობით არ გვაქვს გაყიდვაში არც მეორადი სვარკები, თუმცა გამომდინარე მასზე არსებული მოთხოვნისა, არ გამოვრიცხავთ მალე ეს სერვისიც დავამატოთ, თუ საიმედო მომწოდებლის მოძებნა ან თავად იმპორტირება მოვახერხეთ, ვინაიდან ჩვენთვის გაყიდვებზე მეტად პრიორიტეტული სწორედ ხარისხიანი პროდუქცია და მომხმარებლის კმაყოფილებაა.
განვადებით ყიდვის დროს ზემოთ მოყვანილ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილების შემდეგ შეგიძლიათ შეავსოთ საიტის თითოეული პროდუქტის გვერდზე არსებული განვადების ორ ველიანი ფორმა და დაელოდოთ ოპერატორის ზარს, რომელიც 15 წუთში დაგიკავშირდებათ და ყველა დეტალს დამატებით გაგაცნობთ.
გაითვალისწინეთ, რომ 2019 წლის იანვრიდან, ბარათით გადახდის შემთხვევაში იღებთ დამატებით ფასდაკლებას!
ნებისმიერი თანხისა და ოდენობის შემთხვევაში ეს ფასდაკლება ძალაშია და მოქმედებს ყველასთვის, ვინც შედუღების აპარატს არა განვადებით, არამედ საბანკო ბარათის მეშვეობით შეიძენს.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აქციის ეს პირობა მოქმედებს უკვე ფასდაკლებული მოდელების და ასევე სპეც შეთავაზებების შემთხვევაშიც.
აღსანიშნავია, რომ ამ შეთავაზებით უკვე არაერთმა ისურვეს მომხმარებელმა ისარგებლა და ის ყველა გამოკითხვით ბოლო პერიოდის ყველაზე პოპულარულ სიახლეს წარმოადგენს.
გთავაზობთ ჩვენს მაღაზიაში არსებული სვარკების ანალოგიური ტექნოლოგიით დამზადებული ერთ-ერთი შედუღების აპარატის ვიდეო მიმოხილვას, ინვერტორულ ტიპსა და ზოგადად, აქსესუარებსა და მუშაობის რეჟიმებზე სრული წარმოდგენის შესაქმნელად:
პოპულარული მოდელები