Xiaomi საუკეთესო ტელეფონები

 Xiaomi გაყიდვების მაჩვენებლით, ბოლო რამდენიმე წელია სერიოზულ კონკურენციას უწევს ისეთ გიგანტებს, როგორიცაა Apple & Samsung .

უნდა აღინიშნოს, რომ  კომპანია დიდი პოპულარობით სარგებლოს ქართულ ბაზარზეც, რაც განპირობებულია პროდუქციის მაღალი ხარისხით, მოწინავე თვისებებითა და ხელმისაწვდომი ფასით. რა თქმა უნდა, ყველა მოდელს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები,  მაგრამ საბოლოო ჯამში, როგორც ტელეფონი იდეალურია!

როგორ შევარჩიოთ სწორად Xiaomi -ის სმარტფონი?

Xiaomi ტელეფონების სწორად ასარჩევად, სასურველია ყურადღება  მიაქციოთ შემდეგ პუნქტებს:

ეკრანის ზომა - რაც უფრო დიდია ეკრანი, მით უფრო სასიამოვნოა მისი გამოყენება. მაგალითად, ინტერნეტში სქროლვა, ვიდეოების ყურება ან თამაშების თამაში. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დიდი დიაგონალის ტელეფონებს გარკვეული მინუსებიც აქვთ. მაგალითად, სმარტფონი მოუხერხებელი ხდება ჯიბით ტარებისას და ერთი ხელით მუშაობისას. მეორე - მაღალი რეზოლუცია ზრდის ტექნიკის დატვირთვას, ხოლო დაბალი რეზოლუციის შემთხვევაში  სურათის ხარისხი მნიშვნელოვნად მცირდება.

მატრიცის ხარისხი - განისაზღვრება რამდენიმე პარამეტრით, რომელთა შორის მთავარია რეზოლუცია, რომელიც შეიძლება იყოს HD (1280 × 720), Full HD (1920 × 1080), Quad HD (2560 x 1440).

რაც უფრო მაღალია რეზოლუცია მით უფრო ნათელია სურათი, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასეთ შემთხვევაში პროცესორსა და ვიდეოკარტაზე დატვირთვა იზრდება.

მეხსიერება - 2020 წლის სმარტფონები , რომლებსაც 2-3 გბ ოპერატიული მეხსიერება აქვთ,  ჩათვალეთ, რომ აქტუალური აღარაა. 4 გბ არის მინიმალური,  რომელზეც შეგიძლიათ ფოკუსირება გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუკი ბიუჯეტურ მოდელს არჩევთ.

უკეთესია თუ ტელეფონს აქვს 6-8 გბ ოპერატიული მეხსიერება, ხოლო ROM ზომის არჩევა დამოკიდებულია მაინც თქვენს საჭიროებებზე. თუ სმარტფონის  გამოყენებას მხოლოდ  თამაშებისთვის აპირებთ,  მაშინ მეხსიერების რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 128 გბ. დოკუმენტების, ფოტოებისა და ვიდეოების შესანახად - 64 გბ საკმარისია.

კამერა - პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ მეგაპიქსელების გაზრდილი ციფრები ყოველთვის არ ნიშნავს საუკეთესო გადაღებას.  ყიდვისას  კარგად შეამოწმეთ სურათების ხარისხი, რომლებიც გადაღებული იქნება როგორც კარგ, ასევე - ცუდ განათებაში. ხარისხიანი ვიდეოების გადასაღებად,  ტელეფონს უნდა ჰქონდეს სტაბილიზაციის ფუნქცია.

სანამ ტელეფონის ყიდვას გადაწყვეტთ, სასურველია განსაზღვროთ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანები , რისთვისაც  აპირებთ მოწყობილობის შეძენას. თუ ტელეფონები   თამაშებისთვის გინდათ, მაშინ  შეარჩიეთ ისეთი მოდელი, რომელსაც მძლავრი ბატარეები ექნება. თუ სმარტფონი ფოტოებისა და ვიდეოების გადასაღებად გჭირდებათ, მაშინ ყურადღება მიაქციეთ სენსორისა და გადაღების ხარისხს.

საუკეთესო ბიუჯეტური Xiaomi სმარტფონები

Redmi 8 4/64 გბ

6.22 ინჩიანი,  IPS ეკრანის მქონე იაფიანი ტელეფონი , რომელსაც  რვაბირთვიანი Qualcomm Snapdragon 439 პროცესორი აქვს. მოწყობილობა შესანიშნავია ბავშვებისთვის ან მათთვის, ვისაც დამატებითი სამუშაო მობილური სჭირდება.

Redmi 8 შესაფერისია ყოველდღიური ამოცანების გადასაჭრელად - ინტერნეტში სქროლისთვის,  ფილმების საყურებლად ან სოციალური ქსელებისთვის.  დაბალი ფასის მიუხედავად, ტელეფონს საკმაოდ კარგი მიმოხილვები და რეკომენდაციები აქვს.

აღსანიშნავია ის, რომ კამერის ცუდი ხარისხი ბათილდება Google კამერის იოლი ინსტალაციით,  რომელიც ბევრად უკეთეს სურათებს იღებს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • Google კამერის მარტივი ინსტალაცია;
  • ბატარეების ავტონომია - დაახლოებით ორი დღე მუშაობს აქტიურად

უარყოფითი მხარეები:

  • NFC ფუნქციის ნაკლებობა;
  • პლასტმასის კორპუსი;
  • ხმის ხარისხი არცთუ მაღალი აქვს.

Mi A3 4/64 გბ

Mi A3   Xiaomi - ის მორიგი სმარტფონია , რომელსაც გააჩნია 6.09 ინჩიანი ეკრანი 1560x720-იანი რეზოლუციით.

გარკვეული ნაკლოვანება, რაც ამ ტელეფონს გააჩნია, ეს არის დაბალ განათებაზე ეკრანის ძლიერი ციმციმი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს მხედველობაზე. მცირე ზომის ჩარჩოებისა და ელეგანტური კორპუსის გამო, ტელეფონი ძალიან თანამედროვედ გამოიყურება.

კიდევ ერთი თვისება, რომელიც სულაც არ არის დამახასიათებელი ზოგადად ბიუჯეტური ტელეფონებისთვის - თითის ანაბეჭდის სკანერია, ხოლო Qualcomm Snapdragon 665 პროცესორი  სწრაფად უმკლავდება  ყოველდღიურ დავალებებს და საშუალებას გაძლევთ ითამაშოთ თუნდაც მძიმე თამაშები.

უპირატესობები:

  • სამმაგი ხარისხიანი კამერა

უარყოფითი მხარეები:

  • NFC ფუნქციის ნაკლებობა;
  • სამწუხაროდ, თითის ანაბეჭდის სკანერი ყოველთვის კარგად არ მუშაობს;
  • ხმის ხარისხი;
  • ეკრანის სიკაშკაშე.

დაინტერესების შემთვევაში ეწვიეთ Isurve.ge საიტს, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მოდელი, ხოლო ბარათით ყიდვის შემთხვევაში მიიღეთ ფასდაკლება ტელეფონებზე და სხვა სასურველ პროდუქტზე.

პოპულარული მოდელები