წყლის გამაცხელებლების საერთო პრობლემები და სასარგებლო რჩევები
July 01, 2021როგორც იცით, წყლის გამაცხელებლები ონკანებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის ცხელ წყალს წარმოქმნიან . არის შემთხვევები, როდესაც ყველაფერი იდეალურად არ მუშაობს, რაც იწვევს პრობლემებს და შესაძლოა პროფესიონალის დახმარებაც კი გახდეს საჭირო.
ჩვენ აქ გთავაზობთ წყლის გამაცხელებლბის საერთო პრობლემებს და რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ კრიტიკულ სიტუაციაში. მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს, ნებისმიერი პრობლების დროს, ყოველთვის ვიწყებთ წყლის გამაცხელებლის დენის წყაროდან გამორთვით და მხოლოდ ამის შემდეგ, ვიწყებთ პრობლემის იდენციფიცირებას.
წყლის ტემპერატურის პრობლემები ყველაზე გავრცელებულია, რომელიც შეგვხვდება წყლის გამაცხელებელთან დაკავშირებით. სავარაუდო მიზეზებს შორის ყველაზე გავრცელებულია
- ცივი წყალი - როგორც წესი, ცივი წყალი გამოწვეულია ენერგიის ნაკლებობით, გაუმართავი თერმოსტატით ან გაუმართავი გათბობის ელემენტით. პირველ რიგში, ეჭვი უნდა მიიტანოთ ჩამრთველებზე, რათა დარწმუნდეთ რომ ჩართულია და ანათებენ დენის ინდიკატორებს. შემდეგ შეამოწმეთ თერმოსტატი. დარწმუნდით, რომ იღებს ენერგიას.
- წყალი თბილია, მაგრამ არასაკმარისად ცხელი. თუ თქვენი წყალი საკმარისად არ ცხელდება, მიზეზი შეიძლება იყოს მცირე ზომის წყლის გამათბობელი, გადაკვეთილი ცივი და ცხელი კავშირები, ან გაუმართავი გამათბობელი ელემენტი ან თერმოსტატი. ასეთ დროს, წყალმომარაგების გამორთვით და ცხელი წყლის ონკანის ჩართვით, შეგვიძლია გამოვრიცხოთ ჯვარედინი კავშირი. შემდეგ, უნდა დაუკავშირდეთ პროფესიონალს და შეაფასებინოთ, არის თუ არა თქვენი წყლის გამაცხელებელი სათანადო ზომის.
- წყალი ძალიან ცხელია - ეს ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ თერმოსტატი ძალიან მაღალზეა დაყენებული. გირჩევთ, იხილოთ თერმოსტატის ტემპერატურის კორექტირებისთვის, წყლის გამაცხელებლის სახელმძღვანელო.
- ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი - წყლის გაჟონვა, შესაძლოა განპირობებული იყოს ტემპერატურისა და წნევის გამათავისუფლებელი სარქველის გაუმართაობით. ასეთ დროსაც, პროფესიონალის ჩართულობაა საჭირო.
- უცნაური ხმაური, რომელსაც შესაძლოა თქვენი წყლის გამაცხელებელი გამოსცემდეს, ნალექის დაგროვებით უნდა იყოს გამოწვეული. ასეთ შეთხვევაში, უნდა ჩამოხსნათ წყლის გამაცხელებელი და გაწმინდოთ ნალექი. თუმცა, თუ ნალექი დიდია, მას პროფესიონალის დახმარების გარეშე ვერ გაუმკლავდებით.
არ გამორიცხოთ, რომ ნალექის მიზეზით, შესაძლოა წყლის გამაცხელებლის გამოცვლა მოგიწიოთ.
ფრანგული ბრენდის Atlantic წყლის გამაცხელებლების მიმოხილვა, იხილეთ ბმულზე.
პოპულარული მოდელები