თმის უთო - განუყრელი ნივთი ქალის ცხოვრებაში
September 07, 2019ქალის სილამაზეში განსაკუთრებული ადგილი უკავია თმის მოვლას - წარმოიდგინეთ დისნეის პრინცესებიც კი როგორ იწონებენ ხოლმე თავს თავიანთი თმებით, და თუ მარველისეული გმირები სუპერ სიჩქარით და ინტელექტით, გაბრაზებისას გამწვანების უნარითა და დიდი ჩაქუჩებით წარმოგვიდგენია, დისნეის პასუხი ამ გამოწვევაზე სუპერ ძალიანი პრინცესას - სუპერ გრძელი თმების მქონე რაპუნცელის შექმნა იყო.
ვარცხნილობის სტილების ოდენობა იმდენივეა ალბათ რამდენიც წვეთია ზღვაში (შდრ ქვიშა უდაბნოში, ვარსკვლავი ცაში), მაგრამ სწორი თმა რატომღაც განსაკუთრებულ ლიდერულ პოზიციას იკავებს. შეიძლება იმიტომ რომ მარტივად მიღწევადია? ან რთული მოსავლელია? ან არ ვიცით, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
სწორი თმა (ხვეულთან ერთად) იმდენად მოთხოვნადი პროდუქტი იყო თმის სალონებში, რომ მეცნიერებმა (და რა თქმა უნდა კომერციულმა გიგანტებმა) მასში საკმაო თანხების ინვესტირება მოახდინეს, რათა მიგვეღო სახლში თმის გასწორების პროდუქტი - თმის უთო .
კი, დღესდღეობით საკმაო ხერხებია, რითიც შეგვიძლია თმა გავისწოროთ და მივიღოთ სასურველი ვარცხნილობა, თმის სიჯანსაღის გათვალისწინებით, და თმის დაწვის, გაწყვეტისა და დაზიანების თავიდან აშორების სურვილით თმის უთო ნამდვილად უალტერნატივოა.
სწორად ამიტომ, აუცილებელია თავიდანვე სწორად შეარჩიოთ თმის უთო თქვენი თმისთვის, რომელიც არ დაგიზიანებთ თმას და არ შეგიქმით ზედმეტ საზრუნავს, შემდგომ მისი გაცოცხლებაზე ფიქრით. მითუმეტეს თუ სალონში ზედმეტი ხარჯებისა და დროის დაკარგვის სურვილი არ გაქვთ.
რას გთავაზობთ ჩვენ?
ჩვენ გთავაზობთ ისეთი ბრენდების თმის უთოებს (იგივე თმის გასასწორებელი სავარცხელი, თმის უთო სავარცხელი) როგორიცაა: Philips, Sokany, Braun, Kemey - ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად და რაც მთავარია გარანტიით!
მაგალითისთვის, ქვემოთ წარმოდგენილია ორი ძალიან პოპულარული თმის უთო, რომელიც ჩვენს მომხმარებლებში ძალიან კარგი გამოხმაურებებით ხასიათდება.
- თმის უთო SOKANY HS-059 - რომლის ფასი 72 ლარია ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენს საიტზე. მისი სიმძლავრე არის 50W , გაცხელების მაქსიმალური ტემპერატურა 230 გრადუსია. კერამიკის ზედაპირი კი მის უსაფრთხოებასა და ხარისხს მიუთითებს.
- თმის უთო 3-1-ში W-Smart (8016) - მისი ფასი 105 ლარია, სიმძლავრე კი 60W. გაცხელების მაქსიმალური ტემპერატურა კი 300 გრადუსია. გარდა მაღალი ხარისხისა, ამ ნივთის შეძენისას თქვენ დამატებით იღებთ თმის ორ ცალ სამაგრს და პროტეინ კერატინს.
isurve.ge გისურვებთ სილამაზეს და ბედნიერ ცხოვრებას!
თუ მეტი დეტალები გაინტერესებთ თუ როგორ შევარჩიოთ თმის უთო , გთხოვთ იხილოთ ჩვენი შესაბამისი ბლოგპოსტი.
პოპულარული მოდელები