საუკეთესო წვენსაწურების ნაკრები

თუ სუპერმარკიტის დახლებზე არსებული  წვენები თქვენს დიდ მოწონებას არ/ვერ იმსახურებენ და გირჩევნიათ ნატურალი წვენი თავად დაამზადოთ სახლის პირობებში, მაშინ საუკეთესო წვენსაწური ნამდვილად გჭირდებათ.

დროა იფიქროთ ხრახნიანი წვენსაწურის ყიდვა , რომელსაც შეუძლია სასმელის მაქსიმალური რაოდენობა მოგაწოდოთ არა მხოლოდ ბოსტნეულიდან, ხილიდან ან კენკროვანიდან , არამედ მყარი პროდუქტებიდანაც. მაგალითად,  მწვანილისგან, ვაშლისგან, გოგრისგან და ა.შ.

უფრო მეტიც, ასეთ წვენებში ვიტამინების ზღვა რაოდენობის შენარჩუნება უფრო მარტივი შესაძლებელია, ვიდრე  დახლებზე განთავსებული წვენებისგან. მოკლედ, დღეს წვენსაწურებზე ვისაუბრებთ და რამოდენიმე საუკეთესო მოდელსაც წარმოგიდგენთ.

Philips HR1897  - შესანიშნავი ფილტრაციის სისტემით აღჭურვილი მოდელია, რომელიც გამორჩეული დიზაინით ხასიათდება. ცნობილი ბრენდის ლოგოც მეტ პრიორიტეტულობას ანიჭებს წვენსაწურს.

ძლიერი ლითონის დამცავი კორპუსი, დავარდნის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად იცავს მოწყობილობას გატეხვისგან.  ხოლო ჩაშენებული გამჭვირვალე  რეზერვუარი, რომელიც რბილობის მოსაგროვებლადაა განკუთვნილი, საკმაოდ სასიამოვნოდ გამოიყურება და ქმნის დამატებით კომფორტს ოპერაციის დროს. აღსანიშნავია ისიც, რომ philips (ფილიპსის) წვენსაწურის მუშაობის პროცესში მიღებული სასმელის სამკურნალო თვისებები არ იკარგება.

დადებითი მახასიათებლებია:

  • მდგრადი ფოლადის კორპუსი;
  • ავითარებს 200 ვტ ენერგიას;
  • გათვალისწინებულია წვენის მომარაგების სისტემა;
  • 2 ეტაპიანი სასმლის ფილტრაციის სისტემა;
  • შემთხვევითი ჩართვის ბლოკირება;
  • დატვირთვის უჯრა და 1 ლიტრიანი ჭიქა წვენისთვის;
  • ნაკლები ვიბრაციის შეგრძნება ჩართულ რეჟიმში;
  • მოწყობილობა ადვილად იშლება და გარეცხვაც შესაძლებელია 1-5 წუთში;
  • არ იკავებს სამზარეულო მაგიდაზე დიდ ადგილს.

ნაკლოვანებები :

  • კაბელის სიგრძე 1 მ;

სტანდარტული დიზაინიდან გამომდინარე, შეიძლება ჩათვალოთ, რომ Omega TWN32-ის მოდელი აბსოლუტურად  უნივერსალურ დიზაინს მიეკუთვნება, რომელიც არ მიიქცევს დიდ ყურადღებას სამზარეულოში.

მუშაობის დროს, მანქანა ხარისხობრივად ასუფთავებს პროდუქტებს. გარდა ამისა,  ყოველდღიური გამოყენებისას, შეუძლია გაუძლოს ხილისა თუ ბოსტნეულის ნებისმიერ მოცულობას.

მოწყობილობის ძირითადი უპირატესობებია :

  • გამძლე მეტალის სამუშაო ნაწილები;
  • საკმარისი სიმძლავრე - 150 ვატი;
  • დატვირთვის უჯრა და ჭიქა;
  • მოსახერხებელი საპირისპირო ფუნქცია;
  • თანამედროვე ტექნოლოგიებიდან გამომდინარე უსაფრთხოების მაღალი დონე;
  • დატვირთვის დროს, რეზინირებული ფეხები უზრუნველყოფენ წვენსაწურის სტაბილურობას;
  • კაბელის ოპტიმალური სიგრძე 1.4 მ.

ნაკლოვანებები :

  • მხოლოდ 1 სიჩქარე;
  • წონა 6 კგ;

ფილტრის ავტომატური წმენდის რეჟიმიდან გამომდინარე, მომხმარებლისგან საკმაოდ დადებით შეფასებას იღებს Kenwood -ის წვენსაწურები . მოწყობილობა ტექნიკურად კარგად არის აღჭურვილი და მუშაობს თანამედროვე სასარგებლო ტექნოლოგიების საფუძველზე.

წვენსაწური Bosch კი ამ კომპანიის იმდენად წარმატებული პროდუქტია, რომ ნამდვილად იმსახურებს ცალკე აღიარებას . ბოშის პროდუქტები, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მიმართულებით, წვენსაწურების კუთხითაც ერთპიროვნულად იკავებენ ლიდერულ პოზიციებს.

საუკეთესო წვენსაწურის შერჩევაში კი ჩვენი პოსტი დაგეხმარებათ .

პოპულარული მოდელები