საუკეთესო პროფესიონალური ყავის აპარატები
November 02, 2020თუკი პროფესიონალური ტიპის ყავის აპარატებს ეძებთ, მაშინ აუცილებლად გაეცანით აღნიშნულ აღწერას, სადაც სხვადასხვა მოდელს კონკრეტული მახასიათებლების მიხედვით განვიხილავთ.
Saeco Lirika One Touch Cappuccino
დავიწყოთ ყველაზე იაფიანი ყავის აპარატით , რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს საშუალო დატვირთვას. აპარატი უზრუნველყოფს სასმელის მაღალ ხარისხს, მოხერხებულობასა და სიჩქარეს ისე, რომ ბარისტასგან განსაკუთრებულ ყურადღებას არ მოითხოვს.
იტალიურ კომპანია Saeco International Group S.p.A.-ს თითქმის ნახევარი საუკუნის ისტორია აქვს, რომელიც 2009 წლიდან Philips-ის მფლობელობაში გადავიდა. აღნიშნული მოდელი კი რუმინეთში იწარმოება.
ეს ავტომატური ყავის აპარატი , რომელიც შექმნილია ყავის მარცვლებისთვის, ამზადებს ორ ჭიქა ყავას. მოწყობილობის ზომებია 22x38x45 სმ, წონა - 8 კგ-ია, სხეული კი ვერცხლისფერია. მუშაობს ელექტრონული ღილაკებით და აღჭურვილია კომპაქტური LCD დისპლეით.
სიმძლავრე - 1850 W-ია, წნევა - 15 ბარი. გამოიყენება ცალკე ავზები ყავისა და მდუღარე წყლისთვის. ყავის დაფქვის დონის არჩევა შესაძლებელია 5 პოზიციის შესაბამისად. ნედლეულის კონტეინერში ინახება 500 გრ ყავის მარცვალი, წყლის განყოფილების მოცულობა კი 2.5 ლიტრია.
ყავის აპარატს აქვს შემდეგი ძირითადი პროგრამები: კაპუჩინო, ესპრესო, ლატე მაკიატო, ამერიკანო.
აქვს დამატებითი სასარგებლო ფუნქციები: ყავის სიძლიერის კონტროლი, ცხელი წყლის ოდენობის რეგულირება და სხვა. დანადგარი საშუალებას გაძლევთ დაარეგულიროთ ყავის რაოდენობა და სასმელის მოცულობა თითო ჭიქაზე. ბარისტას მოხერხებულობისთვის, გამანაწილებელი დანადგარის რეგულირება შესაძლებელია სიმაღლის მიხედვით.
უპირატესობები:
- ევროპული წარმოების აპარატი;
- დიდი ავზები ყავის, წყლისა და რძისთვის;
- One Touch Cappuccino ფუნქცია;
- მარტივად წმენდადი;
- ფასის, ფუნქციებისა და ხარისხის კომბინაცია.
Nuova Simonelli Appia II 1Gr V
თქვენს ყურადღებას გავახვილებთ მომდევნო ყავის აპარატზე, რომელიც დამზადებულია ცნობილი იტალიური კომპანიის Nuova Simonelli -ს მიერ. კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის ყავის მოსამზადებელ მოწყობილობებს 1936 წლიდან და ახორციელებს ექსპორტს მთელ მსოფლიოში.
ეს არის პროფესიონალური ნახევრად ავტომატური ტიპის ესპრესოს აპარატი კომერციული გამოყენებისთვის. Nuova Simonelli-ს მოდელის ასორტიმენტში კიდევ უფრო ახალი სერიაა Appia Life.
მანქანის სიმძლავრეა 2000 ვტ. ყავის ჩამოსასხმელი მილების მასალა მეტალისაა და ეს მაღალი ხარისხის კიდევ ერთი მაჩვენებელია. ქვაბის გამათბობელი დამზადებულია სპილენძისგან, რომლის მოცულობა 5 ლიტრია. მთლიანი წნევა 15 ბარია.
მოდელი განკუთვნილია როგორც დაფქვილი ყავისთვის, ისე - ნედლეულისთვის. მანქანა არც ისე დიდია - 40x53x55 სმ, მაგრამ ნამდვილად მძიმეა (42 კგ), რაც ინსტალაციის ადგილის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. კორპუსი დამზადებულია გამძლე ABS პლასტმასისგან, ხოლო დიზაინი ძალიან მიმზიდველი და დახვეწილია. აქვს სტაბილური მორგებისთვის გათვალისწინებულია რეზინის ფეხები.
უპირატესობები:
- საუკუნოვანი ისტორიის მქონე ლეგენდარული ბრენდი, რომელიც მთელს მსოფლიოში აღიარებულია;
- ძვირადღირებული და მაღალი ხარისხის მასალები;
- დროში გამოცდილი;
- ლითონის ჩამოსასხმელი მილები და სპილენძის ავზი;
- წყალმომარაგების ქსელთან დაკავშირების შესაძლებლობა.
საუკეთესო ყავის მადუღარებზე ინფორმაციას გაეცანით ჩვენს ბლოგში.
პოპულარული მოდელები