საუკეთესო გრილები ფასისა და ხარისხის თანაფარდობის მიხედვით
February 13, 2021გრილის კლასიკური დიზაინი აერთიანებს კოლბას, ცეცხლგამძლე შუშის სახურავსა და ინტეგრირებულ ძრავას. მოწყობილობები იყოფა ორ დიდ ჯგუფად - საყოფაცხოვრებო და პროფესიონალურ მოდელებად. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდება: კამერის შიდა მოცულობით, სიმძლავრითა და ფუნქციონირებით.
როგორ შევარჩიოთ გრილი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ყურადღება მიაქციეთ სიმძლავრეს. საუკეთესო ვარიანტია 1.2 კვტ.
გამათბობლის ტიპი - გრილი მუშაობს ჰალოგენის ან ნახშირბადის გამაცხელებლით. რეგულარული გათბობის ელემენტები უფრო საიმედოდ ითვლება, მაგრამ კერძის მომზადების დროც მნიშვნელოვნად იზარდება. ნახშირბადის გამათბობელი უფრო პოპულარულია, რადგან ზოგავს ენერგიას, სწრაფად თბება და ამცირებს მომზადების დროს.
მართვის ტიპი - შეიძლება იყოს მექანიკური ან ელექტრონული. ეს უკანასკნელი უფრო თანამედროვეა, რომელსაც, როგორც წესი, ღილაკები ან სენსორული ეკრანი აქვს.
თასის მოცულობა - 2 კაციანი ოჯახისთვის საკმარისია 3-8 ლიტრი მოცულობა. უფრო დიდი ოჯახისთვის კი - 10 ლიტრიანი და მეტი.
დამატებითი პარამეტრები - კარგია, თუ არსებობს ტაიმერი, სითბოს შენარჩუნების შესაძლებლობა, ჰაერის ნაკადის კონტროლი, ავტომატური გათბობა, საკვების გამოშრობა და თვითწმენდა.
სრული კომპლექტაცია - მოდელი უნდა იყოს მაქსიმალურად სრული: ჰქონდეს ბადეები, შამფურები და საცხობი ფურცლები.
Kitfort KT-2209
მრავალფუნქციური Kitfort აერო გრილი , რომელსაც ფრის გასაკეთებელი ღრმა თასი და ღუმელიც აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ერთი მოწყობილობა რამდენიმე სამზარეულო ტექნიკის ფუნქციებსაც ითავსებას.
აღსანიშნავია, რომ ეს არის 2020 წლის ერთ-ერთი საუკეთესო გრილი, რომელმაც მომხმარებლებისგან ბევრი დადებითი შეფასება მიიღო.
მოწყობილობა აღჭურვილია ცხელი ჰაერის ცირკულაციის სისტემით. პროდუქტები ერთიანი პრინციპით მუშავდება - კერძი შიგნიდან რბილია, ხოლო გარედან ხრაშუნა.
მოდელი აღჭურვილია ელექტრონული მართვის დისპლეით და ასევე შესაძლებელია პარამეტრების რეგულირება - ტემპერატურის, ტაიმერისა და მეხსიერების ფუნქციების.
მახასიათებლები:
- სიმძლავრე - 2.05 კვტ;
- მოცულობა - 3.2 ლ;
- ტაიმერის დრო - 1 საათი;
- ზომები - 41x33x33 სმ;
- წონა - 6.8 კგ.
დადებითი:
- მოსახსნელი უჯრა და არაწებოვანი საფარის სათავსო;
- მარტივი გასაწმენდი;
- შემთხვევითი ჩართვისგან დაბლოკვა;
- დასაკეცი დიზაინი;
- ოპერაციული პარამეტრების მოსახერხებელი რეგულირება.
მინუსები:
- გათბობის ელემენტების ხანგრძლივი გათბობა.
CENTEK CT-1456
საიმედო და მრავალფუნქციური გრილი გემრიელი და ჯანსაღი კერძების მომზადებისთვის, რომელსაც ზეთის დამატება არ სჭირდება. აღჭურვილია მექანიკური მართვის სისტემით, ტემპერატურის კონტროლით, მაჩვენებლის განათებითა და დაგვიანებული დაწყებით.
პროდუქტების დამუშავება შესაძლებელია 3D ტურბო გათბობით, რომელიც მთლიანად ფარავს თითოეულ საკვებს.
მახასიათებლები:
- სიმძლავრე - 1.4 კვტ;
- მოცულობა - 12 ლიტრი;
- მართვის ტიპი - მექანიკური;
- ტაიმერის დრო - 1.5 საათი.
დადებითი:
- მოსახსნელი საფარი და კაბელი;
- ოპერაციული პარამეტრების რეგულირება;
- გათბობის თანამედროვე ტექნოლოგია;
- კომპაქტური ზომა;
- მისაღები ფასი და მრავალფეროვანი ფუნქციონალი
- სტაბილურობა, გამძლეობა.
Isurve.ge ონლაინ მაღაზიაში FRANKO; Arshia ;Bosch კენვუდის აეროგრილების სხვადასხვა მოდელები შეგხვდებათ, სადაც აუცილებლად შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ნივთი.
პოპულარული მოდელები