სამზარეულოს ტელევიზორები 22 ინჩი დიაგონალით
December 23, 2020პატარა ტელევიზორები სამზარეულოსთვის ძალიან მოსახერხებელია, რომელიც დროის ხალისიანად გაყვანაში დაგეხმარებათ. საჭმლის მომზადების პარალელურად, შეგიძლიათ უყუროთ თქვენთვის საურველ ფილმებსა და შოუებს, ხოლო სასურველი მოდელის შერჩევა შეგიძლიათ ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე, სადაც ამჟამად შესაძლებელია ტელევიზორების ფასდაკლებით ყიდვა, ხოლო შეძენილ ნივთს ჩვენი კურიერი უფასოდ მოგართმევთ საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ტერიტორიაზე.
STARWIND SW-LED22BA200
ეს მსუბუქი და კომპაქტური ტელევიზორი გთავაზობთ ნათელ და ფერად სურათებს, დამატებითი ფუნქციები კი მოწყობილობის მუშაობას უფრო კომფორტულს გახდის. კერძოდ, მწარმოებელმა უზრუნველყო ტელეტექსტი, ძილის ტაიმერი, ჩართვა-გამორთვის ტაიმერი და პროგრამების ინფორმაციის გიდი.
ასევე არსებობს TimeShift ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ დროს დააპაუზოთ მაუწყებლობა, შემდეგ კი გააგრძელოთ ყურება სასურველი ადგილიდან. თუ სახლში ბავშვები გყავთ, მშობლების კონტროლის ფუნქციის გამოყენებით, შესაძლებელია დაბლოკოთ გარკვეული არხები.
ტელევიზორს აქვს რამდენიმე ჩაშენებული ტიუნერი, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა ციფრული არხებიდან სატელევიზიო მაუწყებლობის მიღებას. ენერგიის მოხმარების მხრივ, მოწყობილობა მიეკუთვნება A კლასს, ასე რომ, თუ ტელევიზორი მუდმივად მუშაობს ელექტრო ენერგიის გადასახადზე ნუ იდარდებთ.
მაღალი ხარისხის ხმას ორი ჩამონტაჟებული სტერეო დინამიკი უზრუნველყოფს ასე რომ, მთლიანი ხმის ენერგია საკმარისი იქნება პატარა ოთახისთვის.
მახასიათებლები:
- ეკრანის დიაგონალი 22 დიუმი;
- სიჩქარე 60 ჰერცი;
- ხედვის კუთხე 178 გრადუსი.
დადებითი:
- შეგიძლიათ ვიდეოების ჩაწერა;
- გათვალისწინებულია ტაიმერი და ბავშვთა დაცვა;
- ტელევიზორის წონა მხოლოდ 2 კგ-ია;
- კარგი მენიუ გააზრებული პარამეტრებით.
მინუსები:
- შეუძლებელია ხმის მინიმუმამდე შემცირება;
- მჭიდრო ღილაკები პულტზე.
Blackton 2201B
ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი ტელევიზორი , რომელსაც მომხმარებლები ნაკლებად იცნობენ. ამის მიუხედავად, მოწყობილობას ყველა ის საჭირო ფუნქცია აქვს, რომელიც საჭიროა მაღალი ხარისხისთვის და კომფორტული მუშაობისთვის.
მოწყობილობა მხარს უჭერს FullHD რეზოლუციას, ხოლო მაღალი ხარისხის LED განათება სურათს უფრო ნათელსა და დეტალურს ხდის.
სიჩქარე ასევე ძალიან კარგია - 50 ჰერცი, ამიტომ ტელევიზორი შესაფერისია არა მხოლოდ ფილმების სანახავად, არამედ სპორტული შეჯიბრებებისთვისაც.
ხედვის კუთხეები არ არის ყველაზე ფართო, მაგრამ 170 გრადუსი საკმარისია, რათა სურათი არ დამახინჯდეს.
მოწყობილობას აქვს რამდენიმე ჩაშენებული ტიუნერი ყველა სახის ციფრული არხების მხარდასაჭერად. გარდა ამისა, კორპუსს აქვს ყურსასმენის ბუდე და USB დრაივი, ამიტომ მომხმარებელს შეუძლება არა მხოლოდ სატელევიზიო არხების, არამედ USB ფლეშ დრაივზე ჩაწერილი ფილმების ან სერიალის ყურება.
მახასიათებლები:
- ენერგიის მოხმარება 36 ვტ;
- წონა 2 კგ;
- ხმის სიმძლავრე 6 W.
დადებითი:
- მცირე წონა ხელს უწყობს ტელევიზორის კედელზე დამონტაჟებას;
- გამოსახულების შესანიშნავი ხარისხი FullHD რეზოლუციით;
- მქრქალი ეკრანი გამორიცხავს მკვეთრ სინათლეს;
- ხედვის ფართო კუთხე უზრუნველყოფს კომფორტულ ყურებას ნებისმიერი წერტილიდან;
- მისაღები ღირებულება.
Samsung და LG ტელევიზორების 65 ინჩიანი მოდელების მიმოხილვა, იხილეთ ბმულზე.
პოპულარული მოდელები