სალესი - საშიშროებები და გაფრთხილება
September 13, 2019ლესვა წარმოადგენს ტექნოლოგიურ ოპერაციას, რომლის დროსაც დეტალის ნაწილი ლიკვიდირებულია ზედაპირიდან.
ეს მეთოდი საბოლოო ნაბიჯია ამ ტიპის სამუშაოებისათვის და არის ყველაზე ეფექტური.
ლესვის დახმარებით მიიღება ზუსტი ზომა, სწორი გეომეტრია და ასევე - მაღალი ხარისხი.
ლესვის მრავალი ტიპი არსებობს. თუმცა განასხვავებენ რამდენიმე ხერხს სამუშაოს შესასრულებლად.
ეს ხერხები დამოკიდებულია იმ დასამუშავებელი საგნის ზედაპირის ფორმაზე, რომელიც უნდა გაილესოს.
იმის მიხედვით, თუ როგორი ვარიანტი აირჩევა საქმის შესრულებისთვის, ვიღებთ შესაბამისად სხვადასხვა შედეგსაც.
აქედან გამომდინარე დასამუშავებლად აუცილებელია სწორი მეთოდის არჩევა.
სალესი აპარატის ტიპებიც საკმაოდ ბევრია
. ეს არის უნივერსალური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა პროცესებისთვის, არა მხოლოდ ლესვისთვის. მისი მთავარი ამოცანაა ეფექტურად დაამუშაოს დეტალი მისი სრულყოფილების საბოლოო ნაბიჯებზე.
სალესი უზრუნველყოფს დეტალიდან ნებისმიერი არა საჭირო რამის, მაგალითად, საღებავის მოშლას . მოსამზადებელი მასალის ჭრას. მჭრელი ელემენტების სიბასრეს. იგი ქმნის გეომეტრიულად ზუსტ და სწორ ფორმას.
ლესვის საშუალებით ზედაპირი ხდება მეტად გლუვი და მთლიანად სუფთავდება. ასეთი აპარატები მუშაობენ არა მხოლოდ მეტალზე, არამედ ხეზე, შუშაზე და სხვა ბევრ მატერიაზე.
ლესვას მრავალი მეთოდი გააჩნია მექანიკური დამუშავებისთვის, ის თითქმის ყველა მატერიაზე გამოიყენება. მიზანი ძირითადად დამუშავებული ობიექტისთვის ფორმის მიცემა, ზომის კორექცია, ზედაპირის სიგლუვე, ხოლო მჭრელი პირებისთვის მათი სიბასრეა.
საშიშროებები და გაფრთხილება
ძირითადი ხიფათი სალესი სამუშაოებისას - მისი დაშლა ბრუნვის დროს. რაც ძირითადად იქიდანაა გამოწვეული, რომ სამუშაო სიჩქარე იმატებს. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არსებობს კანონით გათვლილი ბრუნვის სიჩქარეები.
მთავარი მეთოდი თავის დაცვისთვის - წრე უნდა იყოს რაც შეიძლება გამძლე და მკვრივი. სალესის წრე და მისი მონაცემები დამოკიდებულია იმაზე, თუ რის დასამუშავებლადაა გათვლილი თავად აპარატი.
რამდენიმე სალესი წრის გამოკლებით, ყველა წრე გადის ცდებს ქარხნებში. შემქმნელ-გამომშვებელი ვალდებულია იზრუნოს სალესი აპარატის კარგად ბალანსირებაზე.
ცდების დროს სალესი დანადგარი მუშაობს კონკრეტული დროის განმავლობაში სხვადასხვა სიჩქარეებზე, აქედან კი დგინდება მისი მაქსიმალური შესაძლებლობები, რასაც მომხმარებელი არ უნდა გადაცდეს.
მისი ცდის მეთოდები განსხვავებულია, მაგრამ ძირითადი ნაწილის მიხედვით აპარატი უნდა შემოწმდეს სიჩქარეზე, რომელიც სამუშაო პროცესის დროს აღებულ სისწრაფეზე 50%-ით მეტია.
სალესი აპარატის წრის დაშლამ შეიძლება მიაყენოს სერიოზული ზიანი მის ახლო მდგომ ადამიანს, რაც შეიძლება სასიკვდილოც კი აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე მისი გამოყენებისას აუცილებელია კონკრეტული წესების დაცვა, და რაც მთავარია ძალიან ფრთხილად ყოფნა.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
პოპულარული მოდელები