როგორი უნდა იყოს ხარისხიანი ხორცსაკეპი მანქანა

ხორცსაკეპი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამზარეულო ტექნიკაა. თანამედროვე მოდელები საშუალებას გაძლევთ სწრაფად დაამუშაოთ ხორცი, გააკეთოთ ნახევარფაბრიკატები, დაჭრათ ბოსტნეული და  მოამზადოთ ახალგამოწურული წვენიც კი.

იმისათვის, რომ ხორცსაკეპმა   მფლობელის ყველა საჭიროება დააკმაყოფილოს და შეძენის შემდეგ იმედგაცრუებული არ დარჩეთ, აუცილებელია მისი შერჩევა ძალიან ფრთხილად და ყურადღებით. მოდით, უფრო ახლოს გავიგოთ თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ხორცსაკეპის ყიდვისას.

ხელის ან ელექტრო ხორცსაკეპი მანქანები

მყიდველების უმეტესობას სჯერა, რომ ხელის ხორცის გასატარებელი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მექანიკურ მოდელებს მაინც საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ხელის მანქანა გაცილებით იაფია და მუშაობს სრულიად ჩუმად.

ელექტრო ხორცსაკეპის ფასი  გაცილებით მეტია, თუმცა დიდი რაოდენობის ხორცის გადამუშავებას ბევრად უფრო სწრაფად ახერხებენ. რამდენიმე კილოგრამი გატარებული ხორცის დასახვევად, მეპატრონემ უბრალოდ უნდა დააჭიროს ერთ ღილაკს და მექანიკური ძალისხმევა საჭირო არ არის.

ძირითადი ტექნიკური პარამეტრები

ტექნიკური მახასიათებლები გავლენას ახდენენ ხორცის გადამუშავების სიჩქარეზე, ასევე მოწყობილობის საიმედოობასა და გამძლეობაზე.

ძალა

ეს არის აპარატის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რომელიც პასუხისმგებელია მყარი ხორცის დამუშავებასა და გაზრდილი დატვირთვების გამკლავებაზე.

პროდუქტის პასპორტში მითითებულია 2 ტიპის ძალა:

სამუშაო - ეს არის ძალა, რომლის საშუალებითაც მოწყობილობა საკვებს ნორმალურ რეჟიმში ამუშავებს. როგორც წესი, ასეთი დანადგარი პატარაა, რომლის სიმძლავრე 150-500 ვატია;
მაქსიმალური (პიკი) - ეს არის სიმძლავრე, რომელიც ბევრად უფრო მაღალია და მერყეობს 1-დან 3 კვტ-მდე.

როგორც წესი, მწარმოებელი მახასიათებლებში მიუთითებს  მაქსიმალურ სიმძლავრეს - რაც  უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო მყარია მოწყობილობა. მართლაც, რაც უფრო მაღალია სიმძლავრე, მით უფრო ადვილია დიდი რაოდენობით მყარი ხორცის გადამუშავება: ხრტილების,  გაყინული ხორცისა და ა.შ. უპრობლემოდ მუშაობისთვის საკმარისია 1500 ვტ ან მეტი სიმძლავრე.

ლილვისა და ძრავის კავშირი

ლილვის  დასაკავშირებლად გამოიყენება ორი ტიპი.

მეტალის ლილვი - არ საჭიროებს სახარჯო მასალებს და შეუძლია გაუძლოს  მძიმე დატვირთვასაც კი. მაგალითად ისეთს, რომლებიც წარმოიქმნება, მყარი ძვლის დამუშავების დროს. ასეთი დანართის მინუსი ისაა, რომ მისი შეკეთება შეუძლებელია დაზიანების ან დეფორმაციის შემთხვევაში.

პლასტმასის უსაფრთხოების მექანიზმის გამოყენებით - ძლიერი დატვირთვის შედეგად, ის ტყდება. დანართების დაკარგვის ან ამოწურვის შემთხვევაში კი, საჭიროა სერვის ცენტრთან დაკავშირება, რათა მოხდეს ახალი დანართებით მომარაგება.

კორპუსის და უჯრის მასალა

ხორცსაკეპი მანქანა და ხორცის უჯრა შეიძლება იყოს პლასტმასის ან მეტალისგან დამზადებული. პლასტმასის უფრო იაფი და მსუბუქია, რომელიც მარტივად იწმინდება.

ლითონის კორპუსი მექანიკური დაზიანების მიმართ  უფრო მდგრადია, მაგრამ პლასტმასთან შედარებით, მისი ღირებულება უფრო მაღალია. ამის გარდა, მეტად მძიმეა, მაგრამ საიმედო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უპრობლემოდ მოგემსახურებათ.

პოპულარული მოდელები