როგორ შევარჩიოთ ჭურჭელი სამზარეულოსათვის

 თუ  isurve.ge  საიტზე წარმოდგენილ ქვაბებსა და ტაფებს  თვალს გადაავლებთ, ნახავთ, რომ ძალიან ფართო ასორტიმენტი გვაქვს შემოთავაზებული.

აქ იპოვით თითქმის ნებისმიერი სახის სამზარეულოს ჭურჭელს: ემალის, გრანიტის, კერამიკისა და უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრებს, რომელთა შეძენა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად ან განვადებითაც შეგიძლიათ.

თითოეული ქვაბებისა და ტაფების  მასალა ერთმანეთისგან განსხვავებულია, რომლებიც შესაძლოა მახასიათებლების მიხედვით განსხვავდებოდეს კიდეც ერთმანეთისგან. სწორედ ამ დადებითსა და უარყოფით მხარეებს მიმოვიხილავთ დღევანდელ ბლოგში.

თუმცა, სანამ უშუალოდ მათ განხილვაზე გადავიდოდეთ, იქამდე განვსაზღვროთ რომელი ტიპის ჭურჭელი შეესაბამება  ღუმელებს.

ინდუქციური ქურები

ინდუქციური ქურისთვის სასურველია ისეთი ჭურჭლის შერჩევა, რომელიც დამზადებულია აბსოლუტურად ბრტყელი ფენისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვაბი და ტაფა უბრალოდ მალე ვერ გათბება.

ინდუქციურისთვის  ყველაზე იდეალური და გავრცელებულია თუჯის ან  უჟანგავი ფოლადის  ტაფები და ქვაბები .  მაგრამ ასევე ხელმისაწვდომია სხვა მასალებისგან დამზადებული სამზარეულო ჭურჭელი (სპილენძი, ალუმინი, კერამიკა). აქვე გაითვალისწინეთ ისიც, რომ შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს  მასალა, სისქე და დიამეტრი.

ახლა კი გადავიდეთ სხვადასხვა მასალების  უფრო კონკრეტულ განხილვაზე და მიმოვიხილოთ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები:

ჟანგავი ფოლადი ქვაბები და ტაფები

დადებითი:

  • ზემოქმედების წინააღმდეგობა;
  • მდგრადია ნაკაწრებისადმი  და ლითონის ღრუბლებისადმი ამტანობით;
  • შესაძლებელია ერთიანი გათბობა;
  • შესაძლებელია მარტივი მოვლა და გაწმენდა;
  • გამოყენების მრავალფეროვნება - გამოიყენება ყველა ტიპის ღუმელთან.

უარყოფითი მახასიათებლები თითქოს არ არსებობს, მაგრამ ის ფაქტი,  რომ ფოლადის ჭურჭელი დროთა განმავლობაში გარკვეული ლაქებით იფარება, მაინც  საკმაოდ დიდი  ნიუანსია, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია  მხოლოდ ფრთხილი მოპყრობით.

თანამედროვე სამზარეულოებში, ყველაზე პოპულარული მასალა  სწორედ უჟანგავი ფოლადის ტაფები და ქვაბებია, რომლებსაც რესტორნის შეფ-მზარეულებიც  კი დიდ რეკომენდაციას უწევენ.

თუჯის ტაფები და ქვაბები

დადებითი მახასიათებლებია: გამძლეობა; უსაფრთხოება; არაწებოვანი თვისებები (ზეთის შთანთქმის უნარის გამო); დიდი ხნის განმავლობაში სითბოს შენარჩუნების უნარი.

უარყოფითი მახასიათებლები: ძალიან მძიმე წონა; არ არის რეკომენდირებული ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოთავსება; თბება საკმაოდ დიდი ხანი; არ არის შესაფერისი საკვების  დიდი ხნით შესანახად; მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მალევე დაიჟანგოს.

თუჯის ტაფისა და ქვაბის ყიდვისას  მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მასალა უხეში, სრულად შავი და მძიმეა.

ტიტანის ა და   გრანიტის  სამზარეულო ჭურჭელი

ტიტანისა და გრანიტის ჭურჭელის დადებითი მახასიათებლებია; სწრაფი, ერთგვაროვანი გათბობა; საკვების მომზადება შესაძლებელია ზეთის გარეშეც; უსაფრთხოება

უარყოფითი მახასიათებლები: მაღალი ფასი; არ არის შესაფერისი ინდუქციური ქურისთვის.

მინანქრის ჭურჭელი

დადებითი მახასიათებლები: ნახატების დიდი არჩევანი (რეტრო მოყვარულთათვის); მზადდება უგემრიელესი წვნიანები; საკვების შენახვა სრულიად უსაფრთხოა

უარყოფითი მახასიათებლები: გამოყენება მხოლოდ კონკრეტული დანიშნულებისთვის; მასალის სისუსტე (შიდა ფენის ოდნავი დაზიანების შემდეგ, კერძების მომზადება შეუძლებელი ხდება); საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას (არ არის რეკომენდირებული ძმართან, ლიმონთან და სხვა მჟავებთან კონტაქტი).

გამოიყენება: კომბოსტოს, ხორცისა და სოკოს წვნიანებისთვის,  რომლებიც ყველაზე გემრიელი სწორედ მინანქრის ჭურჭელში გამოდის. გაითვალისწინეთ, რომ  გამოდგება მხოლოდ გაზზე და ჩვეულებრივ ელექტრო ღუმელზე სამუშაოდ.

ტეფლონის  ტაფები და ქვაბები

დადებითი მახასიათებლები:
თბება საკმაოდ სწრაფად; ზეთის გარეშეც კი, პრაქტიკულად, არ წვავს არანაირ საკვებს.

უარყოფითი მახასიათებლები: მყიფე მასალაა (არ არის რეკომენდირებული მოულოდნელი ტემპერატურის ცვლილებება);სიცოცხლისთვის საშიშია, თუ ზედაპირი დაზიანებულია; ჭურჭლის გამოყენების ხანგრძლივობა საშუალოდ 1 წელია.

დამატებითი მახასიათებლები: ფენების რაოდენობა, როგორც წესი, მითითებულია შეფუთვაზე: რაც მეტია, მით უკეთესი. შეამოწმეთ საფარის სიგლუვე, რომელიც უნდა იყოს ერთგვაროვანი და ზომიერად უხეში.

კერამიკული ჭურჭელი

დადებითი მახასიათებლები:

  • უვნებელია როგორც კერძის მოსამზადებლად,  ასევე შესანახად;
  • უძლებს  450° C- მდე გათბობას;
  • საკვების მომზადება შესაძლებელია ზეთის გარეშეც;
  • აქვს დაბალი წონა;
  • თბება სწრაფად და ერთგვაროვნად

უარყოფითი მახასიათებლები:

  • მომსახურების ვადა მაქსიმუმ  1-2 წელია.

ალუმინის ქვაბები და ტაფები

დადებითი მახასიათებლები:

  • დაბალი წონა;
  • იაფია;
  • თბება ძალიან სწრაფად

უარყოფითი მახასიათებლები:

  • შეუძლია შეცვალოს საკვების გემო;
  • არ არის შესაფერისი საკვების დიდი ხნით შესანახად;
  • გამოყენების ვიწრო სფერო;
  • დეფორმაციისადმი მგრძნობელობა;
  • არ არის შესაფერისი ინდუქციური ქურებისთვის.

თუ გადაწყვიტეთ ალუმინის ქვაბების და ტაფები ს ყიდვა,  იპოვეთ ისეთი ჭურჭელი რომლის საფარის სისქე 3 მმ იქნება, ხოლო  კედლის სისქე - 15 მმ. დღეს უფრო და უფრო რთულია მთლიანად ალუმინის ჭურჭლის პოვნა, რადგან შიდა და გარე საიზოლაციო მასალა შეიძლება სხვა მასალებისგან იყოს დამზადებული. ამიტომ, აუცილებლად იყავით ყურადღებით და თუ შესაძლებელია, მოითხოვეთ  შესაბამისი ხარისხის სერთიფიკატი.

პოპულარული მოდელები