როგორ გავწმინდოთ მიკროტალღური სახლის პირობებში

ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მიკროტალღურმა ღუმელებმა  მყარად  და ღირსეულად დაიკავეს თავიანთი ადგილი, რომელთა მრავალფეროვანი ფუნქციები და მახასიათებლები იძლევა იმის საშუალებას, რომ სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოვიყენოთ ისინი. პირობითად, გავათბოთ კერძები,  გავალღოთ გაყინული პროდუქტები ან ვისარგებლოთ მიკროტალღურის ავტომატური რეცეპტებით.

მიკროტალღურის კიდევ ერთი დადებითი მახასიათებელია კომპაქტურობა და სუნის, კვამლისა და საკვების წვის გამორიცხვა. ამ სიკეთეების ფონზე, სამწუხაროდ, მიკროტალღური ღუმელი შიგნიდან ყოველთვის ბინძურდება, მითუმეტეს, თუ მომხმარებელს მუდმივად არ აქვს იმის დრო, რომ დაუყოვნებლივ ამოიღოს პროდუქტის ნარჩენები და გაწმინდოს ტექნიკა. ამიტომ, დიასახლისები ხშირად კითხულობენ როგორ გავწმინდოთ მიკროტალღური სახლის პირობებში ?

მიკროტალღური ღუმელების მოვლის წესები :

  • გაწმენდის დაწყების წინ მოწყობილობა მთლიანად უნდა გათიშოთ ელექტროენერგიიდან. არავითარ შემთხვევაში არ შემოიფარგლოთ მხოლოდ პროგრამული გამორთვით;
  • არ გამოიყენოთ ლითონის ჯაგრისები ან აბრაზული პროდუქტები;
  • მოერიდეთ მიკროტალღურ ღუმელში ბევრი წყლის დაღვრას, რათა შიდა ნაწილები არ დაზიანდეს;
  • როგორც შიგნიდან, ასევე გარედან არ გამოიყენოთ ძლიერი ზემოქმედების მქონე საყოფაცხოვრებო ქიმიკატები ღუმელის ცხიმისა და ნახშირბადის ნარჩენების მოსაცილებლად;
  • თუ ჭუჭყი შიგნით მოყვა, ნუ შეეცდებით მიკროტალღური ღუმელის დაშლას, რათა შიგნიდანაც გაწმინდოთ იგი.

დასუფთავება სპეციალური პროდუქტებით

მეტი მოხერხებულობისთვის საყოფაცხოვრებო ქიმიკატების ბაზარი გთავაზობთ სპეციალურ პროდუქტებს, რომელთა საშუალებითაც შეგიძლიათ მიკროტალღური ღუმელის გაწმენდა . ეს ქიმიკატები ყველაზე ხშირად სპრეის სახით იყიდება. თითოეულ შეფუთვას მოყვება გამოყენების ინსტრუქცია, რომლის წყალობითაც, რამდენიმე მსუბუქი მოძრაობით შესძლებთ  მიკროტალღური ღუმელის გაწმენდას.

მოწყობილობის შიგნიდან გასაწმენდად აუცილებელია ფსკერსა და კედლებზე სითხის შესხურება, რის შემდეგადაც იგი ჯერ ნესტიანი ტილოთი უნდა გაწმინდოთ, ხოლო  შემდეგ - მშრალი ქსოვილით.

ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ, რომ სიფრთხილით გამოიყენოთ ნებისმიერი ქიმიკატი. ასევე გაითვალისწინეთ ისიც, რომ საწმენდი სითხე არ უნდა მოხვდეს მაგნეტრონს და მასზე დაფარულ გრილებს.

გარდა იმისა, რომ ბაზარზე წარმოდგენილია ძალიან ბევრი საყოფაცხოვრებო ქიმიკატები, დიასახლისებმა ასევე იციან მიკროტალღური ღუმელის ცხიმისგან გაწმენდის არანაკლებ ეფექტური გზები.

ხალხური წმენდის მეთოდები გამოცდილი დიასახლისებისგან

მინიმუმ ხუთი მეთოდი მაინც შეგიძლიათ გამოიყენოთ ღუმელის ეფექტურად გასაწმენდად:

  • ახალი ციტრუსი;
  • ლიმონის მჟავა;
  • ძმარმჟავა;
  • სოდა;
  • სარეცხი საპონი.

ბოლოსკენ, გვინდა წარმოგიდგინოთ LG მიკროტალღური ღუმელი ს ერთ-ერთი მოდელი რომლის როგორც შიდა, ასევე გარე ზედაპირი ძალიან მარტივი დასასუფთავებელია.

LG MW-23R35GIB

შავი ფერის მიკროტალღური ღუმელი LG-ის შიდა პალატის მოცულობა 23 ლიტრია, რომლის სიმძლავრე - 1000 ვტ-ი, ხოლო წონა - 9.4 კგ-ია.

გეტყვით ასევე იმასაც, რომ აღნიშნული და სხვა ბრენდის მიკროტალღურების განვადებით ყიდვა შეგიძლიათ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზეც, აქ ნახავთ როგორც ჩასაშენებელ მიკროტალღურ ღუმელს, ასევე ცალკე მდგომ მოდელებს . ამჟამად ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში უამრავი სხვადასხვა  ფასდაკლება და აქციები დაგხვდებათ.

აღნიშნული მოდელის LG  ღუმელს აქვს ავტომატური პროგრამების ფართო სპექტრი: გალღობის 4 ციკლი - ხორცი, ფრინველი, თევზი, პური. პლიუს, კიდევ რვა ფუნქცია გაყინული საკვების მოსამზადებლად. ასევე აღჭურვილია ავტომატური რეჟიმები  პროდუქტების შეწვისა და ცხობისთვის და დამატებით აქვს კერძების ავტომატური მენიუ.

უპირატესობები:

  • მაღალხარისხიანი ტექნიკა;
  • 22 ავტომატური მომზადების რეჟიმი და 4 ავტომატური გალღობის რეჟიმი;
  • სწრაფად და თანაბრად გათბობა ან გალღობა.

ნაკლოვანებები:

  • გრძელი უსიამოვნო ხმა კერძის მომზადების ბოლოს;
  • საათი ეკრანზე ბუნდოვანად ჩანს.

პოპულარული მოდელები