რჩევები თმის სახვევების შესახებ
March 03, 2020ქალბატონებს ყოველთვის მოგვწონს, როდესაც კარგად გამოვიყურებით და ხშირად ამ სამზადისში, უამრავ დროსაც კი ვხარჯავ. დღეს თავის მოვლის უამრავი საშუალება არსებობს და ერთ-ერთ მათგანზე - თმის სახვევებზე მინდა გესაუბროთ, რომელიც ნებისმიერი ტიპის თმას შესანიშნავად ერგება.
პრობლემის გადაჭრის დროს, პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ თმის სახვევების ყიდვისას - მოწყობილობის საფარის ტიპია. ანუ, როგორი ზედაპირის მასალა შეიძლება გამოიყენოთ თქვენი თმისათვის:
- მეტალი - ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტია, რომელიც ცუდად მოქმედებს თმის სტრუქტურასა და მდგომარეობაზე. გამოირჩევა არათანაბარი გათბობითა და დაბინძურების მაღალი ხარისხით.
- ტეფლონი - იცავს თმას მოწყობილობის ლითონის ბაზასთან კონტაქტისგან. ოპერაციის გარკვეული პერიოდის შემდეგ, საფარის დამცავი თვისებები თანდათან გამოდის მწყობრიდან.
- კერამიკა - შესანიშნავი ვარიანტია ყოველდღიური გამოყენებისთვის. უნარჩუნებს თმას სიჯანსაღესა და სილამაზეს. ამასთან, არ იწვევს ტენიანობის დაქვეითებას.
- ტურმალინი - იონიზირებულ ნაწილაკებზე დაყრდნობით, იცავს და უვლის თმას მაქსიმალურად. ამ ტიპის თმის სახვევები, სხვა მოდელებთან შედარებით ერთ-ერთი ძვირია.
ასევე გთავაზობთ კიდევ ერთ ინფორმაციულ ბლოგს თმის სახვევი უთოების შესახებ
საქშენები
თმის დახვევის დროს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქშენებს. ამდენად, გთავაზობთ რამოდენიმე მათგანის აღწერას.
- სწორი - თმის სახვევის ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომელიც გამოსაყენებლად ბევრად მარტივია. გარდა ამისა, საშუალებას გაძლევთ, შექმნათ სხვადასხვა ტიპის ვარცხნილობა;
- კონუსური - დახვევის პროცესში, გიწევთ თმაზე თითების მიხმარება. აღნიშნული საქშენით შესაძლებელია არა მხოლოდ ხვეული თმის მიღება, არამედ თმის მოცულობის გაზრდაც.
- ორმაგი - შესაძლებელია ზიგზაგის ფორმის ხუჭუჭების მიღება, რომლის გამოყენება სახლის პირობებში საკმაოდ რთული პროცესია.
- სპირალი - საშუალებას გაძლევთ შექმნათ სპირალის ფორმის ხუჭუჭები, მაგრამ გრძელ თმაზე რთული გამოსაყენებელია;
- გოფრირებული თმის ავტომატური დასახვევი - ხელს უწყობს სხვადასხვა სიგანეების ტალღების შექმნას;
- მბრუნავი - შესაძლებელია სასურველი ტიპის ხუჭუჭა შექმნა.
ტექნიკური მახასიათებლები
აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე საინტერესოა გავეცანოთ მოწყობილობის ტექნიკურ მახასიათებლებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ისეთ ინდიკატორებს, როგორიცაა:
- ტემპერატურის კონტროლი - ინდივიდუალურად აირჩიოს ოპტიმალური რეჟიმი;
- ღეროს, სახელურისა და სადენის საკმარისი სიგრძე - ეხმარება მოწყობილობას, რათა გაუმკლავდეს სხვადასხვა სიგრძის თმას;
- მოწყობილობის სიმძლავრე - განსაზღვრავს მოწყობილობის გათბობის სიჩქარეს ქსელში ჩართვისას;
და ბოლოს, თუ გსურთ შენაძენი გაკეთოთ დღესვე, ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ როგორც ბარათით გადახდის შესაძლებლობას, ისე - განვადების უმარტივეს პირობებს, რომელიც მორგებული იქნება აბსოლუტურად თქვენზე.
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოგცეთ რაც შეიძლება საუკეთესო რჩევები ნებისმიერი პროდუქციის გარშემო, რათა გაგიმარტივოთ არჩევანის შესაძლებლობა.
გახსოვდეთ, რომ ნივთის შეძენის შემთხვევაში, სრულიად უფასოდ, სახლში მიტანის სერვისით ისარგებლებთ. ამდენად, სურვილს წინ ნუ აღუდგებით და აუცილებლად გადაავლეთ თვალი ჩვენი ონლაინ მაღაზიის მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა მასალის, ბრენდის, ფასის თმის სახვევებს.
წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!
პოპულარული მოდელები