რა უნდა ვიცოდეთ ეპილატორის შესახებ?
December 12, 2019ადამიანს რაც უფრო მეტი თმა აქვს ტანზე, მით უფრო ბედნიერიაო - ასეთი მოსაზრება ჰქონდა ბატონ ლუარსაბ თათქარიძეს, დარეჯანის ძვირფას მეუღლესა და ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად პერსონაჟს. მკითხველები ვიმედოვნებთ რომ დარეჯანი ლუარსაბის გაგებით წარმატებულ და ბედნიერ ადამიანად არ მოიაზრებოდა.
აღნიშნული ხედვა არ ვიცი პროზას უნდა მივაწეროთ თუ უბრალოდ წინა თაობების გემოვნების განსხვავებულობას, მაგრამ ჩემდა სასიხარულოდ მინდა ვთქვა რომ ეს მსოფლმხედველობა დღევანდელ მსოფლიოში აღარ არის აქტუალური (თუმცა გარკვეული მიმდევრები მაინც ჰყავს).
თუმცა, არასასურველი თმა, მიუხედავად მისი ნაკლები მიმზიდველობისა, ჩვენს სურვილებს არ ემორჩილება და მაინც შეუპოვრად ცდილობს კუთვნილი ადგილის დაკავებას.
აი სწორად აქ, ამ დაპირისპირებაში ჩვენს მხარეს დაუძლეველ იარაღად გვევლინება ეპილატორი - დიოდური თუ ლაზერული , ფილიპსის თუ ბრაუნის, სახის თუ ტანის ეპილატორები.
ზემოხსენებული ტოპ ბრენდები, Phillips , ბრაუნი, ამ მოწყობილობების ეფექტურობისა და სისწრაფის ხარისხის გარანტად გამოდიან.
ამ უკიდურესად საჭირო ნივთის შეძენამდე მაინც სასურველია მოვიძიოთ მრავალმხრივი ინფორმაცია მოხმარების უსაფრთხოებაზე, ტექნიკურ მახასიათებლებზე, შედეგებზე, ხარისხსა და ეპილატორების განვადებით ყიდვაზე.
აღსანიშნავია რომ ეპილატორის გამოყენება საკმაოდ მტკივნეულია (ვარდი უეკლოს ვის მოუკრეფია - შ.რ.) რადგან ცვილის მსგავსად თმის ფესვიდან ამოღება ხდება. თუმცა ჩვენივე საიტზე მოხმარების წესების ნახვის შემდეგ შესაძლებელია თქვენი ეპილატორით სარგებლობა უფრო ნაკლებ უსიამოვნო გახდეს.
გაითვალისწინეთ რომ არსბობს ეპილატორი ტიპი, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, მათ შორის ხელებზე , ფეხებზე ასევე სახეზეც კი. თუმცა ყველა ეპილატორი ამ კლასს არ განეკუთვნება, და კიდევ არსებობს ეპილატორების ჯგუფი რომლებიც შექმნილია მხოლოდ რბილი ან წვრილი სახის თმისთვის.
უხეში თმის მოსაშორებელ ეპილატორებს უფრო მძლავრი ძრავები აქვთ და მათი მოხმარება სათუთ ადგილებში შეიძლება უსიამოვნო იყოს.
აქვე რამდენიმე რჩევა ეპილატორის გამოყენების ინსტრუქციასთან მიმართებაში:
- ეპილატორი გამოიყენეთ ღამით. ეპილაციის შემდეგ არის ალბათობა რომ გაჩნდეს გარკვეული ტიპის სიწითლეები, რომელიც რამდენიმე საათში გადავა.
- ხშირად ეპილატორებს აქვთ განსხვავებული სიჩქარეები. გამოყენება დაიწყეთ დაბალი სიჩქარით, მანამ სანამ მიაგნებთ თქვენთვის ოპტიმალურ მაჩვენებელს.
- დაიტენიანეთ კანი ეპილატორის გამოყენების შემდეგ გაღიზიანების შემცირების მიზნით.
- არ დაგავიწყდეთ ეპილატორის გაწმენდა გამოყენების შემდეგ, კანის ინფექციის შესამცირებლად.
ეპილატორების ერთ-ერთი გავრცელებული ტიპია ფოტო ეპილატორები, რომლის ერთ-ერთი კარგი მაგალითის განხილვა შეგიძლიათ ნახოთ აქ ფოტო ეპილატორი Phillips Bri950 00
პოპულარული მოდელები