პლანშეტები მოზრდილებისთვის და პატარებისთვის
January 06, 2021ადრეული ასაკიდანვე ბავშვის განვითარებისთვის ეფექტურია მათი საჭიროებების გათვალისწინებით შექმნილი პლანშეტების გამოყენება. სწორედ ამიტომ, დღეს ვისაუბრებთ ისეთ პლანშეტებზე, რომლებიც განკუთვნილია არა მხოლოდ სათამაშოდ, არამედ საგანმანათლებლო და გრაფიკული მიზნით, რომლებზეც შესაძლებელია ხატვა და გარკვეული უნარ-ჩვევების განვითარება.
ჩვენს რეიტინგში წარმოდგენილი საბავშვო ტაბები ლიდერი რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით გახდა: ფუნქციონალური, მარტივი გამოყენება, უსაფრთხოება, დაბალი ღირებულება.
XP-PEN Star 06C
შექმნილია სამოყვარულო და პროფესიონალური ხატვისთვის, რომელიც მოითხოვს კომპიუტერთან USB კაბელის საშუალებით დაკავშირებას. ეკრანი მგრძნობიარეა, რათა ბავშვებს შეეძლოთ სხვადასხვა სისქის გლუვი, ბუნებრივი ხაზების დახატვა. ტაბლეტი მოსახერხებელია როგორც მემარჯვენეებისთვის, ასევე - მემარცხენეებისთვის.
ხატვისთვის განკუთვნილი ყველა საკონტროლო ღილაკი ხელმისაწვდომია წინა პანელზე. ჩვენ ვსაუბრობთ 6 ღილკაზე, რომელიც განკუთვნილია სწრაფი ნავიგაციისთვის და ბეჭდვისთვის. ხანგრძლივი შემოქმედებითი პროცესის დროს, საკმარისი ადგილის გამო ხელი არ იღლება. სამუშაო ფართობია 254x152 სმ.
უპირატესობები:
- არ ზღუდავს მოძრაობას;
- მოსახერხებელი ღილაკები;
- მხარს უჭერს პოპულარულ გრაფიკულ რედაქტორებს;
- მაღალი სიზუსტე;
- ოპტიმალური გარჩევადობაა 5080 LPI.
უარყოფითი მხარეები:
- არ აქვს მოსახერხებელი პროგრამა.
Xiaomi Mijia Wicue 10 inch
გრაფიკული პლანშეტი ბავშვებისთვის , რომელიც შექმნილია მათი საჭიროებების გათვალისწინებით. გამოყენებულია პოლიმერულ-ჰიბრიდული მასალები, რომლებიც უძლებს სხვადასხვა ხარისხის დაწოლას.
პლანშეტის ზედაპირის ზომის გამო (15.4x21.2 სმ), შესაძლებელია დიდი ნიმუშების შექმნა ხელის დაძაბვის გარეშე. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი, ბავშვის თვალები არ იღლება და მინიმალური ელექტრომაგნიტური გამოსხივების გამო, მხედველობაც არ უარესდება. 6.5 მმ სისქე უზრუნველყოფს კომფორტულსა და თავდაჯერებულ გამოყენებას.
უპირატესობები:
- მოყვება მოსახერხებელი კალამი;
- მაღალი ხარისხის პლასტმასი;
- გვერდზე აქვს კალმის დამჭერი;
- წარმოდგენილია 3 ფერში - თეთრი, ვარდისფერი, მწვანე.
უარყოფითი მხარეები:
- ფუნქციების შეზღუდული რაოდენობა.
Digma Optima Kids 7
საბავშვო ტაბლეტი შექმნილია სპეციალურად თამაშებისთვის და მულტფილმების ყურებისათვის. აქვს 7 დიუმიანი, ფართო პრიალა ეკრანი, რომლის გაფართოებაა 1024 × 600. მარტივი მუშაობისთვის აღჭურვილია მგრძნობიარე სენსორით.
Digma Optima Kids 7-ს აქვს კარგი დინამიკები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ხმის სიცხადეზე. როგორც მოზრდილთა მოდელებში, აქაც წარმოდგენილია უკანა (2 მეგაპიქსელიანი) და წინა (0.3 მეგაპიქსელიანი) კამერები.
პლანშეტი მხარს უჭერს Wi-Fi კავშირსაც და ინტერნეტში შესვლის საშუალებასაც იძლევა. ინფორმაციის (ფოტო, ვიდეო, მუსიკა) გადაგზავნა შეგიძლიათ Bluetooth-ით. ფაილები ინახება 16 გბაიტიან მეხსიერებაში, მაგრამ თუ ის ამოიწურება, შესაძლებეია microSDXC ბარათის გამოყენება.
დადებითი:
- სქელი კუთხეები;
- გამოსახულების კარგი ხარისხი;
- დარტყმისგან დამცავი კორპუსი;
- გამძლე პლასტმასი;
- ბავშვი ადვილად უმკლავდება პროგრამებს.
უარყოფითი მხარეები:
- მხოლოდ 1 გბ ოპერატიული მეხსიერება.
თუ ეძებთ პლანშეტს რომელიც თამაშებისთვისაც გინდათ გამოიყენოთ, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ ჩვენს წინა ბლოგს.
პოპულარული მოდელები