Philips საუკეთესო სამზარეულო კომბაინები

ის პერიოდი, როდესაც ბოსტნეულს ხელით ჭრიდნენ, უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. წამყვანმა  ბრენდებმა წარმოადგინეს დიასახლისების უნივერსალური ასისტენტი -  სამზარეულო კომბაინები , რომლებიც მნიშვნელოვნად ამარტივებს და აჩქარებს სამზარეულოში მუშაობის პროცესს .

სიმძლავრისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით, სამზარეულო კომბაინებს შეუძლიათ სხვადასხვა ბოსტნეულის სხვადასხვა ფორმის ნაჭრებად დაჭრან. აღწერაში წარმოგიდგენთ Philips ბრენდის სამზარეულო კომბაინებს, რომლებიც შესაძლებლობებისა და ფასის მიხედვით, რა თქმა უნდა, ერთმანეთისგან განსხვავებულია.

Philips HR7605

შედარებით ძველი მოდელია, მაგრამ ამის მიუხედავად, გამოირჩევა დანართებისა და საჭრელების ფართო ასორტიმენტით, რომელსაც შემდეგი მახასიათებლები აქვს:

  • ძრავა: 350 ვტ;
  • კორპუსის მასალა: პლასტმასი;
  • თასი: პლასტიმასის 1 ლიტრიანი.

    მთავარ კორპუსში მეტალის პლასტმასით ჩანაცვლების გამო, კომბაინის წონა 1.54 კგ-მდე შემცირდა. დანართების გარდა, მოდელი აღჭურვილია მათთვის მოსახერხებელი პლასტმასის დამჭერით, ხოლო თავად დანართების შენახვა შესაძლებელია თასშივე (როდესაც კომბაინის გამოყენება არ ხდება). თუ კომპონენტები სწორად არ არის აწყობილი, არ ხდება ძრავის ჩართვა.  თასის გარეცხვა კი უსაფრთხოა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.

    Philips HR7628

    შემდეგი სამზარეულო კომბაინი სრულფასოვანი, უნივერსალური მანქანაა, რომელიც ხელს შეუწყობს ნებისმიერი კერძის სწრაფად მომზადებას. ძირითადი პარამეტრები შემდეგნაირია:

    • ძრავის სიმძლავრე: 650 ვტ
    • კორპუსის მასალა: ABS  პლასტმასი;
    • თასი: პლასტმასი 1 ლიტრიანი;
    • ბლენდერის კონტეინერი: პლასტმასი 1 ლიტრიანი.

    დანართების რაოდენობა:
    უნივერსალური დანა, ცომის დანართი, დასაქუცმაცებელი დანართი, სახეხი.

    2 სიჩქარე + პულსის რეჟიმი.

    კომბაინის და თასების კორპუსში პლასტმასის გამოყენების გამო, კომბაინის წონა არ აღემატება 2,5 კგ-ს. 1 მ დენის კაბელი მოხერხებულად თავსდება კორპუსში და მინიმალურ ადგილს იკავებს. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით დანართების არსებობის გარდა, ეს მოდელი გამოირჩევა ბლენდერით, რომელშიც მოსახერხებელია სხვადასხვა სასმელის მომზადება.

    კომბაინის არასწორი აწყობის გამო, დაზიანების თავიდან ასაცილებლად, იგი აღჭურვილია ძრავის ბლოკირების სისტემით. უფრო ძლიერი ძრავა საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ ნებისმიერ ბოსტნეულთან და ხილთან და გახეხოთ ისინი ბევრად უფრო სწრაფად.

    Philips HR7761

    ამ მოდელის Philips სამზარეულო კობაინი ბიუჯეტურ სეგმენტს მიეკუთვნება, რომელიც კარგად აერთიანებს დაბალ ფასს და დამატებითი ფუნქციების დიდ რაოდენობას. ტექნიკური მახასიათებლებია:

    • ძრავის სიმძლავრე: 650 ვტ
    • კორპუსის მასალა: ABS  პლასტმასი;
    • თასი: პლასტმასი 1 ლიტრიანი;
    • ბლენდერის კონტეინერი: პლასტმასი 1.75 ლიტრიანი.

    დანართები: ბლენდერი , დასაქუცმაცებელი, კარტოფილის დანა, ცომის მოსაზელი და სხვა. ჯამში სულ 10 დანართი და 28 ფუნქცია აქვს.

    2 სიჩქარე + პულსის რეჟიმი.

    ამ მოდელის წონა 3 კგ-მდეა, ხოლო ყველა დანართის გარეცხვა შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. დანები დამზადებულია გამძლე ფოლადისგან, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის და მკვეთრია. ძრავის სიმძლავრის ზრდამ შესამჩნევად იმოქმედა აპარატის ხმაურზე, რის გამოც ზოგიერთი მომხმარებელი აღნიშნავს კიდეც, რომ ეს დისკომფორტს წარმოქმნის.

    Isurve.ge-ს ინტერნეტ მაღაზიაში სამზარეულო კომბაინების ფართო არჩევანია, აქ შეგხვდებათ კენვუდის კომბაინი, Panasonic, Arnica, Braun, Philips და კიდევ სხვა ბრენდების პროდუქცია, ბაზარზე ყველაზე იაფად და უფასოდ მიტანის სერვისით. 

    Kenwod-ის ფირმის სამზარეულო კომბაინების მიმოხილვა, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

    პოპულარული მოდელები