Philips და Braun უთოების მიმოხილვა/შედარება

უთოები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყოფაცხოვრებო ტექნიკაა, რომელსაც ბევრი ყოველდღიურად იყენებს. ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზე წარმოდგენილია უთოების უზარმაზარი ასორტიმენტი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ფუნქციებით, პარამეტრებით, წარმოებული მასალებითა და დიზაინით.

ამრიგად, რთული არ იქნება შესაბამისი უთოს ყიდვა  თქვენი გემოვნებისა თუ და ბიუჯეტის გათვალისწინებით. დღეს გვინდა მიმოვიხილოთ წამყვანი ბრენდების Philips და Braun უთოები და ვნახოთ თითოეული მათგანის მახასიათებლები.

Philips GC4905 / 40 Azur

უთო Philips შესანიშნავია ყველა ტიპის ქსოვილისთვის, დაწყებული დელიკატური ტანსაცმლით,  დამთავრებული მძიმე ფარდებით. მოწყობილობას აქვს თვითწმენდის სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაუთოების დროს გამოიყენოთ ჩვეულებრივი ონკანის წყალი.

SteamGlide Elite მოდელის მდგრადი ზედაპირი დამზადებულია cermet-ისგან და ხასიათდება უსაფრთხოებითა და შესრულების მაღალი ხარისხით.

კორპუსზე არსებული მარეგულირებლის გამოყენებით, შესაძლებელია თითოეული ტიპის ქსოვილზე ორთქლის რეჟიმის შერჩევა. უთოს მკვეთრი ცხვირი კი ეფექტურად ასწორებს რთულსა და პატარა დეტალებსაც.

უმოქმედობისას უთოს ავტომატური გამორთვა  და გრძელი მბრუნავი კაბელი უზრუნველყოფს დამატებით კომფორტს მუშაობის დროს.

მახასიათებლები:

  • მოდელის სიმძლავრე - 3000 ვტ;
  • ვერტიკალური ორთქლის ფუნქცია;
  • სპრეის ფუნქცია;
  • ავტო გამორთვა;
  • წონა - 1.67 კგ.

დადებითი:

  • გამოყენებისა და მართვის სიმარტივე;
  • გათბობის მაღალი ხანგრძლივობა;
  • დაუთოების ეფექტურობა.

მინუსები:

  • სუსტი ორთქლის გამაძლიერებელი.

Braun SI 9188 TexStyle 9

Braun უთოს სიმძლავრე 2800 ვტ-ია. Eloxal Plus-ის გარე ფენის წარმოებისთვის გამოყენებულია გამძლე მასალები, რომლებიც მდგრადია ნებისმიერი ნაკაწრის მიმართ და უზრუნველყოფს ქსოვილის ზედაპირზე ადვილ სრიალს.

ორთქლის გამაძლიერებელი ამარტივებს ძალიან დაკუჭული თეთრეულისა და ტანსაცმლის დაუთოებას, რაც დამატებით კომფორტს ქმნის. წყლის ინდიკატორი განკუთვნილია ავზში სითხის დონის რეგულირებისთვის.

უთოს ცხვირი ასწორებს ღილაკების გარშემო ძნელად მისადგომ ადგილებს, ხოლო სპეციალური წვეთოვანი სისტემა ხელს უშლის ტანსაცმლის დასველებას და მათზე წვეთების წარმოქმნას.

მოწყობილობის გადახურებისას, აქტიურდება  ავტომატური გამორთვის ფუნქცია, რაც ხელს უწყობს მოდელის ხანგრძლივ მუშაობას.

მახასიათებლები:

  • მოდელის სიმძლავრე - 2800 W;
  • ვერტიკალური ორთქლის ფუნქცია;
  • სპრეის ფუნქცია;
  • ავტო გამორთვა;
  • წონა - 1.59 კგ.

დადებითი:

  • ოპტიმალური წონა;
  • ძლიერი ორთქლი;
  • გამოყენების სიმარტივე.

მინუსები:

  • ორთქლის სუსტი მიწოდება.

Philips GC4564 / 20 Azur

Philips უთოს შესანიშნავი მახასიათებლები აქვს, რომელიც განკუთვნილია ყველა სახის ქსოვილის ეფექტურად დაუთოებისათვის. გამოირჩევა უნიკალური SteamGlide Advanced ტიტანის საფარით, რომელიც ხელს უწყობს  ადვილად გასრიალებას.

დამატებით ორთქლის ნასვრეტები მარტივად ამუშავებს ისეთ რთულ დეტალებს, როგორიცაა ჯიბეები, საყელოები და მანჟეტები.

ორთქლისა და წყლის სპრეის გამოყენებით შესაძლებელია ნაკეცებისა და ნაოჭების გასწორება. უთოები შესაფერისია როგორც ჰორიზონტალური, ასევე ვერტიკალური მუშაობისთვის.

უსაფრთხო გამოყენებისათვის და უმოქმედობის შემთხვევაში გათვალისწინებულია  ავტომატური გამორთვის ფუნქცია. რეზინის ჩანართებიანი ერგონომიული სახელური და მბრუნავი გრძელი კაბელი ხელს უწყობს კომფორტულ მუშაობას.

მახასიათებლები:

  • მოდელის სიმძლავრე - 2600 W;
  • სპრეის ფუნქცია;
  • ავტო გამორთვა;
  • წონა - 1.500 კგ.

დადებითი:

  • გათბობის ხანგრძლივობა;
  • დაუთოების ეფექტურობა.

მინუსები:

  • წონა.

პოპულარული მოდელები