პერფორატორები - მოდელების ტექნიკური მიმოხილვა

სახლის პირობებში სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, პერფორატორები ყველაზე ეფექტური ასისტენტები ხდებიან. ამ ელექტრო მოწყობილობას  დღეს სხვადასხვა დანიშნულებისთვის ძალიან აქტიურად იყენებენ, ამიტომ, თითოეული ხელოსანი საჭიროებს სპეციფიკური ტექნიკური მახასიათებლების მქონე სამშენებლო ინსტრუმენტს .

ქვემოთ გვინდა წარმოგიდგინოთ ცნობილი ბრენდების METABO , BOSCH და DeWALT პერფორატორები,  რომლებიც იმ მიზეზით შევარჩიეთ, რომ საუკეთესო მოდელების საფუძველზე წარმოდგვეჩინა ამ მოწყობილობის შესაძლებლობები და მახასიათებლები.

BOSCH GSB 1600 RE (BZP)

გერმანელი მწარმოებელი აქტიურად ცდილობს, რომ საშინაო მოხმარებისა  და პროფესიონალური მოდელების სპექტრი მუდმივად გააფართოვოს.

ბოშის პერფორატორი ერთ-ერთი პროდუქტიული და საიმედო ხელსაწყოა მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნია ხვრელების ფართო დიამეტრით გაბურღვის შესაძლებლობა (ბეტონი - 16 მმ, ხე - 30 მმ). რაც მთავარია, საბურღი შეიძლება გამოყენებულ იყოს როგორც დრელი . მოწყობილობის ხელმისაწვდომობა საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომელიც გაუმკლავდება რემონტს სახლის ან ბინის პირობებში.

უპირატესობები:

  • საიმედოობა, გამძლეობა;
  • კომპაქტური ზომა;
  • მრავალფეროვნება;
  • ხელმისაწვდომი ფასი.

DeWALT D2180

DeWALT პერფორატორს მაღალი ბრუნვის სიჩქარე (40 N * მ) კონკურენტებისგან აშკარად გამოარჩევს. 770 ვტ სიმძლავრე საშუალებას იძლევა გაიბურღოს დიდი ზომის ხვრელები როგორც ხეში (35 მმ), ასევე - ბეტონში (20 მმ).

 

მოდელს არ აქვს მაღალი სიჩქარე (2700 ბრ/წთ), მაგრამ წუთში 45900 დარტყმის სიხშირის წყალობით, შესაძლებელია ბეტონსა და აგურებში ხვრელების უპრობლემოდ გაკეთება. ინსტრუმენტს აქვს ერგონომიული დიზაინი, მცირე წონა და შესანიშნავი წონასწორობა. სამწუხაროდ,  მწარმოებელმა თავისი მოწყობილობა ქეისის გარეშე შესთავაზა  მომხმარებელს.

უპირატესობები:

  • მშვიდი მუშაობა.

შეზღუდვები:

  • მაღალი ფასი.

Metabo SBE 650 Impuls Case

კომპაქტურობა, მსუბუქი წონა და გრძელი დენის კაბელი - ეს Metabo SBE 650 Impuls Case-ის მთავარი უპირატესობაა. მოდელს აქვს საშუალო სიმძლავრე (650 W), თუმცა შეუძლია ბეტონის ბაზაზე 16 მმ დიამეტრის  ხვრელების გაკეთება. ინსტრუმენტი განკუთვნილია საშინაო მოხმარებისთვის, რომელიც დაგეხმარებათ რთული დავალებების შესრულებაში.

მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობა საკმაოდ მაღალხარისხიანი და ხელმისაწვდომია, საკმაოდ დაბალი ბრუნვის (9 ნ*მ) მაჩვენებელი აქვს, რომელიც დატვირთული რეჟიმით მუშაობის დროს ხურდება კიდეც. აქვე უნდა აღვნისნოთ ისიც, რომ პერფორატორი შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც სახრახნისი.

უპირატესობები:

  • მრავალფუნქციურობა;
  • საიმედოობა;
  • მარტივად გამოსაყენებელი;
  • ხელმისაწვდომობა;

უარყოფითი:

  • დაბალი სიმძლავრე.

პოპულარული მოდელები