კემპის აპარატის ტიპები

სიზუსტე, სრულყოფილება, მაღალი სიხშირის აალება, კონტროლი, სიმძლავრე და ეფექტურობა ის ძირითადი მახასითებლებია, რომელიც კემპის აპარატს გააჩნია. ელექტრო შედუღების, იგივე „სვარკის“ აპარატები წინა ბლოგშიც მიმოვიხილეთ  და დღეს კემპის აპარატებზე ვისაუბრებთ, რომელიც დაახლოებით  იგივე ფუნქციისაა. აღნიშნულ აპარატებს  ბევრი უპირატესობები გააჩნია , რის გამოც მომხმარებელთა უმეტესობა კმაყოფილებას გამოთქვამს.

Kemppi-ის შედუღების აპარატები აღიარებულია, როგორც პროფესიონალური საქმიანობისთვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომლის ფართო გამოყენება შესაძლებელია წარმოების ყველა სფეროში.  პირობითად, როგორც სამშენებლო ინდუსტრიაში, ისე კერძო სფეროში

მოდელებიდან გამომდინარე , დანადგარი განკუთვნილია შემდეგი ტიპის სამუშაოებისთვის: 

  • გაზისა და ნავთობის მილსადენებთან  სამუშაოდ;
  • მანქანებისა და ჩარხების ელემენტების შედუღებისთვის;
  • სხვადასხვა სამშენებლო სტრუქტურების დასამონტაჟებლად;
  • გემთმშენებლობისას;
  • სამრეწველო ლითონის პროდუქციის წარმოებისას;
  • სახლის პირობებში ყოველდღიური პრობლემების მოსაგვარებლად. 


რატომ უნდა შეიძინოთ კემპის აპარატი ისურვეს გვერდზე და რას გთავაზობთ ჩვენ? კემპის მიღებიდან  1 კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში,  აპარატი იცვლება ან თანხა სრულად ბრუნდება უკან;
დაცული ხართ უხარისხო და წუნდებული პროდუქციის ყიდვისგან;
გაქვთ განვადების, ბარათით ყიდვის დროს ფასდაკლების ან კურიერთან ადგილზე თანხის გადახდის შესაძლებლობა.

კემპის ტიპები: 

საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის: ამ ტიპის დანადგარზე,  ოპერაციების პროცესი მოწყობილობებზე განთავსებული ციფრული პანელის წყალობით შეგიძლიათ  აკონტროლოთ.   გარდა ამისა,  პარამეტრების მარტივი არჩევის წყალობით, შედუღების ვადა მნიშვნელოვნად მცირდება და ამასთან , იზრდება შესრულებული სამუშაოს ხარისხი.
 


სამრეწველო აპარატები:   ამ ტიპის მოწყობილობები ზომით შედარებით  დიდია და შესაბამისად, მუშაობენ სამფაზიანი დენის დახმარებით. აპარატის ტრანსპორტირება ხდება სპეციალური კალათის დახმარებით, რომელიც მოყვება მოწყობილობას. ამ კემპის აპარატს იყენებენ გემთმშენებლობაში ან მასიური სამუშაოების შესრულებისას, სადაც საჭიროა მძიმე და მასიური კონსტრუქციების შედუღება.

კემპის აპარატების შეძენის შემთხვევაში, ჩვენ გირჩევთ ისეთი მახასიათებლების გათვალისწინებას, როგორიცაა:

  • აპარატის ტიპი;
  • ძაბვის მაჩვენებელი;
  • ამპერი;
  • მინ. და მაქს. ძაბვის დიაპაზონი;
  • შესადუღებელი მავთულის დიამეტრი;
  • იმპულსური რეჟიმები შედუღებისას;
  • ფუქციების:   „ცხელი სტარტი“, „დუგის სტარტი“, „ანტი მიკრობა“ რეგულირება;
  • გაგრილების ფუნქცია;
  • სამუშაო ტემპერატურა;
  • მოცულობითი ზომები;
  • წონა.

როგორც მომხმარებლები აღნიშნავენ, კემპის აპარატი საკმაოდ მძლავრი და საიმედოა , რადგან მისი წონის, სიმძლავრის და შედუღების ხარისხის თანაფარდობა მაღალ დონეზეა.  მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ იგი რთულ და მიუწვდომელ ადგილებში, რადგან აპარატისა და ქსელის კაბელის სიგრძე, შორ მანძილზე გადაადგილების საშუალებას იძლევა.

იმ შემთხვევაში, თუკი ნებისმიერ  მოდელზე შეაჩერებთ არჩევანს, ჩვენ გთავაზობთ  თქვენზე მორგებულ განვადების პირობებს. ონლაინ საბანკო განვადების პროცედურები ისურვეზე უმარტივესია და საკმარისია მხოლოდ 2 ველის შევსება პროდუქციის გვერდზე. ამდენად, სურვილს წინ ნუ აღუდგებით და მიიღეთ ნივთი ერთ დღეში მთელი საქართველოს მაშტაბით.

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

პოპულარული მოდელები