Gorenje და Midea სარეცხი მანქანების შედარება - შერჩევის კრიტერიუმები
October 23, 2020თანამედროვე სარეცხი მანქანების უმეტესობას მრავალი ფუნქცია აქვს, რომელთაგან ზოგიერთი ყოველთვის მოთხოვნადი არ არის. აღწერაში წარმოგიდგენთ ორი მოდელის განხილვას, რომელთა ბრენდის სარეცხი მანქანები isurve.ge-ს საიტზეცაა წარმოდგენილი.
Gorenje და Midea -ს მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა მომხმარებელთა უმეტესობისთვის კარგად ნაცნობია და საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. სანამ უშუალოდ მოდელების განხილვაზე გადავიდოდეთ, რეკომენდაციების სახით გაგიზიარებთ მცირე ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევარჩიოთ სარეცხი მანქანა .
როგორ დავზოგოთ თანხა სარეცხი მანქანის ყიდვისას?
ტექნიკის მწარმოებლები თავიანთ პროდუქციას ხშირად ავსებენ ისეთი დამატებითი მახასიათებლებით, რაც საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს ფასების ფორმირებაზე, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მომხმარებლისთვის. ყველა მათგანი თქვენთვის საჭირო შეიძლება არ აღმოჩნდეს ამიტომ, იცოდეთ, რომ ეს ერთგავარი მარკეტინგული გათვლაა.
სარეცხი მანქანის ბრუნვის რაოდენობა
გარეცხილი სარეცხის ხარისხი დამოკიდებულია ბარაბნის ბრუნვის სიჩქარეზე, მაგრამ თქვენ ვერ გაზრდით მას უსასრულობამდე. აქვე უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ რაც არ უნდა მაღალი ბრუნვის მაჩვენებელი ჰქონდეს მანქანას, დელიკატური ქსოვილები უნდა გაირეცხოს გაცილებით ნელი სიჩქარით.
სმარტფონიდან კონტროლი
ციფრული ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ, გარკვეული შეფერხების შემთხვევაში, სმარტფონის, ტაბლეტის ან კომპიუტერის გამოყენებით დისტანციურად გადაუგზავნოთ მონაცემები სერვის ცენტრს. თუ სარეცხი მანქანის ყიდვისას თანხის დაზოგვა გსურთ, მაშინ ამ დამატებით ვარიანტში დამატებითი თანხის გადახდა არ ღირს.
სენსორული პანელი
სენსორული ეკრანი ან მართვის ღილაკები მუშაობის ერთი და იგივე პრინციპზეა აგებული, რომელიც უფრო მოსახერხებელია, ვიდრე მექანიკური გადამრთველები. თუმცა გაითვალისწინეთ ისიც, რომ სენსორული მართვის შემთხვევაში, ტექნიკის ღირებულება მნიშვნელოვნად მაღალია.
რეცხვის მაღალი ტემპერატურა
ტემპერატურის მომატება აჩქარებს რეცხვის პროცესს და საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ საუკეთესო შედეგებს, მაგრამ ეს რეჟიმი აუცილებლად გამოიწვევს ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდას. სარეცხი საშუალებების უმეტესობა ჭუჭყს ამუშავებს 40-60 ° C ტემპერატურაზე.
ახლა კი გადავიდეთ კონკრეტული მოდელების განხილვაზე და ვნახოთ, მათი მახასიათებლები და დადებით-უარყოფითი მხარეები.
Midea WMF-510E
ხარისხიანი მასალებით წარმოებული Midea სარეცხი მანქანა აღჭურვილია 16 პროგრამით , სარეცხი ტემპერატურის შერჩევის შესაძლებლობითა და ბრუნვის მაღალი სიჩქარით. ფუნქციებში გათვალისწინებულია ბავშვის საკეტი, ბარაბანის ავტომატური დაბალანსება და ქაფის დონის კონტროლი. სარეცხი მანქანის მართვა ხდება მბრუნავი ღილაკითა და სენსორული ღილაკებით. დამატებით მოყვება 2 წლიანი გარანტია.
ძირითადი მახასიათებლები:
- მაქსიმალური დატვირთვა 5 კგ;
- ენერგეტიკული კლასი A +++;
- დატრიალების სიჩქარე 1000 rpm;
- ზომები 60x47x85 სმ.
დადებითი მახასიათებლები:
- მარტივი კონტროლი;
- პროგრამების დიდი არჩევანი;
- აქვს სუნის მოხსნის რეჟიმი;
- უზრუნველყოფს წყლისა და ელექტროენერგიის ეკონომიურ მოხმარებას;
- სანდო კონსტრუქცია;
- ლამაზი დიზაინი.
მინუსები:
- პროგრამის დასრულებამდე არ არის მითითებული რეცხვის ეტაპი და დრო;
- მაღალი ხმაურის დონე.
თუკი სარეცხი მანქანის განვადებით ყიდვა გსურთ, მაშინ აუცილებლად გადადით ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე, სადაც კატალოგიდან შეგიძლიათ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი მოდელი შეარჩიოთ!
Gorenje WT 62113
სარეცხი მანქანა Gorenje -ს შესაძლებლობები მოიცავს 18 ძირითად პროგრამას. ტრიალის სიჩქარე და რეცხვის ტემპერატურა კი შეიძლება ხელითაც დარეგულირდეს. დისბალანსის და ჭარბი ქაფის წარმოქმნის შემთხვევაში, მანქანა ავტომატურად რეაგირებს, რათა გარკვეული პრობლემები თავიდან იქნეს აცილებული.
ძირითადი მახასიათებლები:
- მაქსიმალური დატვირთვა 6 კგ;
- ენერგიის მოხმარების კლასი A ++ (173 კვტ/სთ/წელი);
- ტრიალის სიჩქარე 1100 ბრუნვის დროს;
- ზომები 40x60x85 სმ.
დადებითი მახასიათებლები:
- წინა მოდელის მსგავსად, Gorenje სარეცხი მანქანის მართვაც მარტივია;
- პროგრამების გაზრდილი რაოდენობა;
- წყლისა და ელექტროენერგიის ეკონომიური მოხმარება.
ამ კონკრეტულ ბლოგში ჩვენ განვიხილეთ მხოლოდ ორი მწარმოებლის სარეცხი მანქანების მოდელები, თუ Bosch-ის სარეცხი მანქანის ყიდვით ხართ დაინტერესებული გაეცანით ჩვენს წინა ბლოგს.
პოპულარული მოდელები