GEFEST გაზქურების დადებითი და უარყოფითი მხარეების მიმოხილვა
December 21, 2020მიუხედავად იმისა, რომ გაზქურების ფასი ელექტრო ღუმელებთან შედარებით საკმაოდ ხელმისაწვდომია, მასზე მოთხოვნა მუდმივად მაღალია. ფუნქციური მახასიათებლების გათვალისწინებით კი, მარტივია სასურველი მოდელის შერჩევა, რომელიც თქვენს საჭიროებებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს.
დღევანდელი ბლოგიც დაკავშირებული იქნება GEFEST გაზქურების მიმოხილვაზე, რათა ზუსტად შევაფასოთ ტექნიკის შესაძლებლობები.
GEFEST 3200-08 K86
ეს გაზქურა სხვა მოდელებისგან სხეულის უჩვეულო ფერით განსხვავდება, თუმცა ფუნქციებისა და შესაძლებლობების მიხედვით, დიდად ვერ გამოირჩევა.
ზედაპირი დაფარულია მინანქრის მასალით, რომელიც მდგრადია მაღალი ტემპერატურისა და მექანიკური დაზიანების მიმართ. მის გასაწმენდად კი უმჯობესია გამოიყენოთ რბილი ღრუბელი, რათა ზედაპირზე ნაკაწრები არ გაჩნდეს.
გაზუქირის პანელი აღჭურვილია ოთხი ფირფიტით, რომელთაგან ერთი შექმნილია სწრაფად გახურებისთვის. ზედაპირის უკანა მხარეს განთავსებულია სპეციალური ფარი, რომელიც იცავს კედელს საკვების წვეთების შესხმისგან.
ღუმელი საშუალო სიმძლავრისაა და არ აქვს დამატებითი ფუნქციები, მაგრამ შესანიშნავია საკვების გამოსაცხობად. რაც შეეხება უსაფრთხოებას, უზრუნველყოფილია გაზის კონტროლით, რომელიც ეხება როგორც ღუმელს, ასევე - გაზქურას.
მახასიათებლები:
- ზომები (W / D / H) 50x53x85 სმ;
- ღუმელის მოცულობა 42 ლ;
- გამოყენების საგარანტიო პერიოდი 2 წელია.
დადებითი:
- ხელმისაწვდომი ღირებულება;
- უჩვეულო სხეულის ფერი;
- გათვალისწინებულია გაზის კონტროლი;
- მარტივი და ინტუიციური მექანიკური მართვა;
- სამუშაო ზედაპირი დაფარულია მაღალი ხარისხის მინანქრით.
GEFEST 3200-06 K85
ღირებულების თვალსაზრისით, ეს გაზქურა მიეკუთვნება საშუალო ფასის კატეგორიას, მაგრამ მოწყობილობის კონტროლის სიმარტივემ და მისმა ფუნქციებმა ბევრი მომხმარებლის გული ნამდვილად მოიგო.
გაზქურის ზედაპირი დაფარულია მინანქრის მასალით, რაც მდგრადია მაღალი ტემპერატურის მიმართ და დროთა განმავლობაში არ ყვითლდება. განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება: საკმარისია ზედაპირი პერიოდულად გაწმინდოთ რბილი ღრუბლით.
ღუმელის გრილისა და საცხობი უჯრის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ სხვადასხვა კერძი. გაზქურის ზომები კომპაქტურია, ამიტომ მისი განთავსება შესაძლებელია პატარა სამზარეულოშიც.
მახასიათებლები :
- ზომები (W / D / H) 50x53x85 სმ;
- გაზქურის მოცულობა 42 ლიტრი;
- ქურების რაოდენობა - 4;
- მომსამსახურების ვადა 2 წლიანი გარანტიით.
დადებითი:
- დახვეწილი დიზაინი;
- ხელმისაწვდომი ღირებულება;
- შესაძლებელია ქურებისა და ღუმელების გაზის კონტროლი;
- გათვალისწინებულია სპეციალური სათავსო სამზარეულო ჭურჭლის შესანახად.
მინუსები:
- ღუმელი არ არის ძალიან ფართო.
GEFEST 3200-06 K62
მოდელის შედარებით მაღალი ფასი ანაზღაურებულია მიმზიდველი დიზაინითა და გააზრებული ფუნქციონირებით.
მოდელის მთავარი და გამორჩეული თვისება ისაა, რომ კორპუსი და პანელი დამზადებულია მთლიანად უჟანგავი ფოლადისგან. ეს არის ძალიან გამძლე და მდგრადი მასალა, რომელიც ადვილად იწმინდება ცხიმისა და საკვების ნარჩენებისგან, თუმცა, გასაწმენდად უმჯობესია გამოიყენოთ სპეციალური საყოფაცხოვრებო ქიმიკატები.
მახასიათებლები:
- ზომები (W / D / H) 50x57x85 სმ;
- ღუმელი 42 ლიტრი მოცულობით;
- ოთხი ქურა;
- გარანტირებული მომსახურების ვადა - 10 წელი.
დადებითი:
- წარმოების მასალის გათვალისწინებით, ხელმისაწვდომი ღირებულება აქვს;
- თანამედროვე დიზაინი;
- ელეგანტური შუშის საფარი კედლის დასაცავად;
- კომპაქტური ზომები საშუალებას გაძლევთ ღუმელი პატარა სამზარეულოშიც განათავსოთ;
- ღუმელის შიგნით გათვალისწინებულია შუქი და ელექტრო განათება.
მინუსები:
- ჭურჭლის არც ისე დიდი სათავსო;
- უჟანგავი ფოლადი უნდა გაიწმინდოს სპეციალური ქიმიკატებით.
4 ქურიანი გაზქურების მინა-კერამიკის პანელების მიმოხილვა იხილეთ ჩვენს წინა ბლოგში.
პოპულარული მოდელები