აუზების ფასების შედარება - ვიყიდოთ საქართველოში თუ გამოვიწეროთ ამერიკიდან?

სამომხმარებლო პროდუქტების შეძენის გადაწყვეტილების მიღებისას, ყოველთვის დგება არჩევანი თუ რა ჯობს, მისი საქართველოში ყიდვა თუ ევროპის ან ამერიკის რომელიმე ინტერნეტ მაღაზიიდან გამოწერა?

ორივე მათგანის სასარგებლოდ ცალ-ცალკე არგუმენტები არსებობს და სწორედ ამიტომაა, რომ როგორც შიდა, ისე გარე ონლაინ ვაჭრობა თანდათან უფრო ვითარდება.

დღეს ჩვენი ინტერესის სფეროს აუზებთან დაკავშირებით ამ არჩევნის მიღება წარმოადგენს, თუმცა იქამდე, ზემოთხსენებულ არგუმენტებს შევეხოთ.

რატომ ჯობს საქართველოში ყიდვა?

  • შენაძენის მიღების დრო გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გამოწერის შემთხვევაში. თუ საშუალოდ ქართულ ონლაინ მაღაზიაში შეძენილ ნივთს 1 ან 2 დღეში მიიღებთ, უცხოური შოპებიდან გამოწერის დროს ეს ვადა საუკეთესო შემთხვევაში 7-8 დღე გახლავთ.
  • ბევრად უფრო დაცული ხართ არასასიამოვნო მოულოდნელობებისგან. თუ სხვა ან დაზიანებული ნივთი მიიღეთ, საქართველოში მისი დაბრუნება/გადაცვლა მარტივია, რაც საკმაოდ დიდ პრობლემებთან, ასევე დროსთან ასოცირდება ამერიკისა და ევროპის შემთხვევაში.
  • დიდი წონის მქონე  საქონელი ავია ტრანსპორტირებით (რაც გამოწერის ძირითადი ოფცია გახლავთ) ძალიან ძვირდება.
  • როგორც წესი, საქართველოში ყოველთვის გამოიძებნება ვინმე, ვისაც უკვე ნაყიდი აქვს ეს პროდუქტი აღნიშნულ მაღაზიაში და აზრს პირდაპირ მისგან მოისმენთ, მაშინ, როცა უცხოეთის შემთხვევაში მხოლოდ ანონიმური მომხმარებლების მიერ (თუნდაც ვერიფიცირებული მყიდველების) შეფასებებზე ხართ დამოკიდებული.
  • ქართულ ონლაინ მაღაზიებს შეგიძლიათ დაურეკოთ და პირდაპირ დაუსვათ ნებისმიერი საინტერესო კითხვა ან მიწეროთ სოციალურ გვერდებზე და მიიღოთ მყისიერი პასუხი. უცხოურ ალტერნატივებში კი საუკეთესო შემთხვევაში მეილზე მინიმუმ 1 დღის დაგვიანებით მიღებული გამოხმაურებისთვის ლოდინი მოგიწევთ.
  • საქართველოში, მაღაზიების უმრავლესობის შემთხვევაში შეგიძლიათ ეწვიოთ მათ ოფისში ან შოურუმში და ადგილზე ნახოთ პროდუქტი. რასაც სრულიად მოკლებულნი ხართ უცხოეთიდან გამოწერის შემთხვევაში.

გამოწერის დადებითი მხარეები

  • ძალიან ხშირად, ფასი უფრო დაბალია, მათ შორის ტრანსპორტირებისა და განბაჟების ჩათვლით.
  • გაცილებით დიდია პროდუქტების არჩევანი - ფაქტობრივად შეუზღუდავი.
  • დიდ უცხოურ ონლაინ მაღაზიებში ხარისხი მაქსიმალურად დაცულია. მკაცრად კონტროლდება და თუ საჭიროა ეთითება აღვნიშვნა იმის შესახებ, ნივთი ორიგინალია თუ რეპლიკა. რის შესახებაც კანონმდებლობა საქართველოში არ არსებობს, ან ნაკლებად მუშაობს.
  • მკაცრად კონტროლდება განსხვავება მწარმოებელ და ბრენდის ქვეყანას შორის. 

შევადაროთ აუზების ფასები საქართველოში და Amazon.com-ზე

ძალიან საინტერესოა რა განსხვავება გვაქვს isurve.ge-ზე და უმსხვილეს ამერიკულ ონლაინ მაღაზია amazon.com-ს შორის აუზების კუთხით .

სიმარტივისთვის, შესადარებლად ავიღოთ 3 შემთხვევითი მოდელი, იაფიანი გასაბერი,  იაფიანი კარკასული და პრემიუმ ფასის ასევე კარკასული მოდელები.

ბრენდი რა თქმა უნდა Bestway , რომ შედარება გამართლებული იყოს. მითუმეტეს, რომ ბესტვეის სათაო ოფისები აშშ-ში მდებარეობს და ამ მხრივ ორმაგად საინტერესოა, მისი აუზების ჩამოტანა ჯობს თუ ადგილზე შეძენა.

დავიწყოთ იაფიანი გასაბერი აუზით, ფილტრით, ზომებით: 305х76სმ და 3638 ლიტრი მოცულობით.

მისი კოდია 57270 და amazon.com-ზე $59 ღირს .

isurve.ge-ზე, ეს ფასი 259 ლარი გახლავთ , უფასო ადგილზე მიტანის ჩათვლით.

თუ ამაზონის ფასს საქართველომდე ტრანსპორტირებას დავუმატებთ (შიდა ტრანსპორტირება უფასოა პრაიმ წევრებისთვის), მაშინ 59 დოლარი 137 დოლარად იქცევა.

ახსნა: ამ აუზის წონა 9.7 კგ-ა. საშუალო ტრანსპორტირების ფასი 1 კგ-ზე 8 დოლარს შეადგენს. ანუ ჯამში 77 დოლარს.

137 დოლარი დღევანდელი კურსით 362 ლარია, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოწერის შემთხვევაში ეს აუზი მინიმუმ 100 ლარით ძვირი დაგვიჯდება.

აქვე არ დაგავიწყდეთ, რომ დიდი და პატარა გასაბერი აუზები ისურვეზე განვადებითაც იყიდება.

ავიღოთ მეორე მოდელი: Bestway 56404, 3300 ლიტრიანი ტევადობით:

  • მისი ფასი ამაზონზე: $81
  • წონა: 19.1 კგ
  • ფასი ტრანსპორტირების ჩათვლით: $233, რაც დაახლოებით 620 ლარია.
  • ფასი ისურვეზე: 309 ლარი

და ბოლოს, მესამე, პრემიუმ, ანუ შედარებით ძვირი აუზი Bestway 56470:

  • ფასი isurve.ge-ზე - 2990 ლარი
  • ფასი Amazon.com-ზე - $649
  • წონა -150 კგ
  • ფასი ტრანსპორტირების ჩათვლით - 1849 დოლარი (ტრანსპორტიორისგან სპეციალური ფასის მოთხოვნის შემთხვევაში - 1620 დოლარი.

1620 დოლარი 4000 ლარზე მეტია, ფასში სხვაობა კიდევ ერთხელ აშკარა და საგრძნობია.

დასკვნა: იყიდეთ ორიგინალი ბესტვეის აუზები ისურვეზე, გამოსაწერად სხვა ნივთები არსებობს :)

პოპულარული მოდელები