ციტრუსის წვენსაწურები

წვენსაწურები ბაზარზე ჯერ კიდევ 70 წლის წინ გამოჩნდა, მაგრამ პოპულარობა ცოტა ხნის წინ მოიპოვეს. თუკი ადრე მათ მხოლოდ კაფეებისა და რესტორნებისთვის ყიდულობდნენ, ახლა მათ ღირსეული ადგილი უკავიათ სახლის სამზარეულოშიც.

ციტრუსის სასარგებლო თვისებები დიდი ხანია ცნობილია და მათგან მიღებული წვენები არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ გამაგრილებელიცაა.

წვენსაწურების რეიტინგის შედგენისას გავითვალისწინეთ არა მარტო ზოგადი მახასიათებლები, არამედ რეალური მყიდველების დადებითი და უარყოფითი შეფასებების თანაფარდობა. რეიტინგი მოიცავს მხოლოდ საუკეთესო ციტრუსის წვენსაწურებს , რომლებიც შეუცვლელი ასისტენტები გახდებიან ნებისმიერ სამზარეულოში.

Caso CP 300

ჩვენი რეიტინგის პირველ ადგილზეა Caso-ს ყველაზე ძლიერი წვენსაწური , რომლითაც შესაძლებელია  ყველა სახის ციტრუსის დამუშავება . შიგნით აქვს  რკინის ბადე, რომელშიც გროვდება რბილობი, თესლი და ქერქი. წვენსაწური აღჭურვილია წვეთვის საწინააღმდეგო მექანიზმით, რომელიც არ დააბინძურებს თქვენს სამზარეულო ზედაპირს.

წვენსაწურის მცირე ზომები (201x325 მმ) აადვილებს სამზარეულოში მის განთავსებას ან კარადაში მოთავსებას,  სადაც დიდ ადგილს არ იკავებს. კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან და ზედაპირზე უსაფრთხო ფიქსაციისთვის აღჭურვილია რეზინირებული ფეხებით. მოწყობილობა შედგება მოსახსნელი ნაწილებისგან, რაც ამარტივებს გაწმენდის პროცესს. ნაკრები არ შეიცავს ცალკე წვენის კონტეინერს.

უპირატესობები:

  • შესაფერისია ყველა ზომის ციტრუსისთვის;
  • მუშაობს ჩუმად;
  • აქვს მაღალი სიმძლავრე;
  • კომპაქტური ზომა.

უარყოფითი:

  • არ აქვს მზა სასმელის კონტეინერი;
  • ადვილად ბინძურდება კორპუსი.

Braun CJ3000

Braun გთავაზობთ ადვილად გამოსაყენებელ ციტრუსის პატარა  წვენსაწურს. დასაწყებად, საკმარისია ხილით დააწვეთ  კონუსის ელემენტს და წვენი უკვე თავისით გამოიწურება. მექანიზმი ტრიალებს მარჯვნივ და მარცხნივ, რაც საშუალებას გაძლევთ გაზარდოთ მიღებული სასმელის რაოდენობა.

წვენსაწური უზრუნველყოფს წვენში რბილობის რაოდენობის კონტროლს, რომელიც შეგიძლიათ მარეგულირებელით აკონტროლოთ. მოდელი აღჭურვილია მხოლოდ ერთი სიჩქარით, მაგრამ საკმარისია სწრაფი და ჯანსაღი წვენის მოსამზადებლად.

სასმელის შესაგროვებელი კონტეინერი საკმარისია 1-2  ჭიქისთვის. უშუალოდ კონტეინერი აღჭურვილია საზომი მასშტაბით, რაც მოსახერხებელია კოქტეილების მომზადებისას. მისი დაშლა ადვილია, რომელიც უსაფრთხოდ შეგიძლიათ მოათავსოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიხ. დენის კაბელისთვის გამოყოფილია სპეციალური განყოფილება, ამიტომ იგი დიდ  ადგილს არ იკავებს.

უპირატესობები:

  • კომპაქტური ზომა;
  • რევერსის ფუნქცია;
  • რბილობის ოდენობის რეგულირება;
  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • მარტივად გამოყენება.

Element el'citrus EW05PW

ციტრუსის საწური აღჭურვილია ორი ტიპის - დიდი და საშუალო ზომის სამაგრით, აგრეთვე რკინის ბადით, რომელიც გამოიყენება რბილობის შესაგროვებლად. ვიზუალურად, წვენსაწური საკმაოდ მოცულობითია და მისი წონა 2 კგ-ზე მეტია. მოდელს აქვს 0.6 ლიტრიანი წვენის კონტეინერი, რომლიდანაც შესაძლებელია პირდაპირ ჭიქაში გადაიტანოთ სითხე.

მოწყობილობა აღჭურვილია წვეთვის საწინააღმდეგო მექანიზმით, ხოლო მისი აწყობა და დაშლა ძალიან მარტივია. გარდა ამისა,  მისი გარეცხვა შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. მწარმოებელი გირჩევთ, გამოიყენოთ მოწყობილობა არაუმეტეს 3 წუთის განმავლობაში.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხის შეკრება;
  • ხმაურის დაბალი დონე;
  • მაღალი სიმძლავრე.

უარყოფითი:

  • არ არის გათვალისწინებული რეზინისებური ფეხები.

წვენსაწურის სამი საუკეთესო მოდელის მიმოხილვას გაეცანით ჩვენს წინა ბლოგში.

პოპულარული მოდელები