17 დიუმიანი საუკეთესო ლეპტოპები
November 18, 2020მიუხედავად იმისა, რომ ლ ე პტოპები საკმაოდ კომპაქტური მოწყობილობებია, მახასიათებლების გარდა, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ეკრანის დიაგონალს . დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ 17 დიუმიანი ლეპტოპები , რომლებიც მუშაობისა და სწავლის თვალსაზრისით საკმაოდ კომფორტული და მოსახერხებელია.
HP 17 ca2
პირველ ეტაპზე განვიხილოთ ტრადიციულად ყველაზე იაფიანი HP ნოუთბუქი . ლეგენდარული ამერიკული მწარმოებელი HP გთავაზობთ ნოუთბუქების ყველაზე ფართო ასორტიმენტს, მათ შორის დიდი დიაგონალის მქონე როგორც ძვირადღირებულ, ისე ძალიან ხელმისაწვდომი ფასის მოდელებს.
ნოუთბუქის დიაგონალია 17.3, ხოლო მატრიცის გარჩევადობა დაბალი - HD-ია. მოწყობილობის უარყოფითი ისაა, რომ ხედვის კუთხეები ოდნავ განიერია, მაგრამ დისკომფორტს არ ქმნის.
დიდი დიაგონალის გარდა, მეორე მნიშვნელოვანი დეტალი ლეპტოპის ზომა - 414.8x272.2x24.5 მმ და წონაა - 2.38 კგ. როგორც ხედავთ, ნოუბუქი ნაკლებად თხელი და მსუბუქია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მინიმალური კომპლექტაციით პროცესორს აქვს ბიუჯეტური AMD Athlon Silver 3050U. მისი შესრულება, თუნდაც 8 გბ ოპერატიული მეხსიერება საკმარისია ინტენსიური დავალებების შესასრულებლად მათ შორის: საოფისე პროგრამებთან მუშაობისთვის, ინტერნეტში ინფორმაციების გაცნობისთვის, ელექტრონული ფოსტისთვის და ა.შ. ლეპტოპის შესრულების ხარისხს თუ გავითვალისწინებთ, YouTube-ზე 1080p ხარისხის ვიდეოების ნახვა სავარაუდოდ გაგიჭირდებათ.
კომუნიკაციებში შედის ჩამონტაჟებული სადენიანი ქსელის ბარათი, უკაბელო Wi-Fi და Bluetooth მოდულები, USB 2.0 Type A პორტი, ორი USB 3.1 Type A პორტი, HDMI ვიდეო გამომავალი და სხვა.
უპირატესობები:
- SVA მატრიცას აქვს ოდნავ უკეთესი მიმოხილვა, ვიდრე კლასიკურ TN-ს;
- კარგი ავტონომია;
- მყარი დისკი 1 ტბ;
- კაბელიანი გიგაბიტიანი ქსელის ბარათი;
- ხელმისაწვდომი ფასი.
უარყოფითი:
- მინიმალური შესრულება;
- დაბალი HD რეზოლუცია.
Lenovo Ideapad L340-17
17 ინჩიანი ნოუთბუქების შემდეგ ვერსიას გთავაზობთ Lenovo , რომელიც თავისთავად ასოცირდება კარგ ხარისხთან.
ეკრანის ზომა ზუსტად იგივეა, როგორც წინა მოდელში - 17.3 და აქვს მქრთალი ზედაპირი მბზინვარების გარეშე. გვერდითი ჩარჩოები, რომლებიც მართალია თხელი არ არის, (როგორც ბევრ ძვირადღირებულ მოდელში), მაინც უფრო მიმზიდველ იერს აძლევს.
ამ სტანდარტული მოდიფიკაციების უმეტესობაში RAM-ი მინიმალურია - 4 გბ-ი. სლოტი ერთადერთია, რომლის მოცულობის გაფართოება შესაძლებელია მხოლოდ 8 გბ-მდე.
მყარი დისკი - მექანიკური HDD 1 ტბ-იანი მოცულობით. მოდელის ზომებია 413x284.6x24.3 მმ, ხოლო წონაა - 2.8 კგ.
ოდნავ დახვეწილი ჩარჩოების წყალობით, ლეპტოპის დიზაინი უფრო დახვეწილია. საერთო ჯამში მინიმალისტური დიზაინი საკმაოდ წარმატებულია მომხმარებლებში, რომლებიც უპირატესობას უბრალოებას ანიჭებენ.
უპირატესობები:
- ეკრანზე შედარებით თხელი გვერდითი ჩარჩოები;
- მყარი დისკი 1 ტბ;
- აქვს USB 3.1 Type-C პორტი;
- სადენიანი გიგაბიტიანი ქსელის ბარათი;
- FW TPM 2.0 კრიპტოჩიპი;
- კარგი ავტონომია;
- დახვეწილი დიზიანი.
უარყოფითი მხარეები:
- TN მატრიცა ვიწრო ხედით;
- 4 გბ ოპერატიული მეხსიერება ინტეგრირებულია დედაპლატაში.
პოპულარული მოდელები