ელექტრო ღუმელი 55ლ Weimar WE-EO5552TL Grey
ელექტრო ღუმელი 55ლ Weimar WE-EO5552TL Grey
Regular price 289 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ჩასაშენებელი ელ. ღუმელი MIDEA MO96000MGB
ჩასაშენებელი ელ. ღუმელი MIDEA MO96000MGB
Regular price 2,199 ლარი / თვეში 118 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი
ელექტრო ღუმელი BEKO BBIM14300WMS Superia
ელექტრო ღუმელი BEKO BBIM14300WMS Superia
Regular price 899.00 ლარი 869 ლარი / თვეში 47 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ჩასაშენებელი ელ. ღუმელი FRANKO FBO-6036SDS
ჩასაშენებელი ელ. ღუმელი FRANKO FBO-6036SDS
Regular price 929.00 ლარი 799 ლარი / თვეში 43 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ჩასაშენებელი ელ. ღუმელი FRANKO FBO-6018GDB
ჩასაშენებელი ელ. ღუმელი FRANKO FBO-6018GDB
Regular price 999.00 ლარი 889 ლარი / თვეში 48 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი

ელექტრო ღუმელი - eleqtro gumeli

ელექტრო ღუმელი ყველაზე იაფად, განვადების სუპერ პირობებით და გარანტიით, ელექტრო და მიკროტალღური ღუმელების დიდი ასორტიმენტი და საუკეთესო ფასები, უფასო საკურიერო სერვისთან ერთად, შეკვეთის დღესვე მთელ საქართველოში.

გამომდინარე მისი საჭიროებიდან და ფართო გამოყენებიდან, ელექტრო ღუმელი მსოფლიოს ყველა დიდი სამზარეულოს ტექნიკის მწარმოებლის ასორტიმენტშია და შესაბამისად, მომხმარებელს დიდი არჩევანი აქვს სასურველი მოდელის შესაძენად.

ელექტრო ღუმელის შერჩევა საკმაოდ რთულია, რადგან მას უამრავი კომპანია აწარმოებს, ჩვენ პატარა მიმოხილვით ვეცდებით გაგიმარტივოთ ეს საქმე.

კითხვაზე, როგორ შევარჩიოთ ელექტრო ღუმელი, პასუხი რამდენიმე პუნქტად შეიძლება დაიყოს:

  1. ბრენდი ანუ მწარმოებელი - სადაურია, როგორი ხარისხის პროდუქცია აქვს, რამდენად დიდია მისი არჩევანი და ა.შ. ასევე, "ორიგინალია" თუ არა პროდუქტი.
  2. ფასი - როგორია ელექტრო ღუმელების ფასები ბაზარზე და რა ფასის შეთავაზებას ნახულობთ თქვენ, ხომ არ შეიძლება ამ თანხის სანაცვლოდ უკეთესი მოდელის არჩევა?
  3. განვადების პირობები - გაქვთ თუ არა საშუალება ონლაინ საბანკო განვადებით ისარგებლოთ? ან მოქმედებს თუ არა შიდა განვადება? როგორია მათი პირობები, გაუქმების, დამტკიცების პროცედურები და სხვა.
  4. ფუნქციონალი - რამდენად ახალია მოდელი, რომლის შეძენაც გსურთ, ხომ არ არის რომელიმე ისეთი ფუნქცია, რომელიც თანამედროვე ელექტრო ღუმელებს მოყვება, ხოლო ეს არ არის მისით აღჭურვილი? ზოგადად, რა მახასიათებლებს უნდა მიაქციოთ ყურადღება.
  5. გარანტია - მოქმედებს თუ არა სტანდარტული საგარანტიო ან უკან დაბრუნების პირობები, რა შეზღუდვებია, გამყიდველი თავად გთავაზობთ გარანტიას თუ მესამე მხარის მომსახურებით სარგებლობს, აქვს თუ არა სერვისი ხელმისწვდომი თქვენს ქალაქსა თუ სოფელში და ა.შ.

ელექტროღუმელის ბრენდები:

Arshia, Panasonic, Nikai, Saachi - ეს ის მწარმოებლებია, რომელთა ელექტრო ღუმელიც შეგიძლიათ ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში აარჩიოთ. ამათგან, პანასოკიკის გარდა, 3-ივე ბრენდი იაფიან საფასო სეგმენტზე აკეთებს აქცენტს და მათი ნაწარმი შედარებით დაბალფასიანია, თუმცა ხარისხით დიდი განსხვავება არ არის და ამიტომ საკმაოდ მოთხოვნად ბრენდებად ითვლებიან. ოთხივე მწარმოებელი რომელიც ისურვე.ჯი-ზეა წარმოდგენილი,კარგადაა დაცული "გაყალბებისგან" და მათი არაორიგინალი პროდუქცია ძალიან იშვიათად ან საერთოდ არ გვხვდება.

ღუმელის ფასი

ყველაზე იაფიანი ელექტრო საცხობი ღუმელი - Nikai NT 3220 R1: 239 ლარი

ელექტრო ღუმელი - eleqtro gumeli

ყველაზე მაღალფასიანი მოდელი - მიკროტალღური PANASONIC NN-CD565BZPE - 1114 ლარი.

ელექტრო ღუმელი - eleqtro gumeli

საშუალო ფასიანი, ყველაზე გაყიდვადი ღუმელი:

ელექტრო ღუმელი - eleqtro gumeli

განვადებით ყიდვა

ონლაინ მაღაზია isurve.ge-ზე განთავსებულ ყველა პროდუქტზე, მათ შორის ჩვენი ელექტრო და მიკროტალღური ღუმელების შემთხვევაშიც, მოქმედებს ონლაინ საბანკო განვადება. შიდა განვადება ჯერჯერობით არ გახლავთ ხელმისაწვდომი.

ონლაინ განვადების მთავარი უპირატესობებია:

  1. ყიდვა სახლიდან გასვლის გარეშე, საიტის და ტელეფონის საშუალებით;
  2. დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მხოლოდ განსაკუთრებულ, ძალიან იშვიათ შემთხვევებში;
  3. წინასწარი შენატანის გარეშე;
  4. გადახდის დაწყება შეგიძლიათ მომდევნო თვიდან, რაც დამატებით ძალიან კარგი შესაძლებლობაა.

ფუნქციები

ელექტრო ღუმელის მთავარი, ყურადსაღები ფუნქციებია:

სიმძლავრე
მოცულობა
ტურბოს ფუნქცია
ტემპერატურის კონტროლი
ტაიმერი
ადვილად გაწმენდადი
ხორცის მთლიანად შეწვა
გამოცხობა
გალღობა
კორპუსის მასალა

 

რაც უფრო თანამედროვე და ძვირადღირებულია მოდელი, ეს ფუნქციონალი მით უფრო მრავალფეროვანია და დამატებული აქვს სხვადასხვა ინოვაციური მახასიათებელი, რომელთაც უფრო დაწვრილებით თავად პროდუქტის გვერდებზე გაეცნობით.

საგარანტიო პირობები

გარდა საკურიერო მომსახურების უფასოდ შეთავაზებისა, ისურვე-ზე საშუალება გაქვთ მიიღოთ საგარანტიო მომსახურებაც 1 წლის მანძილზე სრულიად დისტანციურად, რაც ძალიან კომფორტულია ყველა მომხმარებლისთვის.

თუ შეძენიდან 1 კვირის მანძილზე ნივთს რაიმე ხარვეზი აღმოაჩნდა, ის მთლიანად იცვლება, ხოლო მომდევნო 1 წლის განმავლობაში ნებისმიერი შესაძლო შეფერხების შემთხვევაში ჩვენი კურიერი მოდის თქვენთან მთელი საქართველოს მასშტაბით, მოაქვს დაზიანებული ღუმელი და საგარანტიო სერვისი 2-3 სამუშაო დღის მანძილზე გიბრუნებთ მას უკან, შესაძლებლობის შემთხვევაში პრობლემა აღმოფხვრილი სახით ან სრულიად ახლით ჩანაცვლებულს.

ელექტრო ღუმელი გამოცხობის ფუნქციით

გემრიელი ტკბილეული და სახლის სრულყოფილი ნამცხვრები ბევრი ჩვენგანის სისუსტეა. მკაცრი დიეტის დაცვისა და ფიგურაზე ზრუნვის მოყვარულებიც კი ვერ იკავებენ თავს, როცა ხედავენ უგემრიელეს ნამცხვრებს, რომლებიც მზრუნველი დიასახლისების ნახელავია.

ელექტრო ღუმელს ყველაზე უკეთ შეუძლია სხვადასხვა ნამცხვრისა და ტორტის ფაფუკი ბისკვიტის იდეალურად გამოცხობა, რომლითაც თავის მოწონება ყველა დიასახლისს სურს.

ღუმელი თერმოსტატითა და თაიმერით თქვენი მარჯვენა ხელი გახდება

თანამედროვე ღუმელები აღჭურვილია ყველა იმ ფუნქციით, რომელიც დაგეხმარებათ კერძებისა და ტკბილეულის მომზადებაში, ამაში კი რეგულირებადი თერმოსტატი და თაიმერი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

გამოცდილი დიასახლისები და მზარეულ-კონდიტერები კარგად ერკვევიან სხვადასხვა ღუმელის თითოეულ მახასიათებელში, ხოლო დამწყებთათვის ღუმელის სწორად შერჩევა არც თუ ისე მარტივი საქმეა.

ელექტრო ღუმელები განვადებით ყველაზე მარტივად ისურვეზე შეგიძლიათ შეიძინოთ

სამზარეულოს საჭირო აღჭურვილობის შეძენა დიდ ხარჯებს უკავშირდება, რადგან საუკეთესო ხარისხისა და ფუნქციების ტექნიკა არც ისე იაფია.

ამისათვის გთავაზობთ განვადების ყველაზე მოქნილ სისტემას სხვადასხვა ბანკის საშუალებით, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, რომ სასურველ ვადაზე გადაანაწილოთ ღუმელის ღირებულება და ეტაპობრივად დაფაროთ ის.

ელექტრო საცხობი ღუმელი ყველაზე სანდო მწარმოებლისგან რეალურ ფასად, ხარისხის გარანტიითა და უფასო საკურიერო მომსახურებით, ისურვეზე შეგიძლიათ შეიძინოთ.