წყლის დისპენსერი

საუკეთესო ხარისხის წყლის დისპენსერები ჩვენი ინტერნეტ მაღაზიისგან.

წყლის დისპენსერი ყველა სამუშაო სივრცის აუცილებელი ატრიბუტია , მას შეუძლია, წყლის გაგრილების გარდა, მისი გაცხელებაც, რაც მას, ფაქტიურად, ყავის აპარატად აქცევს.

შეიძინეთ ეს მოწყობილობა და ისიამოვნეთ გრილი თუ ცხელი წყლით, და რაც მთავარია მინიმალური დანახარჯებით.

ჩვენ კი თქვენს შენაძენს საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოგართმევთ.

წყლის დისპენსერი ისურვესგან ყველაზე ხელსაყრელი შემოთავაზებით

წყლის დისპენსერი საუკეთესო საშუალებაა სასმელი წყლის სასურველ ადგილზე, სასურველ ტემპერატურაზე მისაღებად .

მის გარეშე უკვე წარმოუდგენელია ოფისები, სამედიცინო დაწესებულებები და სხვადასხვა ხალხმრავალი დახურული სივრცეები.

წყლის დისპენსერი ნელ-ნელა იმკვიდრებს ადგილს სახლებშიც, რაც ოჯახის წევრებს მეტ კომფორტს უქმნის.

წყლის დისპენსერი ონლაინ განვადებით, ხარისხის გარანტიითა და უფასო საკურიერო მომსახურებით

წყლის დისპანსერი საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ დრო და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოკლე დროში მიიღოთ სასმელად ვარგისი როგორც ცივი, ისე ცხელი წყალი.

ისურვეზე შეგიძლიათ შეარჩიოთ წყლის დისპენსერების საუკეთესო მოდელები.

საიტზე წარმოდგენილია რამდენიმე სხვადასხვა ტიპის დისპენსერი, რომელთა შერჩევაშიც ჩვენ დაგეხმარებით.

ინსტალაციის ტიპის მიხედვით, წყლის დისპენსერი იყოფა ორ ტიპად: ერთი რომლის განთავსება შესაძლებელია იატაკზე, ხოლო მეორე - სამუშაო მაგიდაზე.

პირველი ტიპის პროდუქტიულობა, როგორც წესი, უფრო მაღალია, მაგრამ ისინი უფრო მეტ ადგილს იკავებენ ოთახში. ასეთი წყლის დისპენსერის გამოყენების სიმარტივე დამოკიდებულია ჩამოსხმული წყლის კავშირის ტიპზე.

დამონტაჟებულ მოწყობილობებს უფრო დაბალი ღირებულება აქვთ, რომელთა   შესაძლებლობების ცვლა მოსახერხებელია და გარეგნობაც უფრო მიმზიდველია.

პურიფაიერი - ეს არის მოწყობილობა, რომლიდანაც წყალი მოდის არა ბოთლიდან, არამედ პირდაპირ წყალმომარაგების სისტემიდან. წყლის გასაწმენდად, ასეთ მოწყობილობას,  საკუთარი ფილტრები  აქვს დამონტაჟებული.

წყლის დისპენსერს შეუძლია შეასრულოს მთელი რიგი ფუნქციები, მათ შორის:

  • დაარეგულიროს წყალი ოთახის ტემპერატურაზე;
  • გააგრილოს;
  • გაათბოს;
  • გახადოს გაზიანი;
  • გაფილტროს.

ზოგიერთ მოდელს აქვს სპეციალური განყოფილებები: კერძების შესანახი,  ჩაშენებული მაცივრები, ჩაის მაგიდა, ყინულის აპარატი და სხვა ვარიანტები, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მეტია მსგავსი დამატებითი ფუნქციები, მით უფრო მაღალია მისი ღირებულებაც.

გაგრილების ტიპის მიხედვით, დისპენსერები  ან ელექტრონულია, ან წარმოდგენილია კომპრესორით. პირველ შემთხვევაში, ელექტრონული მოდელები უფრო ეკოლოგიურად სუფთაა,  მაგრამ ვერ უძლებენ ზედმეტ მტვერს, რის გამოც საჭიროა შენობების სისტემატური ვენტილაცია. რაც შეეხება კომპრესორიან მოდელებს,  საჭიროა მათი ფრთხილად ტრანსპორტირება.

წყლის საუკეთესო  აპარატები

სამუშაო მაგიდის დისპენსერები  ძალიან კომპაქტურია, რომელთა დამონტაჟება შესაძლებელია ნებისმიერ ზედაპირზე: მაგიდებზე, ფართო ფანჯრის რაფებზე და ა.შ. არ აქვთ ჩაშენებული კარადები ან მაცივარი, მაგრამ ამის მიუხედავად,  შესანიშნავი არჩევანია სახლის ან პატარა ოფისისთვის.

Vatten D45WK - ფუნქციური დესკტოპის აპარატი

Vatten-ის დისპენსერი უზრუნველყოფს თბილი, ცხელი და გაციებული წყლის მიწოდებას. მოდელს აქვს მაღალი სიმძლავრე - 650 ვტ, რაც საშუალებას იძლევა 5,5 ლიტრი წყალი 1 საათში გაათბოს. მოწყობილობა ეფექტური და უსაფრთხო გამოსაყენებელია,  რომელსაც აქვს  დამატებით ბავშვთა საკეტი, რაც მისი გამოყენების უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად ზრდის.

უპირატესობები:

  • მაღალი გათბობის ძალა;
  • სწრაფი გაგრილება;
  • წყლის მიწოდება ოთახის ტემპერატურაზე;
  • ბავშვისგან  დაბლოკვის ფუნქცია;

ნაკლოვანებები:

  • არ არის გათვალისწინებული დისპლეი;
  • არ აქვს ჭიქის დასადგამი ადგილი.

Vatten-ის წყლის დისპენსერი  იდეალურად მოერგება ნებისმიერი ოთახის ინტერიერს. ოფისში, მოწყობილობა უზრუნველყოფს  ცხელი და გრილი წყლის მიწოდებას მაქსიმუმ 6-7 ადამიანისთვის.

AEL TC-AEL-228 - თანამედროვე და კომპაქტური

მოდელი აერთიანებს ელეგანტურ დიზაინსა და მაღალ შესრულებას. კომპრესების გაგრილების სისტემის წყალობით, დისპენსერს შეუძლია 1 საათში,  +90 ° С ტემპერატურაზე,  დაახლოებით 5 ლიტრი სითხე გაათბოს, ხოლო გაგრილებით - 1 საათში 2 ლიტრამდე.

მოწყობილობა აღჭურვილია სამი ონკანით: ოთახის ტემპერატურის წყლით, ცივი  და ცხელი წყლით. გამოშვება ხდება ღილაკის დაჭერით, რომელიც ითვლება  უფრო ჰიგიენურ საშუალებად.

უპირატესობები:

  • თანამედროვე დიზაინი;
  • სამი ონკანი;
  • სწრაფი გაგრილება;
  • მაღალი გათბობის ძალა.

ნაკლოვანებები:

  • არ აქვს ბავშვებისგან დაცვა;
  • ცხელი წყლით ხელის დაწვის რისკი მაღალია.

წყლის დისპენსერი TC-AEL-228 განკუთვნილია სახლსა და მცირე ოფისებში გამოსაყენებლად. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც დისპენსერი, ასევე წყლის გამაგრილებელი და გამათბობელი მოწყობილობა.

Ecocenter T-T32EC - ჭიქის სადგამით

კომპაქტური მოდელი ათბობს და აცივებს ბოთლში მოთავსებულ წყალს, ხოლო სითხის მიწოდება ხდება ღილაკზე დაჭერით.

გათბობის სიმძლავრეა 420 ვტ, რაც შესაძლებელს გახდის 5 ლიტრამდე წყალი 1 საათში 90-95 ° C ტემპერატურაზე გაათბოთ. გაცივება ხდება ელექტრონული სისტემის წყალობით, მისი მოცულობა 0.5 ლ / სთ-ია.

უპირატესობები:

  • თასის სადგამი;
  • ჩამოსაწევი ონკანები;
  • წყალი თბება +95 ° С-მდე;
  • თანამედროვე დიზაინი;
  • დაბალი ფასი.

ნაკლოვანებები:

  • ნელი გაცივება;
  • არ აქვს დისპლეი

Ecocenter T-T32EC მოწყობილობა შესაფერისია  მცირე ნაკადის სტუმრების მისაღებად ან მინი ოფისში 2-4 ადამიანისთვის.